ექსმაღალჩინოსნები საპყრობილეში — ვინ იმყოფება რუსთავის მე-12 დაწესებულებაში?
ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერმინისტრი, 2 ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელი — ეს იმ ყოფილი მაღალჩინოსნების ჩამონათვალია, რომლებიც ამ დროისთვის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებიან.
ოცნების ხელისუფლებამ საკუთარი გუნდის წევრების კორუფციასა და სხვა მძიმე დანაშაულებში მხილება გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო. ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია — მცირე ჩამონათვალია იმ ბრალდებებიდან, რასაც ყოფილ მაღალჩინოსნებს ედავებიან.
მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნებიდან, ამ დროისთვის, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებიან:
• ირაკლი ღარიბაშვილი — ყოფილი პრემიერმინისტრი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი;
• გრიგოლ ლილუაშვილი — სუს-ის ყოფილ უფროსი;
• რომეო მიქაუტაძე — ეკონომიკის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე;
• ჯუანშერ ბურჭულაძე — თავდაცვის ყოფილი მინისტრი;
• მიხეილ სააკაშვილი — საქართველოს მე-3 პრეზიდენტი;
• ბაჩო ახალაია — თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი.
რუსთავის №12 ციხე ნახევრად ღია და დახურული ტიპის დაწესებულებაა, სადაც ძირითადად ათავსებენ საშუალო რისკის მსჯავრდებულებს და წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, რომლებიც მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ.
დავიწყოთ ბოლოდან...
ირაკლი ღარიბაშვილი
12 იანვარს, 2-გზის ყოფილი პრემიერმინისტრი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს. ის ოცნების ხელისუფლების მე-4 ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეასახლეს.
ირაკლი ღარიბაშვილი 2012–2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2013 წელს კი საქართველოს მე-11 ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა. 2013–2015 წლებში ის პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო. პრემიერმინისტრობის პირველი ვადის შემდეგ, ის 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე თავდაცვის მინისტრი იყო, 2021 წელს კი მეორედ გახდა საქართველოს პრემიერმინისტრი და 2024 წლამდე იყო ამ პოსტზე.
ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა 2025 წლის 25 აპრილს დასრულდა, როცა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა და ქართული ოცნების თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა.
ბრალდება
17 ოქტომბერს, გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა — ჩხრეკის შედეგად $7 მლნ და ₾ 136 000 ამოიღეს.
- POG: ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და გურამ ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- სუს: ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლებიდან ამოღებულია $ 7 მლნ და ₾136 ათასი"
24 ოქტომბერს, პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების სახით $1 მლნ ოდენობის გირაო მოითხოვა. ადვოკატ ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, ექსპრემიერის მოსეშვილის ქუჩაზე არსებულ სახლს "გირაოს გადახდის უზრუნველყოფისთვის ყადაღა დაედო".
ირაკლი ღარიბაშვილის 2026 წლის 12 თებერვალს დაგეგმილი სასამართლო პროცესი მოულოდნელად 12 იანვარს ჩაინიშნა, მას დარბაზშივე დაადეს ბორკილები და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქმის პროკურორის, ნათია თათიაშვილის განცხადებით, ექსპრემიერმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა — აღიარა დანაშაული და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამის, ყოფილ მაღალჩინოსანს $1 მლნ-ის ჯარიმის გადახდა დაევალა და მისი სახლის ჩხრეკისას ამოღებული თანხა ჩამოერთვა.
გრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას 6 წელი — 2019 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა. აღსანიშნავია, რომ მისი სუს-ის უფროსობის პერიოდში, 2021 წელს, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, რომლის დაკავებაც მოგვიანებით მოხდა.
ბრალი
მას შემდეგ, რაც 17 ოქტომბერს, გენერალური პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის სახლი გაჩხრიკეს, სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს და იმავე დღეს დააკავეს. ლილუაშვილს, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების 4 ეპიზოდზე ედება ბრალი. ორ მათგანში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძეც ფიგურირებს.
I ეპიზოდი: 2022 წლის ოქტომბრის თვეში, მან თურქი ინვესტორი ჩაღათაი ულქერისგან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით $1 მლნ აიღო, რათა ლობირება გაეწია ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაში.
II ეპიზოდი: 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, გრიგოლ ლილუაშვილმა კომპანია "ექსპრესსერვისი 2008-ის" დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიას გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა ₾ 500 ათასი მლნ.
III ეპიზოდი: 2021-2023 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის დახმარებით თაღლითურ ქოლ-ცენტრებს მფარველობდა — აღნიშნული საქმიანობით ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქრთამის სახით $1, 3 მლნ მიიღო.
IV ეპიზოდი: გრიგოლ ლილუაშვილი ე.წ საბავშვო ბაღების საქმეში მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. უწყების ინფორმაციით, გვანცელაძე საბავშვო ბაღების აშენებაზე გამოცხადებული ტენდერებიდან ლილუაშვილის დახმარებით დიდი ოდენობის ქრთამს იღებდა.
ყოფილ სუს-ის უფროსს ბრალი ედება სსსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა.
რომეო მიქაუტაძე
2017 წლიდან რომეო მიქაუტაძე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2018 წელს, ენერგეტიკის სამინისტროს ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ, იგი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანიებს კურირებდა. 2021–2022 წლებში მიქაუტაძე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე — ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე.
ბრალი
21 ივნისს, ანტიკორუფციულმა სააგენტომ რომეო მიქაუტაძე დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ₾2, 5 მლნ-ის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია ედება ბრალად.
პროკურატურაში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თანხის თაღლითური მითვისების ერთ-ერთი ინციდენტის დროს რომეო მიქაუტაძემ €600 ათასი ლეგალური წარმომავლობის დასაბუთების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, თითქოს, ბრალდებულის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაში €600 ათასი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაში მყიდველად ფიქციურად დაფიქსირებულ პირს, ბრალდებულის მეგობრის პენსიონერ დედას. რეალურად კი, ბრალდებულის ოჯახს ეს ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
მიქაუტაძეს, კორუფციული საქმიანობის შედეგად მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვის და შენიღბვის მიზნით, შეძენილი აქვს ორი ავტომანქანა — 2023 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ G 63 AMG და 2023 წელს გამოშვებული LAND ROVER RANGE ROVER, რომელთა ღირებულებაც ჯამში ₾842 592 შეადგენს. აღნიშნული ავტომანქანები ფორმალურად გააფორმა მისი და მისი მეუღლის ნდობით აღჭურვილ პირებზე.
რომეო მიქაუტაძეს ბრალი საქართველოს სსსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი "საპროცესო შეთანხმების გაფორმებას განიხილავს".
ჯუანშერ ბურჭულაძე
2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე — თავდაცვის მინისტრი.
ბრალი
11 სექტემბერს, ჯუანშერ ბურჭულაძე საკუთარ სახლში დააკავეს, ის სასწრაფო დახმარების ავტომანქანით გადაიყვანეს კლინიკაში, რადგან მას დაკავებამდე ტვინის შერყევა ჰქონდა. ბურჭულაძესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეც დააკავეს. ყოფილ მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრება ედება ბრალად.
ყოფილმა მაღალჩინოსანმა და მასთან ერთად დაკავებულმა პირებმა სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც უწყებას სამედიცინო დანადგარების შეძენით ₾1,3 მლნ ქონებრივი ზარალი მიადგა.
ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალი სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ოცნების მაღალჩინოსნების გარდა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებიან — საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია.
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი 2004 წლიდან 2013 წლამდე. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერა უკრაინაში გააგრძელა, 2021 წლის ოქტომბერში კი საქართველოში დაბრუნდა, სადაც მალევე დააკავეს. 2022 წლის 12 მაისს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს, სადაც 3 წელი დაჰყო და 2025 წელს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში დააბრუნეს. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, საპატიმროში ის "მოწამლეს".
ბრალი
ყოფილ პრეზიდენტს ამ დროისთვის 4 საქმეზე აქვს პატიმრობა მისჯილი:
- სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე — 2018 წლის 6 იანვარს სააკაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.
- დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე — ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის ყოფილ პრეზიდენტს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
- ე.წ პიჯაკების საქმე — საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
- საზღვრის უკანონო კვეთისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაზე.
მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთი ბრალდება ტელეკომპანია "იმედის დარბევის" საქმეზე აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, 2007 წლის ნოემბერში ყოფილი პრეზიდენტი ტელეკომპანიაში ძალადობრივად შეიჭრა და მაუწყებლობა გააჩერა.
სსსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შეკრებითობის პრინციპით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში 12,5 წელს გაატარებს.
- მიხეილ სააკაშვილს ე.წ. პიჯაკების საქმეზე 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთაზე დამნაშავედ ცნეს — ჯამში მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ბაჩო ახალაია
ბაჩო ახალაია 2009 წლიდან 2012 წლამდე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, ხოლო ამავე წლის 4 ივლისიდან 20 სექტემბრამდე — შინაგან საქმეთა მინისტრისას.
ახალაია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში დააკავეს და პატიმრობაში 9 წელი გაატარა. მისი მთავარი ბრალდებები დაკავშირებული იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსობის პერიოდში (2005-2008 წლებში) პატიმრების არასათანადო მოპყრობასთან, ფიზიკურ ძალადობასთან და ადამიანის უფლებების დარღვევებთან, მათ შორის 2006 წლის ორთაჭალის ციხის ბუნტთან და ნავთლუღის სპეცოპერაციასთან. მის წინააღმდეგ ასევე წარდგენილი იყო სხვა საქმეებიც, რომლებიც ეხებოდა თანამდებობის სარგებლობით გადამეტებულ უფლებამოსილებებს და ძალადობრივ მეთოდების გამოყენებას. საბოლოოდ, 2022 წლის 1 მარტს ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ახალი ბრალი
2025 წლის 25 დეკემბერს ყოფილ მაღალჩინოსანს კვლავ აკავებენ — ამჯერად 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზების ბრალდებით. ბაჩო ახალაიას დაკავებას ტელეკომპანია იმედის გავრცელებული აუდიოჩანაწერი უძღოდა წინ, სადაც, ტელეკომპანიის მტკიცებით, პაატა ბურჭულაძე და ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის აქციაზე "სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ".
პროკურატურის მტკიცებით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის საქმის "მთავარი ორგანიზატორია" და აქციის დღეს მან სხვა ორგანიზატორებთან "სატელეფონო ინტერნეტ-კომუნიკაცია ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით 343-ჯერ განახორციელა".
- პაატა ბურჭულაძესთან — 110-ჯერ;
- მურთაზ ზოდელავასთან — 157-ჯერ;
- პაატა მანჯგალაძესთან — 29-ჯერ;
- ლაშა ბერიძესთან — 26-ჯერ;
- ირაკლი ნადირაძესთან — 21-ჯერ;
ბაჩო ახალაია ასევე დაკავშირებულია დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მასალების შეძენა-შენახვის საქმესთან, რომელიც პროკურატურის ვერსიით 4 ოქტომბრის საქმესთან არის დაკავშირებული.
ყოფილ თავდაცვის და შს მინისტრს ჯგუფური ძალადობის ბრალდებას ედავებიან და მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამას გარდა, ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გისოსებს მიღმა არიან შემდეგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები:
ყოფილი თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი;
ყოფილი გენპროკურორი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ნიკა გვარამია;
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია;
პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე;
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი თარგამაძე;
"ნივთის დაზიანების" ბრალდებითაა დაკავებული კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ელენე ხოშტარია;
ამას გარდა, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ამავე პარტიის წევრები — პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა და მოძრაობა რუსთაველის გამზირის წევრი პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე არიან დაკავებულები.
-
გაიცანით კაცი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს ზურგჩანთით ასეირნებს გაიცანით კაცი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს ზურგჩანთით ასეირნებს
გადახედვა
-
ზოი სალდანა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა ზოი სალდანა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა
გადახედვა
-
ბოლო თავგადასავალი: Stranger Things-ის ფინალური სეზონი კადრს მიღმა ბოლო თავგადასავალი: Stranger Things-ის ფინალური სეზონი კადრს მიღმა
გადახედვა
-
CNN: ილონ მასკმა ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა CNN: ილონ მასკმა ირანისთვის Starlink-ის ინტერნეტზე წვდომა უფასო გახადა
გადახედვა
-
მარსზე მოპოვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის მისია გაუქმდა მარსზე მოპოვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის მისია გაუქმდა
გადახედვა
-
მსახიობი კიფერ საზერლენდი ტაქსის მძღოლზე თავდასხმის გამო დააკავეს მსახიობი კიფერ საზერლენდი ტაქსის მძღოლზე თავდასხმის გამო დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ნოსტალგიური მულტფილმი პერსონაჟით ქვიზი: გამოიცანი ნოსტალგიური მულტფილმი პერსონაჟით
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს მდინარე რუკაზე მდებარეობით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს მდინარე რუკაზე მდებარეობით
-
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ სუბიექტური ინტერესი გვაქვს, რომ ევროპა იყოს ძლიერი
გადახედვა
-
HRANA: ირანში, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე, სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა HRANA: ირანში, ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე, სულ მცირე 2 403 მომიტინგე დაიღუპა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ აქ ის ხმა, რომელიც უნდა ესმოდეთ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილი: მე ვარ აქ ის ხმა, რომელიც უნდა ესმოდეთ ევროპარლამენტში
გადახედვა
-
50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია: აი, როგორ ერთვება "სიკვდილის მექანიზმი" ქსოვილების აღდგენაში 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია: აი, როგორ ერთვება "სიკვდილის მექანიზმი" ქსოვილების აღდგენაში
გადახედვა
-
ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილი არის მხნედ
გადახედვა
-
ნახეთ: პოლონეთში მარტორქისა და ირმის დაპირისპირება აღბეჭდეს ნახეთ: პოლონეთში მარტორქისა და ირმის დაპირისპირება აღბეჭდეს
გადახედვა
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა
გადახედვა
-
სპს: ალეკო ელისაშვილი უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა სპს: ალეკო ელისაშვილი უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა
გადახედვა
-
მზის ენერგიის გამოყენება — ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე მზის ენერგიის გამოყენება — ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
-
შექმნეს სატესტო მანეკენი, რომელმაც ავტოავარიებში ქალები შესაძლოა უკეთ დაიცვას შექმნეს სატესტო მანეკენი, რომელმაც ავტოავარიებში ქალები შესაძლოა უკეთ დაიცვას
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა ალეკო ელისაშვილი: ერთი თვის განმავლობაში არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ფრჩხილების საკვნეტი მეყიდა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი ნინო წილოსანი: ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა არავისთვის იქნებოდა სასურველი
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, როდის განხორციელდება ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაცია" უკვე ცნობილია, როდის განხორციელდება ასტრონავტების "სამედიცინო ევაკუაცია"
გადახედვა
კომენტარები