ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო საირმე გახდა
სასტუმრო საირმემ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე 350 მონაწილიდან, სულ, 24 გამარჯვებული გამოავლინეს.
საირმე ერთ-ერთი უდიდესი ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია ევროპაში, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს. 2020 წელს საირმეს World Travel Award-ის კიდევ ერთი ჯილდო აქვს მოპოვებული ნომინაციაში "საქართველოს წამყვანი კურორტი 2020".
ტურიზმის ყოველწლიური დაჯილდოება — Welcome to Georgia საქართველოში 2015 წლიდან იმართება და პროექტის მთავარი მიზანი ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობაა. ცერემონიას, რომელიც წელს მერვედ ჩატარდა, 600-ამდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები.
ტურიზმის ეროვნული ჯილდოს ნომინანტების შეფასების პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობდა პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ხოლო მეორე ეტაპზე ნომინანტები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. სასტუმრო საირმემ გამარჯვება ორივე ეტაპზე მიღებული საუკეთესო შეფასებების შედეგად მოიპოვა.
სასტუმრო საირმე სუბტროპიკული სარტყლის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე კურორტ საირმეში მდებარეობს. სასტუმროში 152 ნომერია განთავსებული, სადაც ერთდროულად 400-ამდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. საირმე არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი ამოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.
-
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
გადახედვა
-
კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ
გადახედვა
-
ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ
-
ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება
გადახედვა
-
ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ
გადახედვა
-
მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი? მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი?
-
შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს
გადახედვა
-
ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება
გადახედვა
-
ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს
გადახედვა
-
კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
გადახედვა
-
დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ და მათ ვიდეოებს ავრცელებდნენ — 10 არასრულწლოვანია დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ და მათ ვიდეოებს ავრცელებდნენ — 10 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს
გადახედვა
-
20 იანვრანდე საქართველოში თოვლია მოსალოდენელი 20 იანვრანდე საქართველოში თოვლია მოსალოდენელი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
-
ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
-
გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
-
ქართული ენის გუშაგი — მზექალა შანიძე 100 წლისაა ქართული ენის გუშაგი — მზექალა შანიძე 100 წლისაა
-
ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს
გადახედვა
კომენტარები