ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ალექსანდრე კობერიძის "ხმელი ფოთოლი" წლის 10 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა
ფოტო: New Matter Films
ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა (BFI) წლის მიწურულს 2025-ის საუკეთესო ფილმები დაასახელა. 50 კინოსურათისგან შემდგარ ჩამონათვალში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის კრიტიკოსებმა შეადგინეს, საპატიო მეცხრე ადგილს იკავებს ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის, უახლესი ნამუშევარი ხმელი ფოთოლი. BFI ფილმს "მომაჯადოებელ საოცრებას" უწოდებს.
"ეს მაგიურრეალისტური სამოგზაურო ფილმი [მიქელანჯელო] ანტონიონის მეტაფიზიკური მისტერიების ტრადიციას აგრძელებს, თუმცა, ყველა მეტად მაინც მარიანო იინასის არაჩვეულებრივი ამბების ქაოსურ პიკარესკულობას მოგაგონებთ", — წერს კინოინსტიტუტის კრიტიკოსი სემ უიგლი, — "კობერიძის დაჟინებულმა მცდელობამ, რომ სილამაზე უხარისხო გამოსახულებაში დაინახოს, იგი შეიძლება რეტრომოყვარულების ისეთ კომპანიაშიც მოახვედროს, როგორებიც მარკ ჯენკინი და გაი მედინი არიან. თუმცა, არსებითი განსხვავება ისაა, რომ კობერიძე ამ გზით კინემატოგრაფიული წარსულის გამოხმობას არ ცდილობს. კინოს ამგვარი იერი არასდროს ჰქონია და მხოლოდ გამორჩეული მეოცნებე თუ დაისახავდა მიზნად, ასეთად ექცია".
ხმელი ფოთოლი კობერიძისთვის მესამე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი გერმანულ-ქართული ერთობლივი პროექტია და მისი მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა ამ ზაფხულს. 3-საათიანი კინოსურათი რამდენიმე დღის წინ აჩვენეს თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალზეც, სადაც კობერიძემ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის ოქროს პრომეთე მიიღო.
ხმელი ფოთოლი ექსპერიმენტული ნამუშევარია: ძველი ტელეფონით, Sony Ericsson W595-ით, 144p რეზოლუციაში გადაღებული ფილმი გვიყვება გაუჩინარებული სპორტული ჟურნალისტის ძიებაზე. ქალი გაუჩინარებამდე წერილს ტოვებს და მშობლებს სთხოვს, არ ეძებონ, მაგრამ მამამისი ძებნას მაინც იწყებს, ეს გზა კი მას საქართველოს სხვადასხვა სოფელში, საფეხბურთო მოედნების მოსანახულებლად ჩაიყვანს. ყოველ სოფელთან და სტადიონთან ერთად, იცვლებიან ადამიანებიც და მათი ამბები, გაუჩინარებული ფოტოგრაფის პოვნის შანსები კი მცირდება.
კობერიძის წინა ნამუშევარია რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ? (2021), რომელმაც საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა, მათ შორის, გახდა კინოკრიტიკოსების რჩეული ბერლინალეზე.
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
"ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე "ჩემთვის ჩინურია" — როგორ ამბობენ ამ ფრაზას სხვადასხვა ენაზე
გადახედვა
კომენტარები