გალტ & თაგარტმა ავტომობილების ბიზნესის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა
ფოტო: გალტ & თაგარტი
გალტ & თაგარტმა საქართველოსა და მსოფლიოში ავტომობილების ბიზნესში მიმდინარე ცვლილებების, მოლოდინებისა და სექტორის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევის პრეზენტაცია 16 მარტს არტ ჰაუსში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ავტომობილების ბიზნესის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღნიშნული კვლევის თანახმად, 2021 წლიდან მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ნახევარგამტარების დეფიციტის შედეგად, მკვეთრად შემცირდა ახალი ავტომობილების წარმოება, ხოლო მოთხოვნა ძლიერი დარჩა. შედეგად, გლობალურად ახალი ავტომობილების ფასები რეკორდულად გაიზარდა 2021-22 წლებში. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ავტომობილებზე, მანჰეიმის მეორადი მანქანების ფასების ინდექსი 55.4%-ით გაიზარდა 2022 წელს 2019 წელთან შედარებით.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ნახევარგამტარების მიწოდების ნორმალიზების, ნედლეულის ფასების კლებისა და მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირების შედეგად, ახალ ავტომობილებზე ფასები დაიკლებს. JP Morgan-ის პროგნოზით, აშშ-ში ახალ ავტომობილებზე ფასი წლიურად 2.5%-5%-ის ფარგლებში შემცირდება. ევროპაში მოკლევადიან პერიოდში ფასების შემცირება ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან არსებულ შეზღუდვებს თან ერთვის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული გამოწვევები, გაზრდილი წარმოების ხარჯები და ა.შ. ამასთან, მსოფლიოში ფასების კლება მეორად ავტომობილებზე უკვე 2022 წლიდან შეინიშნებოდა და მოსალოდნელია ეს ტენდენცია 2023 წელსაც გაგრძელდეს.
გალტ & თაგარტის შეფასებით, 2022 წელი საქართველოს ავტომობილების ბიზნესისთვის რეკორდული იყო. ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად ავტომობილების იმპორტი წლიურად 73.1%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2022 წელს ექსპორტი წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 904 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტის ზრდა ძირითადად ევრაზიული კავშირის წევრი ქვეყნებისგან ახალ მანქანებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.
2021-22 წლებში საქართველოს ავტომობილების ბიზნესი გლობალურის მსგავსი გამოწვევების წინაშე იდგა, ავტომობილების წარმოების შემცირებას და გაზრდილ ფასებს თარ ერთვოდა გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯები. 2023 წელს მოლოდინები პოზიტიურია, ავტორიზებული დილერები საშუალოდ 15%-20%-იან წლიურ ზრდას ელოდებიან გაყიდვებში. თუმცა, მიწოდებასთან და ფასებთან დაკავშირებული გამოწვევები შესაძლოა 2023 წელსაც გაგრძელდეს (განსაკუთრებით ეს ეხება ევროპულ ბრენდებს). ამასთან, გალტ & თაგარტის მიხედვით მოსალოდნელია მეორადი ავტომობილების ფასების და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირება 2023 წელს.
"გალტ & თაგარტი უკვე ოცი წელია აქტიურად მუშაობს სექტორულ კვლევებზე, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინვესტორებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ კონტექსტში განიხილონ სხვადასხვა სექტორში მიმდინარე მოვლენები, რაც ინფორმირებულ და უფრო მეტად ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას შეუწყობს ხელს. ავტომობილების სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მაგალითად, 2022 წელს ავტო ბიზნესის ბრუნვა წლიურად 20.2%-ით 6 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული სექტორის დეტალური კვლევა კი ბიზნესებს სთავაზობს მომავალი ტენდენციების დეტალურ ანალიზს, რაც დაეხმარება მათ, სწორად დაგეგმონ საკუთარი სტრატეგიები", — აღნიშნავს გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი.
-
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
გადახედვა
-
კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ
გადახედვა
-
ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ ქვიზი: აირჩიე ფერი და Stranger Things-ის პერსონაჟთან დაგაწყვილებთ
-
ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება
გადახედვა
-
ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ
გადახედვა
-
მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი? მართლა გვჭირდება თუ არა დღეში 2 ლიტრი წყალი?
-
შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე? რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე?
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება
გადახედვა
-
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა — მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთს ევროკავშირში გაწევრიანება "ერთმნიშვნელოვნად" სურს
გადახედვა
-
გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება
გადახედვა
-
კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
გადახედვა
-
დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ და მათ ვიდეოებს ავრცელებდნენ — 10 არასრულწლოვანია დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ და მათ ვიდეოებს ავრცელებდნენ — 10 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
20 იანვრანდე საქართველოში თოვლია მოსალოდენელი 20 იანვრანდე საქართველოში თოვლია მოსალოდენელი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
-
ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
-
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ
გადახედვა
-
გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
კომენტარები