რუსეთის კიბერაქტივობები - მზარდი საფრთხე საქართველოსათვის
ფოტო: foreignpolicy.com
უკანასკნელ ათწლეულში კიბერდომეინი საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო და კოსმოსურის მხარდამხარ დაპირისპირების მეხუთე სივრცედ დამკვიდრდა და იგი სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური თუ სამხედრო მიზნების, გეოპოლიტიკური უპირატესობის მისაღწევად.
არსებული მონაცემებით, ორმოცამდე სახელმწიფოს უკვე გააჩნია კიბერშეტევითი პოტენციალი და წარმატებით ახდენს მის განვითარებას. კიბერელემენტი დღესდღეობით უკვე წარმოადგენს ყველა ომისა და კონფლიქტის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს.
საქართველოსთვის, როგორც რუსეთის დაინტერესების მუდმივი ობიექტისთვის, კიბერსივრცის დაცვა მისი ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის წინააღმდეგ გამოყენებისაგან პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქნას აღიარებული.
საქართველოსთვის, როგორც რუსეთის დაინტერესების მუდმივი ობიექტისთვის, კიბერსივრცის დაცვა მისი ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის წინააღმდეგ გამოყენებისაგან პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა იქნას აღიარებული. კრემლი საქართველოს მისი გავლენის სფეროდ მოიაზრებს, რის გამოც ჩვენი ქვეყანა რუსეთის ჰიბრიდული ომის სამიზნეს წარმოადგენს.
როგორი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული ხედვა კიბერთავდაცვის განვითარების თვალსაზრისით? ამისათვის პირველ რიგში საჭიროა გაცნობიერებულ იქნას რა საფრთხეებთან შეიძლება მოუწიოს კონფრონტაცია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას კიბერსივრცეში.
რუსეთის მონაწილეობით მიმდინარე კონფლიქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი კონფლიქტის ტერიტორიებს იყენებს კიბერშეტევითი პოტენციალის გამოსაცდელ ერთგავრ პოლიგონად. ესტონეთის, საქართველოს, უკრაინის კონფლიქტებისას, განსაკუთრებით კი ყირიმის ანექსიის დროს კიბერელემენტის მზარდი ინტენსივობით გამოყენება რუსეთის ბოლოდროინდელი აქტივობებსა და ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ინფორმაციული ოპერაციების, პროვოკაციების, კიბერთავდასხმების სამხედრო ოპერაციებთან სტრატეგიული ინტეგრაციის წარმატებულ მაგალითად წარმოაჩენს.
თუკი 2007 წელს ესტონეთის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმა სამოქალაქო მღელვარების გამოწვევას ისახავდა მიზნად და პოლიტიკურ პროცესებში კიბერელემენტის გამოყენების პირველი მცდელობა იყო, უკვე მომდევნო წელს, რუსეთ-საქართველოს ომში კიბერელემენტის გამოყენება უშუალოდ კონვენციური მოქმედებების კარგად ორგანიზებული თანმხლები პროცესი იყო და საინფორმაციო ვაკუუმის შექმნას, დეზინფორმაციის გავრცელებას და საქართველოსათვის საერთაშორისო მხარდაჭერის არხების გადაკეტვას ემსახურებოდა. უკრაინის კონფლიქტში რუსულმა კიბერშეტევებმა კიდევ უფრო მეტი განვითარება ჰპოვა და გარდა ტრადიციული შედეგებისა, რუსეთმა შეძლო გამოეყენებინა მსხვილი მობილური ოპერატორების შესაძლებლობა აბონენტებზე ფარული მოსმენებისათვის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრისა თუ სხვა მონაცემთა მიღებისათვის, რაც გამოყენებულ იქნა, როგორც ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის და ინფორმაციის მოხსნისთვის, ასევე საარტილერიო დარტყმისთვის კოორდინატების გადასაცემად ადგილმდებარეობის განსასაზღვრად. გარდა აღნიშნულისა, უკრაინის კონფლიქტში რუსეთმა პირველად განახორციელა თავდასხმა და მწყობრიდან გამოიყვანა უკრაინული ენერგოსისტემა. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობები პოსტსაბჭოთა ქვეყნების არეალს გასცდა და ევროპისა თუ აშშ საარჩევნო პროცესები მრავალჯერ გახდა რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებული ჰაკერების სამიზნე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კიბერსარდლობა, რომელიც პასუხისმგებელია შემტევი კიბერღონისძიებების ჩატარებაზე, პროპაგანდაზე ორიენტირებულ ქმედებებსა და მოწინააღმდეგის ინდუსტრიის მართვისა და კონტროლის სისტემებში (Industrial Control Systems - ICS) მავნებელი პროგრამული უზრუნველყოფის ჩანერგვაზე, ასევე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული კომპიუტერული ქსელების ოპერაციებზე სპეციალიზირებული სხვა დანაყოფების კიბერაქტივობები სერიოზული და ყველაზე რელური საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.
ისეთი დაბალტექნოლოგიური თავდასხმებიც კი, როგორიცაა DDoS და Defacement შეტევა, სუსტად დაცული ინფრასტრუქტურის პირობებში შესაძლოა არაპროპორციული ზარალის მიზეზი გახდეს.
რუსეთის მიერ განხორციელებულმა ან მხარდაჭერილმა კიბერშეტევამ საქართველოში შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზარალი და მსხვერპლიც კი
ამრიგად, რუსეთის მიერ განხორციელებულმა ან მხარდაჭერილმა კიბერშეტევამ საქართველოში შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზარალი და მსხვერპლიც კი.
გარდა სახელისუფლებო თუ ფინანსურ ინსტიტუტებზე პირდაპირი კიბერთავდასხმებისა, რუსეთის მხრიდან კიბერელემენტი „რბილი ძალის“ პოლიტიკის განხორციელებაშიც ფართოდაა გამოყენებული. ყურადსაღებია, რომ კიბერსივრცის ამ კონტექსტში გამოყენება მინიმუმ სამი მიმართულებით ხდება. პირველი, ეს არის პოლიტიკური თუ ეკონომიური არასტაბილურობის განცდის დათესვა მართვადი საკომუნიკაციო სივრცის, სამაუწყებლო არხების თუ სოციალურ ქსელებში დომინირების მეშვეობით; მეორე - პრორუსულ ელიტაზე გავლენის მოხდენა და განწყობის დანერგვა, რომ პრორუსული ძალები შესაძლოა მოხვდნენ პარლამენტში ან სულაც მთავრობის ფორმირებაში მიიღონ მონაწილეობა, პრორუსული პოლიტიკური პარტიების თუ ჯგუფების საინფორმაციო მხარდაჭერის კიბერარხების შექმნით და მესამე - სოციალური ქსელებისა თუ კიბერსივრცის სხვა სეგმენტის გამოყენება ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, განსაკუთრებით მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტში, რამაც შესაძლოა დააზიანოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები და აგრესიის შემთხვევში გაართულოს პოლიტიკური თუ სხვა სახის მხარდაჭერის მიღება.
გარდა რუსეთის მხრიდან კიბერსივრცეში არსებული საფრთხეებისა, დიდია ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან ისეთი კიბერშეტევის განხორციელების ალბათობა, რომელიც გამოიწვევს ელექტრონული სერვისების და ვებ-გვერდების დროებით, ლოკალურ დაზიანებას. მასობრივი ზიანის ან მსხვერპლის გამომწვევი კიბერშეტევის ორგანიზება და განხორციელება მათი მხრიდან ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა.
გაცილებით სერიოზული იქნება საფრთხე, თუკი თავიანთი კიბერშესაძლებლობების არსებითად გასაუმჯობესებლად, ტერორისტული ორგანიზაციები ითანამშრომლებენ რომელიმე განვითარებული კიბერშესაძლებლობების მქონე სახელმწიფოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა სახელმწიფოთათვის პოლიტიკური რისკის შემცველია, უკანასკნელ პერიოდში ღია წყაროებსა თუ პარტნიორი სპეცსამსახურების მონაცემებში გაჩნდა არაერთი ტექნიკური დადასტურება იმისა, რომ კიბერტერორისტების მიერ განხორციელებული ყველაზე რეზონანსული თავდასხმა 2015 წელს ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია - TV5Monde-ზე რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კიბერშეტევას წარმოადგენდა “Cyber Chaliphate-ს" საფარქვეშ. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს კიბერშეტევის ხელწერა და მავნე კოდებში კირილიცის ელემენტების შემცველობა, რომელიც რუსულ, მთავრობის კონტროლქვეშ მოქმედ ჰაკერულ დაჯგუფება APT28-ს (რუსეთის სპეცსამსახურებთან აფილირებული ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირის ქვეყნებსა თუ აშშ კიბერსივრცეზე მრავალჯერადი კიბერშპიონაჟისა თუ სხვა კიბერთავდასხმის ფაქტებზე) ხელწერის იდენტურია. დამატებით არგუმენტს ის გარემოებაც წარმოადგენს, რომ შეტევის დრო ემთხვევა ფრანგულ-რუსული ურთიერთობების გაუარესებას (მისტრალის საკითხი, საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის უარი მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებაზე და სხვა).
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს წინაშე მდგარი კიბერსაფრთხეების მასშტაბი მზარდია, როგორც სირთულის, ისე მრავალფეროვნების თვალსაზრისით. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს კიბერაქტორების განზრახვების, შესაძლებლობებისა თუ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის მექანიზმის ჩამოყალიბებას და ამ მხრივ აქტიური მუშაობის წარმართვას.
ასევე, უაღრესად მნიშვნელოვანია, მოხდეს კიბერშესაძლებლობების ინტეგრირება სხვა სამხედრო ოპერაციებთან. კიბერელემენტს, როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, ჰიბრიდული ომის ტაქტიკაში ერთ ერთი საკვანძო ადგილი უჭირავს და სულ უფრო მეტი ამოცანის გადასაჭრელად გამოიყენება. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო წვრთნებში კიბერელემენტის მუდმივი ჩართულობა და საერთაშორისო კიბერსავარჯიშოებში ქართული უწყებების, კერძო სექტორის თუ აკადემიური წრეების მონაწილეობა. ძირითადი სამუშაო ამ მხრივ ჯერ კიდევ გასაწევია და თავად გამოწვევაც, საერთო შეფასებით ინტელექტუალური უფროა, ვიდრე ტექნიკური. დასანერგია მიდგომა, რომ კიბერუსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობაა და რომ ინფორმაციის გაცვლის, ეფექტური საერთაშორისო თუ უწყებათშორისი თანამშრომლობის გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს სრულყოფილად შეასრულოს სანდო პარტნიორის როლი კიბერსივრცეში. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო პოტენციალის თვალსაზრისით განსხვავება ჩვენსა და მოწინააღმდეგეს შორის კოლოსალურია, კიბერსივრცე ის არეალია, სადაც პატარა ქვეყანას რეალურად შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აგრესორს და იგი შესაძლოა გახდეს მის ქმედებებზე ასიმეტრიული პასუხის ერთ ერთი წარმატებული ელემენტი ან წინააღმდეგობის მოქმედი ფრონტი.
-
დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა დედამიწის ბირთვში თხევადი რკინის გიგანტურმა ნაკადმა მიმართულება შეიცვალა — კვლევა
გადახედვა
-
"ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი "ვაპირებ, საჯაროდ ვესაუბრო საზოგადოებას და ვუთხრა ჩემი სიმართლე" — ირაკლი ღარიბაშვილის მე-4 წერილი
გადახედვა
-
20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 20 ტონამდე მეორადი საბურავი — თეგეტა გრინ პლანეტმა ტაბახმელა საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე შალვა ნათელაშვილი: მივმართეთდიდი ბრიტანეთის მთავრობას, სასწრაფოდ განახორციელონ სანქცირება ბიძინა ივანიშვილის მთელი ოჯახის და გასცეს დაპატიმრების ორდერი ბიძინა ივანიშვილზე
გადახედვა
-
კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება კვლევის მიხედვით, ინტერნეტში გამოქვეყნებული ტექსტების მესამედზე მეტი AI-ის დახმარებით იწერება
გადახედვა
-
ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა ჭავჭავაძის 64ბ-მ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა
-
აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის შეთავაზებები თქვენი ბიზნესისთვის
-
საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა საუზმის დრო შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობასთან იყოს დაკავშირებული — კვლევა
გადახედვა
-
რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა რუსული მედია: ერთი კვირის განმავლობაში ზემო ლარსის გამშვები პუნქტი 113 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა
გადახედვა
-
რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა რატომ იგლეჯენ ადამიანები საკუთარ თმას? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები? გადამუშავებული პლასტმასისგან ორცხობილები დაამზადეს — მომავლის საკვები?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში კიდევ ერთი დაზიანებული ხე მოიჭრება, მეორეზე — კონსულტაციები მიმდინარეობს
გადახედვა
-
YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე YogaFest 2026 — სიფხიზლის ორდღიანი ფესტივალი ლისზე
-
ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია ავტო აუქციონი ბათუმში | გამოცადე მოგების ემოცია
-
სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს სომხეთის ექსპრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს
გადახედვა
-
აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აშშ აღფრთოვანებულია თქვენი გამძლეობით — დონალდ ტრამპმა უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
გადახედვა
-
2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს 2 წლის წინ გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსნის, თემო ხადურის დედა შვილის საქმის სრულფასოვან გამოძიებას ითხოვს
გადახედვა
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ფონდი "ქართუ" 2018 წელს ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
კომენტარები