სასამართლომ "ბალდის კანიონის" საქმეზე ინდიკო ბჟალავა გაამართლა და მისთვის წაყენებულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო
სენაკის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ნუცუბიძემ ინდიკო ბჟალავა უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ წაყენებული სამართლებრივი დევნა გააჩერა. ბჟალავას უფლებებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავდა.
ბჟალავა 2024 წლის 12 ივნისს დააკავეს. უწყება ამტკიცებდა, რომ ბჟალავამ ბალდის კანიონის ინვესტორთან დაკავშირებული პირის მეუღლეს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დაკავების შემდეგ სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, როცა საქმეში ახალი მასალა გაჩნდა და არსებითი ეტაპი დაიწყო, აღკვეთის ღონისძიება 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალეს, რომელიც პროცესის ბოლომდე მოქმედებდა.
საქმის დეტალებმა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილმა მტკიცებულებებმა ნათლად აჩვენა, რომ ბჟალავამ დანაშაული არ ჩაიდინა. სასამართლოში დაკითხულმა თვითმხილველებმა ერთხმად განაცხადეს, რომ ბრალდებული "დაზარალებულს" არ დამუქრებია.
მუქარის შესახებ განცხადების ავტორი არის იმ ბრალდებულის მეუღლე, რომელიც 2024 წლის 11 ივნისს, თავის ძმასთან ერთად, ბალდის კანიონის მცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდა და მინდია ბჟალავას დანით შვიდი ჭრილობა მიაყენა. ის ამჟამად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული.
- ბალდის კანიონის მცველის თავდამსხმელს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- ბალდის კანიონის ინვესტორი კომპანიის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე, სასამართლომ ძალადობაში დამნაშავედ ცნო
შეგახსენებთ, 2022 წელს ბალდის კანიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შპს "კანიონი 350-მა" აუქციონზე 24 130 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 40 წლის იჯარით მიიღო. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას სამი წლის განმავლობაში უნდა შეესრულებინა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და არანაკლებ 2.8 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო.
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს ნორვეგია უკრაინიდან დეპორტირებული ბავშვებისა და ტყვეების დასახმარებლად €2.3 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიური ზომბი იყოს? — როდესაც ქცევა ცნობიერებას არ ნიშნავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ? ქვიზი: გამოიცნობ, რომელი ემოჯები გავაერთიანეთ?
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
-
როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში როგორ შეგიძლია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით სარგებლის მიღება? — შესავალი ტრეიდინგში
-
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია GARNAMATAC-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი — მარგო და კირა შექმნა
-
ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება ზენონ იარაჯული: ხალხებს შორის დიალოგი არა ისტორიის ხელახლა დაწერით, არამედ სიმართლის პატივისცემით იწყება
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
-
რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს რას ვუყუროთ ოქტომბერში? — 10 სერიალი, რომლებიც შემოდგომას სასიამოვნოდ გაგაყვანინებს
გადახედვა
-
საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს საია ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე შეფასებას აქვეყნებს
გადახედვა
-
გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება გაიარე მეტი ანტარქტიდაზე — თეგეტას მხარდაჭერით პირველი ქართული სამეცნიერო ექსპედიცია ცისკარი სტარტისთვის ემზადება
-
დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესები დღე-ღამის ხანგრძლივობას ცვლის
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა სალომე სამადაშვილი: დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ ALDE გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, "ლელო" იქნება ეს, თუ სხვა
გადახედვა
-
ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ ელექტრომობილზე გადასვლა ახლა უფრო ხელმისაწვდომია პროკრედიტ ბანკი და დატენე პარტნიორობას აცხადებენ
კომენტარები