სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს
სომხეთის სამოციქულო ეკლესიასა და მთავრობას შორის გამწვავებული უთანხმოების ფონზე, სომხეთის ხელისუფლებამ მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი — მთავარეპისკოპოსი არშაკ ხაჩატრიანი დააკავა . მას ბრალად 2018 წელს კათოლიკოს გარეგინ II-ის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილის ზურგჩანთაში ნარკოტიკების ჩადების ორგანიზება ედება.
პარასკევს ხაჩატრიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ის ერთი დღით ადრე სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა (NSS) დააკავა საგამოძიებო კომიტეტის შენობიდან გამოსვლისას, სადაც იგი დაკითხვაზე გაჟონილ ვიდეოსთან დაკავშირებით დაიბარეს, სადაც ის სავარაუდოდ ინტიმურ სცენაშია გადაღებული.
ხაჩატრიანის ადვოკატმა, არსენ ბაბაიანმა, განაცხადა, რომ დაკითხვა დაკავების საბაბად გამოიყენეს და ამტკიცებდა, რომ დამატებითი დაკითხვის რაუნდს რეალური მიზანი არ ჰქონდა და დასმულ კითხვებს "აბსურდულ და უაზრო" უწოდა.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე, წინასწარი შეთანხმებით,მოქმედი ჯგუფის მიერ საჯარო ადგილას ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციას ეხება.
"ჩვენ არასდროს გვსმენია უფრო აბსურდული რამ", — თქვა ბაბაიანმა Facebook-ის პირდაპირ ეთერში.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ არსებობს წინაარდეგობა მიკუთვნებულ ქმედებებსა და ბრალდებებს შორის. ხაჩატრიანს ბრალი, მისი ერთ-ერთი ხელქვეითის დახმარებით, მომიტინგეების ზურგჩანთაში ნარკოტიკების ჩადების ორგანიზებაში ედება, რაც მონაწილის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. ბაბაიანი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში ნარკოტიკების "გაყიდვა" იგულისხმება და არა "ნარკოტიკების ჩადებით" დემონსტრანტის დისკრედიტაციის მცდელობა.
თავის მხრივ, ბაბაიანმა ხელისუფლება, მის წინააღმდეგ ამ ბრალდებების წაყენებით, პოლიტიკური მიზეზების გამო, ხაჩატრიანის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა. მან ასევე ინციდენტის ქრონოლოგიაზე მიუთითა, რომელიც 2018 წელს მოხდა.
ბაბაიანის თქმით, მაშინ "ზოგიერთმა ადამიანმა" გამოძიების დროს გამოთქვა ეჭვი, რომ ზურგჩანთაში ნაპოვნი ნარკოტიკების "ჩადება" შესაძლოა ხაჩატრიანის მიერ ყოფილიყო ორგანიზებული.
ამის შემდეგ, ბაბაიანმა განაცხადა, რომ საქმეში "ბოლო ქმედება", დამატებითი დეტალების გარეშე, 2025 წლის ივლისში მოხდა. 4 დეკემბერს საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა და ხაჩატრიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, რასაც მისი დაპატიმრება მოჰყვა.
"ეს ქრონოლოგია თავისთავად იმის დასტურია, თუ როდის იყო პოლიტიკური ბრძანება გაცემული". "როდის გასცა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ბრძანება მთავარეპისკოპოს არშაკის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის განხორციელების შესახებ, მისი შეხედულებებისა და განცხადებების გამო", — განაცხადა ბაბაიანმა.
მან ხაჩატრიანის დაკავება მთავრობის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების უფრო ფართო კონტექსტში მოათავსა, რომლის ბოლო რაუნდი მაისის ბოლოს განახლდა, როდესაც ხელისუფლება გარეგინ II-ს შვილის გაჩენაში ადანაშაულებდა, რითაც ცელიბატის აღთქმა დაარღვია და ეკლესიის მეთაურის თანამდებობის დაკავების უფლება არ მისცა.
ეკლესიამ პარასკევს დაპატიმრება "მკაცრად დაგმო", ბრალდებებს კი "შეთითხნილი და უსაფუძვლო" უწოდა და ხაჩატრიანის და სხვა დაპატიმრებული სასულიერო პირების დევნის "დაუყოვნებლივ შეწყვეტა" მოითხოვა .
"ეს ქმედება ეკლესიის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ დაწყებული რეპრესიების გამოვლინება და სასულიერო პირების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გაგრძელებაა", — ნათქვამია განცხადებაში.
ამ კვირის დასაწყისში პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გარეგინ II უცხო ქვეყნის აგენტობასა და "უცხოური სპეცსამსახურის უფროსი ლეიტენანტის მორჩილებაში" პირდაპირ დაადანაშაულა.
ნოემბრის ბოლოს, 10-მა მაღალი რანგის მღვდელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც გარეგინ II "ნებაყოფლობით შვებულებაში წასვლასთან" დაკავშირებით მოლოდინია გამოთქმული.
განცხადება ფაშინიანთან მათი უპრეცედენტო შეხვედრიდან, რომელიც პროსამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული საკამათო განცხადების გამო დაძაბულობის გამწვავების შემდეგ გაიმართა, მალევე გაკეთდა. განცხადებაში გარეგინ II-ს არქიეპისკოპოს ხაჩატრიანის სავარაუდო მონაწილეობით გაჟონილ ინტიმურ ვიდეოსთან დაკავშირებული სკანდალის დაფარვის მცდელობაში ადანაშაულებდა .
ხუთშაბათს, 27-მა მაღალი რანგის სასულიერო პირმა გარეგინ II-ის მიმართ "უპირობო ერთგულება" გამოხატა. განცხადებაში ასევე "ეკლესიაში არსებული საკითხების პოლიტიკური ჩარევით მოგვარების ნებისმიერი მცდელობა მიუღებლად და საშიშადაა" მიჩნეული.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
-
ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ ირაკლი კობახიძე: პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ
გადახედვა
-
"მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე "მმართველ გუნდს, რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება" — სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებზე
გადახედვა
-
45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ 45 მილიონი სინათლის წლის მოშორებით ვარსკვლავი აფეთქდა — როგორ დავაკვირდეთ
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ ხელოვნური ინტელექტის გიგანტები მისი განვითარების შენელებას ითხოვენ
გადახედვა
-
რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს? რას ნიშნავს Gen Z-სთვის საყვარელ ბრენდში დასაქმება და როგორ პასუხობს McDonald’s ამ მოთხოვნებს?
-
ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით ფიქრია ჩიხრაძე: ისტორიის ახალი სახელმძღვანელო გაძეძგილია შეცდომებით და რუსული პროპაგანდით
გადახედვა
-
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის? უკვე სექტემბერია? — რატომ გვეჩვენება, რომ დრო სწრაფად გადის?
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
კომენტარები