"ვთხოვ, ჩემს ადვოკატებს, რომ წინასწარი პატიმრობის გადახედვის საკითხი არ დააყენონ" — ლევან ხაბეიშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
ფოტო: ipn
თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კვლავ პატიმრობაში დატოვა.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ კვლავ მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა, რადგან მათი განმარტებით პოლიტიკური დაპირება ქრთამად ვერ ჩაითვლება და მათი განცხადებით ხაბეიშვილი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ და მცირეწლოვანი შვილების მხოლოდ ოთხ თვეში ერთხელ ნახვის უფლება აქვს.
"ვთხოვ, ჩემს ადვოკატებს, რომ წინასწარი პატიმრობის გადახედვის საკითხი არ დააყენონ. როგორც ჩერნობილში წამლავენ ხალხს ისე წამლავენ და მათთან არაფერი მაქვს სახვეწი. ჩემს მცირეწლოვან შვილებს ვერ ვნახულობ, ეს არ არის სწორი, ოთხ თვეში ერთხელ მხოლოდ. არანაირი თანხა და გირაო. შევეჩვიე დილეგში ყოფნას. ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა. არავისთან კონტაქტი, არა შვილი, არა დედა, ცას "კლეტკებით" უნდა უყურო," — თქვა ხაბეიშვილმა.
მან ოპოზიციის წევრებიც გააკრიტიკა პასიურობისთვის და თქვა, რომ "უაზროდ კამათობენ ერთიანობაზე".
"ყოველი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის გადამწყვეტი. ტროტუარზეც გიკრძალავენ დგომას. ეს არ არის თამაში... სახლში მოგივარდებიან. სამასამდე პოლიტპატიმარია. როგორ გძინავთ? როგორ ხართ სახლებში? აა, ღამე კაპუჩინო უნდა დალიოთ? თურმე, უნდა ვაღიარო, როგორ ვუთხარი გდდ-ს წარმომადგენლებს, რომ ასე არ უნდა მოიქცნენ. ეს თურმე ქრთამის შეთავაზებაა, ქრთამი მოიკითხეთ თქვენკენ...
9 შვილის დედა ათრიეს ქუჩაში და თქვენ უყურეთ ამას. ეთერებს ავსებთ, მომაბეზრებელია თქვენი ლაყბობა... უაზროდ კამათობთ ამ ერთიანობაზე. ერთიანები ხართ, რას კამათობთ, ორი მოთხოვნა აქვს საზოგადოებას, ამაში ერთიანები ხართ, მაინც მიდიხართ ტელევიზიებში და მაინც ერთიანობაზე ლაპარაკობთ. გეშინიათ, რომ მერე უნდა იმოქმედოთ...
აი, ხვალ გავიმარჯვებთ, აი, ზეგ. 2008 წელს ანწუხელიძეს რომ ეთქვა, ახლა დავაფურთხებ ამ დროშას და მერე ვიბრძოლებო. ეს არ არის გრძელვადიანი პროცესი და ყოველი დღე საქართველოსთვის დაკარგულია. ქიმიური იარაღი გამოიყენა გდდ-მ. მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს... თქვენ კიდევ ელოდებით, როდის გავხდებით კამბოჯა," — განაცხადა ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე. (ტექსტი რადიო თავისუფლება)
სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა მურთაზ ზოდელავას ბრალდება. ის 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილთან ერთადც დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ზოდელავა ხაბეიშვილის "ტელეფონის დამალვას ცდილობდა".
"ტელეფონის სხვისთვის გადაცემა დანაშაულია? ეს რომ დანაშაული იყოს კაცობრიობის 90% ციხეში უნდა იჯდეს," — განაცხადა მურთაზ ზოდელავას ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს. მას "ქრთამის მიცემა — ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად" ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით ლევან ხაბეიშვილს, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, ახალი ბრალი წაუყენეს —კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს 3 მუხლით წაუყენეს ბრალი: სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება და ბლოკირების მცდელობის ჩადენილი ჯგუფურად; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები