ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრისას დაკარგულ კატებს პატრონი 366 დღე ეძებდა
ფოტო: Darlene Hamilton
მას შემდეგ, რაც ალტადენაში დარლენ ჰამილტონის სახლი დაიწვა, ქალი 1 წლის მანძილზე არ კარგავდა იმედს, რომ მისი კატები გადარჩნენ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დარლენს ღამით საშუალოდ 4 საათი ეძინა და დილის 5 საათზე ეღვიძებოდა. უნდოდა ძილი, მაგრამ არ შეეძლო.
ამის მაგივრად, 66 წლის დარლენი ყოველ დილას ნაცნობი რუტინით იწყებდა — ადგილობრივ ცხოველების ვებგვერდებსა და ჯგუფებში 2 ნაცნობი, პატარა სახის ძიებაში. 1 წლის განმავლობაში მისი დღეები სწორედ ასე იწყებოდა და სრულდებოდა.
როცა 2025 წლის იანვრის ერთ ქარიან საღამოს ლოს-ანჯელესში ხანძარი გაჩნდა, მრავალი ადამიანის ცხოვრება იქცა ქაოსად. ყველამ დაკარგა რაღაც, იქნებოდა ეს საკუთარი 80 წლის მაღაზია, საოჯახო ფოტოები თუ ბებიის ნაქონი საქორწილო კაბა.
ჰამილტონმა დაკარგა სახლი, რომელშიც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა, დაკარგა დრაკონის ხილის მცენარეები და საშობაო დეკორაციები, რომლებსაც მთელი ცხოვრება აგროვებდა. თუმცა, ყველაზე მტკივნეული დანაკარგი მერლინი და კიკი იყვნენ — მისი 2 უსაყვარლესი კატა.
დარლენმა საყვარელ კატებთან ერთად 12 წელი იცხოვრა. მათთან ერთად გაატარა ქორწინების პირველი წლები, მათთან ერთად გაუმკლავდა დედის გარდაცვალებას და კატები დარლენის გვერდით იყვნენ მაშინაც, როცა კარიერულად არაერთ წარმატებას მიაღწია. როცა სახლიდან მუშაობდა, მერლინი მუდამ გვერდით ეჯდა და კიკიც არასდროს მიდიოდა შორს.
მათ სახლში ხანძარი შუაღამისას გაჩნდა. ჰამილტონი ცდილობდა, რომ კატები გადაერჩინა, მაგრამ მათ გარეშე გაქცევა მოუწია. კარი ღია დატოვა, რათა კატებიც გაქცეულიყვნენ.
იმ საშინელი ღამის შემდეგ დარლენი არ კარგავდა იმედს, რომ მერლინი და კიკი გადარჩნენ. ქალმა მათ პირობა მისცა, რომ 1 წლისა და 1 დღის განმავლობაში დაუღალავად ეცდებოდა მათ პოვნას და ასეც მოიქცა. ჰამილტონი კატებს ყოველდღე ეძებნა ონლაინ ჯგუფებში, ქუჩებში კი მათ ფოტოებს აკრავდა.
სახლი ფერდობზე იდგა და დიდი ეზო ჰქონდა, სადაც დარლენის მეუღლის მიერ დარგული ვარდები იზრდებოდა. მეზობლის ეზოში კი ბამბუკის ხეები იდგა.
მერლინი და კიკი
ფოტო: Darlene Hamilton
ჰამილტონის თქმით, მშვიდი და მეგობრული მერლინი მფრთხალ და მოსიყვარულე კიკისთან ერთად ყოველდღე გაჰყავდათ ეზოში, მაგრამ ძირითად დროს სახლში ატარებდნენ.
იანვრის დასაწყისში დარლენი ჯეინ ოსტინისადმი მიძღვნილი ჩაის საღამოს დაგეგმვასა და საშობაო დეკორაციების ჩამოხსნაზე იყო კონცენტრირებული. ამინდზე დიდად არაფერი გაეგო. მაგრამ 2025 წლის 7 იანვრის საღამოს ამოვარდნილი ქარის შემჩნევა მარტივი იყო.
იმ დროისთვის ხანძარი უკვე დაწყებული იყო სხვადასხვა ლოკაციაზე, მაგრამ ჰამილტონები ფიქრობდნენ, რომ მათი სახლი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა, როგორც ყოველთვის, უსაფრთხოდ იყო.
ყოველი შემთხვევისთვის, დარლენის მეუღლე ყოველ 45 წუთში გარემოს ამოწმებდა და ეზოს უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ქალს ახსოვს, რომ კიკიმ ანერვიულებულმა ახედა და დასამალად გაიქცა, მერლინი კი, შეშინებული, მასთან დარჩა.
გვიან საღამოს დარლენს ჩამოეძინა. გაღვიძებისას დივანზე მჯდომარემ ცეცხლის ხმა გაიგო, იმის მსგავსი, ბუხრიდან რომ ისმის ხოლმე, მაგრამ ბევრად ხმამაღალი. კარებთან მივიდა და ოქროსფერი სინათლე დაინახა — მეზობლის ბამბუკის ხე იწვოდა. მის ეზოში 2 კაცი გამოჩნდა, სარწყავი მილებით ხელში.
ჰამილტონმა სწრაფად ჩასვა მერლინი გადასაყვან ყუთში და კიკის მოსაძებნად წავიდა, მაგრამ, როგორც კი შებრუნდა, მერლინი ყუთიდან გაიქცა. სახლში განგაშის სიგნალი გაისმა, ოთახი კი კვამლით აივსო. დარლენის მეუღლე ეზოში ცეცხლს აქრობდა, ის 2 უცხო კაცი კი მასთან სახლში შევიდა, რათა ევაკუაციაში დახმარებოდა. კატებს ვერ პოულობდა, კვამლი კი უფრო და უფრო სქელდებოდა.
"მერლინი ყუთში მყავდა, რომ ამეყვანა და მანქანასთან მიმეყვანა... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ყუთიდან გაქცევას მოახერხებდა", იხსენებს ქალი.
დარლენს მოუწია, რომ კატების გარეშე გაქცეულიყო, მაგრამ მათ კარი ღია დაუტოვა. მოგვიანებით, ხანდახან, თავისითვის გაიფიქრებდა:
უნდა დავრჩენილიყავი და გამეგრძელებინა მათი ძიება
სახლის დატოვებისას ქალმა იქაურობა საომარ ზონას მიამსგავსა.
წყვილი მეორე დღეს უკან დაბრუნდა. ელოდნენ, რომ მათი საცხოვრებელი დაზიანებული იქნებოდა, მაგრამ სახლი მთლიანად განადგურებული დახვდათ, კატები კი არსად ჩანდნენ.
ყოველი შემთხვევისთვის, გარეთ ცხოველებისთვის საჭმელი და წყალი დაალაგეს. მომდევნო კვირების განმავლობაში იქ ვეღარ დაბრუნდებოდნენ, რადგან ადგილზე ევაკუაცია იყო გამოცხადებული. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გადარჩენილი ცხოველები სხვაგან გადაიყვანეს, ჰამილტონმა ყველა სამაშველო ცენტრს დაურეკა, თუმცა წარუმატებლად. ტერიტორიაზე გარდაცვლილი ცხოველების ოფიციალურ სიაში აღწერილობები პრაქტიკულად არ იყო. დარლენმა კამერები დააყენა და პოსტერები ჩამოკიდა.
მოგვიანებით, მოხალისეთა ჯგუფი მივიდა წყვილის დასახმარებლად. ეგონათ, რომ კატების სხეულებს მაინც იპოვიდნენ, მაგრამ ვერაფერი ნახეს.
დარლენი რეგიონში მდებარე სხვადასხვა თავშესაფრებს აკითხავდა, მეგობრებსაც სთხოვდა, რომ იგივე გაეკეთებინათ.
ალტადენა, 1 წლის შემდეგ
ხანძრიდან 1 წლის შემდეგ დარლენი და მისი მეუღლე ალტადენას დაუბრუნდნენ. ახლა ნაქირავებ სახლში ცხოვრობენ, უბანში, რომლამდეც ხანძარს არ მიუღწევია. ქალი მაღაზიებში შინაური ცხოველების საკვების დახლებს თავს არიდებს და ყოველთვის, როცა ვინმეს თავის შინაურ ცხოველთან ერთად ხედავს, თავისი კატები ახსენდება.
ვადა, რომელიც საკუთარ თავს დაუწესა 1 წლისა და 1 დღის სახით, გავიდა, ამიტომ დარლენი აპირებს, რომ ძიება შეწყვიტოს.
მათ ასე შევპირდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც მხრივ მუდამ მოვძებნი
დღესასწაულების მოახლოებისას წყვილმა ალტადენას საშობაო ხის ქუჩაზე გააკრა პოსტერები. 6 დეკემბერს ქუჩაში ხალხის დიდი ნაკადი მიედინებოდა. ბევრმა მათგანმა ჩაუარა მერლინისა და კიკის პოსტერებს, რომლებზეც დროში გაყინული კატების ფოტოები იყო გამოსახული. კიკი ჭკვიანი, მაგრამ მორცხვი კატა იყო, მერილი კი მეგობრული. დარლენი ფიქრობდა, რომ თავისი ხასიათიდან გამომდინარე, მერლინი, დიდი ალბათობით, მოახერხებდა, რომ ახალ ოჯახში ეპოვა სახლი.
"ვინმესთან რომ ვიპოვო და მითხრან, ახლა უკვე ჩვენი ოჯახის წევრია და ვერ გაგატანთო, არაფერს ვიტყვი. მირჩევნია ვიცოდე, რომ ცოცხალია და ბედნიერად ცხოვრობს", — თქვა დარლენმა.
ქალის თქმით, დროის გასვლამ ტკივილი შეამცირა, მაგრამ ვერ წყვეტს იმაზე ფიქრს, რა გადაიტანეს კატებმა: "იქნებ გადარჩნენ, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და იფიქრეს, 'სად არის ჩემი სახლი? სად არის ჩემი ხალხი?'"
დარლენს ძალიან უნდა, რომ მერლინს და კიკის მისი ახალი ცხოვრების ნახვა შეეძლოთ. გასულ თვეს დარლენის მეუღლემ მათი დამწვარი სახლის გარშემო საშობაო განათებები დაკიდა. ვარდები გადარჩნენ. მათი ახალი სახლი დროებითი, მაგრამ ლამაზია.
ხშირად, როცა ახალ სახლში მივდივარ, ვფიქრობ, რომ მათ ძალიან მოეწონებოდათ. ნეტავ, აქ იყვნენ
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები