განათლების უწყება უარყოფს ზვიად გაბისონიას განცხადებას იმის შესახებ, რომ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე 1-ზე მეტ პროგრამას ვერ აირჩევენ
ოცნების ხელისუფლების განათლების სამინისტრო ეხმაურება ოცნების ხელისუფლების განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებას იმის შესახებ, რომ მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ. უწყება წერს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები", — წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოცნების პარლამენტის განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას თქმით, "დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით."
მანამდე ზვიად გაბისონიამ ოცნების პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა განათლების რეფორმაზე:
"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებულია უმაღლესი განათლების ფუნდამენტური რეფორმა და, შესაბამისად, ეს გახლავთ პირველი პაკეტი. მოგეხსენებათ, რომ თავად კონცეფცია მიზნად ისახავს შვიდი გამოწვევის დაძლევას და, შესაბამისად, ის დაყოფილია პაკეტებად იმის და მიხედვით, რა პერიოდულობით გვჭირდება ამ მიმართულებით ცვლილებების განხორციელება.
პირველი პაკეტი მოიცავს რამდენიმე კანონში ცვლილების შეტანის საკითხს. ეს გახლავთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონი, თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ საქართველოს კანონი და საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
პირველ მოსმენაზე ავხსნით, რა მიმართულებით იქნება ცვლილებები შეტანილი. პირველი ეხება დაფინანსების სრულიად ახალი საგანმანათლებლო სისტემის შემოტანას. მოგეხსენებათ, რომ ახალი გადაწყვეტილების მიხედვით უქმდება აქამდე არსებული საგრანტო სისტემა და მას მთლიანად ჩაანაცვლებს სრულად სახელმწიფოს დაფინანსების მოდელი, იგულისხმება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, უშუალოდ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100%-იანი დაფინანსების მოდელზე გადასვლა, შესაბამისად, გაუქმებული იქნება ე.წ. 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი და 30%-იანი საგრანტო სისტემა, თუმცა ამ მიმართულებით დაფინანსება გაუუქმდება კერძო უნივერსიტეტებსაც, ვგულისხმობ საგრანტო დაფინანსების ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ არსებული მოდელის მიხედვით ხდებოდა გრანტების გაყოლა იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, რომელშიც მოიპოვებდა სწავლის უფლებას. პირველი ცვლილება სწორედ ამ ნაწილს ეხება.
მეორე ნაწილი იგულისხმება ის, რომ აქამდე, ანუ 2025 წლის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტები შეინარჩუნებენ იმ მოდელს, რაც აქამდე არსებობდა ანუ საგრანტო მოდელს, შესაბამისად, დღევანდელ პირველკურსელებს დაფინანსების ნაწილში არ ვეხებით.
ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება თვითონ სასწავლო სისტემის გარდაქმნას. აქამდე არსებული მოდელის მიხედვით, ბაკალავრიატი განხილული იყო 4-წლიანი პერიოდულობით, ხოლო მაგისტრატურა განხილული იყო 2-წლიანი პერიოდულობით. ამ მოდელის მიხედვით, მოდელი იქნება 3+1+1, რაც გულისხმობს იმას, რომ სამი წელი იქნება არარეგულირებადი პროფესიების მიმართულებით ბაკალავრიატის ნაწილი, ხოლო მაგისტრატურა იქნება 1+1 მოდელი, ხოლო არსებული 2-წლიანი მოდელი ჩანაცვლდება 1+1 მოდელით, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი წლის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება საშუალება, მიიღოს მაგისტრატურის დამადასტურებელი დიპლომი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს, სამომავლოდ სწავლა განაგრძოს ე.წ. დოქტორანტურის საგანმანათლებლო მესამე საფეხურის პროგრამაზე, მას ექნება საშუალება, რომ დაიმატოს კრედიტები ერთი წლის კომპონენტის ნაწილში და ამით ბოლონიის პროცესის სრულ თანხვედრაში მოვალთ. ის შეავსებს 300 კრედიტს, რაც იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მან მეცნიერების ნაწილში ანუ მესამე საგანმანათლებლო საფეხურზე გააგრძელოს სწავლა. ეს ცვლილება სწორედ ამ ნაწილს ეხება.
აქვე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ის, რომ სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განესაზღვრება იმ საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა, რასაც მთავრობა დაადგენს. თქვენ იცით, რომ ჩვენი შემოთავაზებული მოდელის მიხედვით, რაც მთავრობას აქვს დამტკიცებული, მოდელში იგულისხმება ე.წ. ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ უნდა მოხდეს ერთ ქალაქში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების გადუალება. ერთი და იგივე პროგრამის განხორციელება ერთ ქალაქში არ შეიძლება იყოს რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწორედ ამას ეხება აღნიშნული ცვლილება. აქვე ვგულისხმობთ სტუდენტების კვოტირების ნაწილსაც. მოგეხსენებათ, რომ საბაზრო პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით მოხდება შესაბამისი პროფესიების დადგენა, რა მიმართულებით რა კვოტირების ნაწილი გვჭირდება და სწორედ ამ მიმართულებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში მთავრობა გამოაცხადებს იმ კვოტების ნაწილს, რა კვოტებშიც მოხდება სტუდენტების მიღება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ აქამდე არსებობდა სრულიად სხვა პრინციპი, რომლის მიხედვითაც შეიძლებოდა რამდენიმე უნივერსიტეტის შემოხაზვის შედეგად სხვადასხვა უნივერსიტეტში მაინც მოხვედრილიყო, აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება მხოლოდ ერთი კონკრეტული ფაკულტეტი და კონკურენცია ამ ნაწილში გაიზრდება.
ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ნაწილში ხარისხი მკვეთრად მოიმატებს დროის ძალიან მოკლე პერიოდში.ბოლო ნაწილი უფრო ტექნიკური ხასიათის არის. თქვენ იცით, რომ არსებული ცვლილებების მიხედვით, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ერთ-ერთი ცვლილება ეხებოდა ონლაინ-უნივერსიტეტის კონცეფციასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შექმნას და ამ სტანდარტებთან დაკავშირებით ვითხოვთ, რომ 2028 წლის 1 იანვრისთვის იყოს გადავადებული ონლაინ-უნივერსიტეტის კონცეფციის სტანდარტების შექმნა, რადგან მას სჭირდება დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერა და, შესაბამისად, ამ ნაწილში ამ ცვლილებით გვინდა, რომ გადავადება 2028 წლამდე მოვახდინოთ", — ტექსტს IPN ავრცელებს.
- გივი მიქანაძე: უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება
- 2026 წლიდან კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ
- გივი მიქანაძე: "შემდეგი სასწავლო წლიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტები ვერ მიიღებენ უცხოელ სტუდენტებს"
- გივი მიქანაძის თქმით, განათლების რეფორმის განხორციელების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება
- არავითარ შემთხვევაში ეს რეფორმა გაცვლით პროგრამებს პრობლემას არ შეუქმნის — კობახიძე განათლების რეფორმაზე
-
კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა კიბოს ყოველწლიური შემთხვევების 12% ინფექციებს უკავშირდება — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი ექიმ ჯუმბერ ბოლქვაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას აქვეყნებს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზეა
-
"თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" სამინისტროს ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის სრულად გაუქმების ინიციატივით მიმართავს
გადახედვა
-
ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა ბრალი წარუდგინეს პირს, რომელმაც კომპანიის 100%-იანი წილი მოტყუებით გადაიფორმა
გადახედვა
-
მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის მამუკა ფიფია: [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის
გადახედვა
-
"ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა "ხელოვნური ინტელექტი" წარსულს ჩაბარდა — ტრამპმა ტექნოლოგიას სახელი გადაარქვა
გადახედვა
-
საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვართან 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა ხელფასი 2198 ლარამდე გაიზარდა — 2025 წლის სტატისტიკა
გადახედვა
-
სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს სმარტფონის გამოყენებამ, შესაძლოა, მოზარდებში კვებითი დარღვევების რისკი გაზარდოს
გადახედვა
-
"ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე "ამაზე კარგ "პადარკას" ცოლის დაბადების დღეზე ვერ გამიკეთებდით" — პაატა აბულაძე UK-ის მიერ სანქცირებაზე
გადახედვა
-
ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს ეკრანთან გატარებული დიდი დრო ბავშვის განვითარებაზე უარყოფითად შეიძლება აისახებოდეს
გადახედვა
-
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩებმა "ვაიმარის სამკუთხედის“ 35-ე წლისთავი აღნიშნეს
გადახედვა
-
"3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა "3 ოქტომბერს "თბილისობა მინსკში" გაიმართება" — შალვა პაპუაშვილი ბელარუსის დელეგაციას შეხვდა
გადახედვა
-
UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა
გადახედვა
-
"თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება? "თბილისობის" პროგრამა — სად/რა იგეგმება?
გადახედვა
-
ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის ვახო სანაიას შსს Facebook-ზე გამოქვეყნებული ორი სტატუსისა და ვიდეოს გამო უჩივის
გადახედვა
-
პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან? პრეზიდენტს და პრემიერს ხელფასი 17 350 ლარამდე ეზრდებათ — რამდენს გადავუხდით თანამდებობის პირებს იანვრიდან?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 0,5 მლნ ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით ქვიზი: გამოიცანი BTS-ის წევრი თვალებით
კომენტარები