ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს
სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სურს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო "ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი კითხვის გარეშე" გახდეს.
მან განცხადება ოთხშაბათს, ერევანში გამართული სომხეთის საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების ინსტიტუტის (AIISA) უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსიის დროს გააკეთა.
სახელმწიფო მედიასაშუალება Armenpress-ის ცნობით, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მნიშვნელობას, რომელმაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს მწვანე შუქი აუნთო.
"გვინდა თუ არა გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი? დიახ, ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი კითხვის გარეშე", — განაცხადა ფაშინიანმა (Armenpress-ის მიხედვით).
მან ასევე აღნიშნა, რომ ერევანი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ "ძალიან მნიშვნელოვან და არსებით წინაპირობას" "სრულად აცნობიერებს" — ქვეყანამ ობიექტურად უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები სულ მცირე 97%, 98% ან 99%-ით.
"ჩვენი სტრატეგია ასეთია: მტკიცედ და მკაფიოდ უნდა გავაგრძელოთ სომხეთის გარდაქმნა ისეთ ქვეყნად, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს... როდესაც ამ სტანდარტებს დავაკმაყოფილებთ, გვექნება ორი ვარიანტი: ან მიგვიღებენ ევროკავშირის წევრად, ან — არა", — თქვა მან.
ფაშინიანის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროკავშირი სომხეთის გაწევრიანებაზე უარს იტყვის, ქვეყანა მაინც გახდება "თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში".
შემდეგ ის შეეხო სომხეთის მოსკოვის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირის წევრობას (EAEU) და განაცხადა, რომ მისი მთავრობა :სრულად აცნობიერებს, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორივე ბლოკის წევრობა", თუმცა დაამატა, რომ სომხეთისთვის ჯერ კიდევ არსებობს "სივრცე" EAEU-ში დარჩენისთვის.
"შესაბამისად, იქამდე, სანამ თავსებადობა შესაძლებელია, ჩვენ გავაგრძელებთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობას. როდესაც შეუთავსებლობა გარდაუვალი გახდება, გადაწყვეტილებას მივიღებთ სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, რესპუბლიკის მოსახლეობის თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე", — განაცხადა მან.
რუსეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები EAEU-ს წევრობასთან შეუთავსებელია.
რადიო თავისუფლების (RFE/RL) ცნობით, 10 იანვარს რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმართული კანონპროექტის მიღებას აღიქვამს როგორც "სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის დასაწყისს".
"რუსეთის ფედერაცია სომხეთის მიმართ თავის ეკონომიკურ პოლიტიკას ამ გარემოების გათვალისწინებით ჩამოაყალიბებს", — თქვა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები