შეკრებამდე დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ — "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს კიდევ ერთხელ ამკაცრებს
ოცნების ხელისუფლების პარლამენტი შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს. ცვლილებების მიხედვით შეზღუდვა წესდება ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრებაზე და დემონსტრანტებმა შსს 5 დღის ვადაში უნდა გააფრთხილონ. კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ უქმდება სახდელით სახით აღმკვეთი ღონისძიება და კანონის დარღვევის შემთხვევაში მოქალაქეს პატიმრობა ემუქრება.
კანონის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, შეკრების უფლება მართალია მოიცავს შეკრების შინაარსის, დროის, ადგილისა და ფორმის არჩევის თავისუფლებას, თუმცა შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების დრო, ადგილი და ფორმა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად".
"თუ შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან/და სვლაგეზის შესახებ შესაბამისი
მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს," — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
მას შემდეგ, რაც შეკრების ორგანიზატორი/დემონსტრანტი შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 დღის ვადაში "გააფრთხილებს" შეკრების შესახებ, უწყება უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილი და სვლა-გეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხის შესახებ წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია. კანონპროექტში დაკონკრეტებულია, რომ უწყების გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას, მაგრამ დემონსტრანტს მაინც არ ეძლევა საშუალება უარის შემთხვევაში შეიკრიბოს სასურველ ადგილას.
სპონტანური შეკრების დროს დემონსტრანტებს და შეკრების ორგანიზატორებს 15 წუთი ეძლევათ, რომ შსს-ს გაფრთხილების შემდეგ ზომები მიიღონ და გაათავისუფლონ საგზაო თუ საფეხმავლო ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს გამოიყენებენ.
"ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისათვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია. შეკრების ან მანიფესტაციის ეს მონაწილე კანონდარღვევის ჩადენის მომენტიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ექვემდებარება," — ვკითხულობთ კანონპროექტში.
ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეკრების მონაწილეების შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების შემთხვევაში, თუ შეკრებას მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, მონაწილეებს დაეკისრება პატიმრობა 15 დღემდე ვადით, განმეორებისას — პატიმრობა 1 წლამდე ვადით.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს ქართული ოცნების პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრების კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაემატა მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც აკრძალული გახდა აქციისთვის გზის გადაკეტვა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას ხელს შეუშლის და აღმკვეთი ღონისძიების სახით 15-დღიანი პატიმრობა დაწესდა.
ოცნების ხელისუფლება კანონპროექტში ცვლილებებს დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ და საკანონმდებლო ცვლილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას ითვალისწინებს.
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო? ხელოვნური ინტელექტი და ახალი ინდუსტრიული რევოლუცია — როგორ იცვლება სამყარო?
გადახედვა
-
სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესი დამტკიცდა
გადახედვა
-
უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო უკრაინის მასშტაბით ელექტრომომარაგების საავარიო გათიშვა დაიწყო
გადახედვა
-
ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს ტვინის კონფიდენციალურობა შეიძლება წარსულს ჩაბარდეს — AI "აზრების წაკითხვას" სწავლობს
გადახედვა
-
10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო 10 ფილმი, რომლებსაც ოქტომბერში უნდა უყურო
გადახედვა
-
მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის? მასწავლებლის ეროვნული პრემია — რამდენს დახარჯავს განათლების სამინისტრო მასწავლებლის დღის ღონისძიებისთვის?
გადახედვა
-
როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს როგორ უკავშირდება შენი პროდუქტიულობა და განწყობა წყლის ბალანსს
-
თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა თბილისში რამდენიმე კვების ობიექტს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გადახედვა
-
დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს
-
დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა დრონების თავდასხმამ რუსეთში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დააზიანა
გადახედვა
-
POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს POG: სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ხელშეწყობისა და თაღლითობისთვის ერთი პირი დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
"ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს "ლელო" რუსთავის სკოლებში I-IV კლასელებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითხოვს
გადახედვა
-
რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს რუსი პროპაგანდისტი და "რიბარის" დამფუძნებელი მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს
გადახედვა
-
სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება სააქციო საზოგადოება ნეო ქართული ბანკის განცხადება
-
დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე დეპუტატების ხელფასის ზრდა ბიუჯეტში გათვალისწინებული არაა, თუმცა კანონი ითხოვს — გიორგი კაკაურიძე
გადახედვა
-
რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა? რაზე საუბრობს ნანა ყეინიშვილი ფარულ ჩანაწერში, რომელიც "ტვ იმედმა" გაავრცელა?
გადახედვა
კომენტარები