ოცნების ავტომობილი ბავშვობიდან მოდის — ტოიოტა ცენტრი თეგეტას კამპანიამ ბავშვური ფანტაზიები რეალობად აქცია
ფოტო: თეგეტა
ალბათ ნებისმიერ ადამიანს ბავშვობაში ერთხელ მაინც დაუხატავს ან წარმოუდგენია, როგორი იქნებოდა მისი საოცნებო ავტომობილი. ტოიოტა ცენტრი თეგეტამ თბილისის ქუჩები გააფერადა — ქალაქში გამოჩნდა ბილბორდები, რომლებზეც სწორედ ბავშვური ხელწერით შესრულებული საოცნებო ავტომობილებია წარმოდგენილი. ამ გზით კომპანიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ოცნებები უსაზღვროა, მათი რეალობად ქცევა კი, შესაძლებელი.
ფოტო: თეგეტა
ტოიოტა ცენტრი თეგეტამ კამპანია Toyota Global-ის საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში დაგეგმა. Dream Car Contest - ეს არის ყოველწლიური კონკურსი, სადაც ბავშვები თავიანთ საოცნებო ავტომობილებს ხატავენ. წლევანდელი კონკურსი საქართველოსთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა — საერთაშორისო დონეზე, 660 000 ნახატს შორის 14 წლის ანა დუმბაძის ნამუშევარმა გაიმარჯვა. სწორედ ეს გახდა იმის ინსპირაცია, რომ ტოიოტა ცენტრი თეგეტას კონკურსში მონაწილე ბავშვების შემოქმედება პატარა ფურცლიდან დიდ ბილბორდებზე გადასულიყო. მათ ემოციებს ასახავს ვიდეორგოლი, რომელიც კომპანიამ კრეატიულ სააგენტო Quick-თან თანამშრომლობით მოამზადა.
ანი თედიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი: “ჩვენი კამპანიის შინაარსი მარტივი, თუმცა ძალიან ემოციური იყო — ლოკალურ კონკურსში გამარჯვებული ბავშვების ნახატები თბილისის ქუჩებში ბილბორდებზე გამოვფინეთ, შემდეგ ნამუშევრების ავტორები, მშობლების დახმარებით, ადგილზე მივიყვანეთ, ისე, რომ მათ ამ ინიციატივის შესახებ არაფერი იცოდნენ და ბილბორდზე გადატანილი მათი შემოქმედება ვაჩვენეთ. გულწრფელი ემოციებით სავსე ეს მომენტები კი ერთ ვიდეორგოლში გავაერთიანეთ, რომელიც ბავშვების მოულოდნელ სიხარულს ასახავს.
ეს იყო ძალიან თბილი და გამორჩეული კამპანია, რომელსაც ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ფანტაზიის რეალობად ქცევა შესაძლებელია და, მეორე მხრივ, Toyota-ს ბრენდის გაძლიერება, როგორც კომპანიის, რომელიც მომავალ თაობებს უჭერს მხარს. გვინდოდა, გაგვეჩინა რწმენა, რომ ბავშვობის ოცნებები შეიძლება რეალობად ვაქციოთ. აქვე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი კონკურსის მონაწილეებს — ემილია სულამანიძეს, ანასტასია ჭანიასა და ლუკა საკანდელიძეს თავიანთი ნახატებით ქალაქის გაფერადებისთვის“.
ფოტო: თეგეტა
Toyota Global-ის ფილოსოფიის მიხედვით, რომელიც Going Beyond იდეას ეფუძნება, ეს კონკურსი არა მხოლოდ შეჯიბრებაა, არამედ მომავლის ავტომობილების ინსპირაციის წყაროც, — ბავშვური ხედვები შესაძლოა, ერთ დღეს რეალური ინოვაციების საფუძველი გახდეს.
საქართველოში კონკურსის გამარჯვებულებს ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, მათთვის ხატვის მასტერკლასი გამართა ზალიკომ. ტოიოტა ცენტრი თეგეტამ საზოგადოებას კამპანიით კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ყველა დიდი მიღწევა ბავშვური ოცნებით იწყება, ოცნების ავტომობილი კი ბავშვობიდან მოდის და ზრდასრულობაში რეალური ხდება.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები