რა თქვა იუსტიციის სამინისტრომ მაჩალიკაშვილის საქმეზე და რას პასუხობს სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროს განცხადება, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მანიპულაციურია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 19 იანვარს გამოაცხადა.
- სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში. ხოლო ამავე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა.
- საქართველოს ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 10 000, ხარჯებისათვის კი დამატებით 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.
დეტალები: გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი გადაწყვეტილების შესახებ საუბრობს.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განმარტება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უსაფუძვლო და მანიპულაციური იყო და ის აცდენილი იყო ადამიანის უფლებათა სულისკვეთებას.
- "ეს განცხადება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როცა სწორედ ეს უწყება წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ანგარიშვალდებულებაც მოუწევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე".
რა თქვა იუსტიციის სამინისტრომ: ძამაშვილის განცხადებით, მთავარი საკითხი, რაზეც ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა იყო ის, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით ჩატარდა თუ არა 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში კონტრტერორისტული ოპერაცია.
- "ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის დარღვევა. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის, ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან", — ამბობენ სამინისტროში.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი კი აცხადებს, რომ სინამდვილეში, სასამართლო არსად ამბობს, რომ ჩატარებული სპეცოპერაცია ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იყო.
- სასამრთლო უთითებს, რომ მთავრობამ ვერ წარმოადგინა სპეცოპერაციის დაგეგმვასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ანგარიშები, რამაც საქმის ამ ნაწილში სათანადო გამოძიების შესაძლებლობაც შეზღუდა.
- "უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში კონტრტერორისტული სპეცოპერაცია არ ჩატარებულა, ჩატარდა დაკავების საგამოძიებო მოქმედება, რაც თავად გამოძიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერაა აღიარებული";
-
"ევროპული სასამართლო ზოგადად უთითებს, რომ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გარკვეული დრო ჰქონდა დაკავების ოპერაციის დასაგეგმად და მისი მიზანი არ ყოფილა ტერორისტული აქტის პრევენცია", — აცხადებს ორგანიზაცია.
გარდა ამისა, სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სპეცოპერაციის ნაწილში ხარვეზები ვერ დაინახა ევროპულმა სასამართლომ.
- ბექა ძამაშვილის განცხადებით, ევროსასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ განხორციელებული გასროლის აუცილებლობა, დაკავების ოპერაციის დროს და საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც საპირისპირო დასკვნის გაკეთებას შესაძლებელს ხდის.
- იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, ამით ფაქტობრივად გამოირიცხა საქმეში ხელყუმბარის ჩადების ვერსია.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლომ პირველ რიგში მიუთითა, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიების ხარვეზულობის გათვალისწინებით, ვერ შეაფასა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გასროლის ნაწილში.
- სიცოცხლის უფლების არსებით ასპექტზე მსჯელობის დროს სასამართლო პირდაპირ უთითებს, რომ სწორედ ეროვნულ დონეზე გამოძიების ხარვეზების გამო, რომელმაც სამართლებრივად ვერ გადაჭრა მხარეთა ვერსიებს შორის არსებული კონფლიქტი და მას არ მისცა საკმარისი მტკიცებულებები, მისთვის სიცოცხლის უფლების არსებითი ასპექტის დარღვევის დადგენა შეუძლებელი გახადა.
- "ევროპული სასამართლო სრულიად სხვა კონტექსტში უთითებს, რომ ის იღებს მთავრობის არგუმენტს, რომ სპეცოპერაციის ჩატარების დროს არსებობდა წინააღმდეგობის გაწევის რისკი";
- "სასამართლო ამ შეფასებას გადაწყვეტილებაში იყენებს იმ არგუმენტის გასავითარებლად, რომ გასროლის მომენტში თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდა და სწორედ ამით ახსნა, რომ მან მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არ გადაიტანა";
- "ამასთან, სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა საქმეზე სუს-ის მიერ ჩატარებული პირველადი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკა და ხელყუმბარის ამოღების სანდოობა, რადგან ამ მოქმედებით გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაირღვა";
- "აქვე ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე გამოძიების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მოთხოვნების დარღვევა მთლიანად რისკის ქვეშ აყენებს გამოძიების შემდგომ პროგრესს";
- "ამ პირობებში ცხადია, რომ სასამართლომ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების ჩხრეკისა და ამოღების პროცედურის დარღვევა მიიჩნია და ეს პირდაპირ გამორიცხავს, ბატონი ძამაშვილის შეფასებას, რომ ხელყუმბარის ჩადების შესახებ მაჩალიკაშვილის ოჯახის ეჭვები გაქარწყლდა".
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ევროსასამართლომ გადაწყვეტილებაში ასევე იმსჯელა ცალკეული პროცედურულ საკითხებზე და შეაფასა საქმეზე ჩატარებული გამოძიება, რა დროსაც ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და პროკურატურამ ჩაატარა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. თუმცა, სასამართლომ დაინახა გარკვეული ხარვეზები გამოძიების საწყის ეტაპზე.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ ნაწილშიდაც აღნიშნავს, რომ სინამდვილეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების ( მე-2 მუხლის) პროცედურული ნაწილის ფუნდამენტური დარღვევები და მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების ჩატარება ამ საქმეზე.
- "ევროპულმა სასამართლომ დეტალურად მიუთითა გამოძიების პროცესში გამოვლენილ ყველა დარღვევაზე და ფაქტობრივად გამოძიების პრობლემურობაზე განმცხადებლების ყველა არგუმენტი გაიზიარა", — წერს ორგანიზაცია და მოჰყავს მაგალითები, რა განმარტა სასამართლომ:
- 1. სახელმწიფომ დაარღვია გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპი, ვინაიდან პირველი, მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები საქმის შედეგით დაინტერესებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს, რასაც შეეძლო რისკის ქვეშ დაეყენებინა საქმის შემდგომი განვითარება;
- 2. საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თბილისის პროკურატურამ დაგვიანებით გამოჰკითხა როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირები, ასევე სპეცოპერაციის დაგეგმვაზე და კონტროლზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკები, რასაც მათთვის ჩვენებების ურთიერთშეჯერების პირობის შექმნა შეეძლო;
- 3. პროკურატურამ სათანადოდ ვერ შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის მობილურ ტელეფონზე სისხლის კვალი და ყურსასმენის არსებობის საკითხი;
- 4. განმცხადებლების მონაწილეობა გამოძიების პროცესში ხარვეზიანი იყო და სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მათი ეფექტიანი მონაწილეობა გამოძიებაში, ვინაიდან თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების არცერთ ეტაპზე არ იყო ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, რის გამოც ოჯახმა ვერ შეძლო გაესაჩივრებინა თბილისის პროკურატურის გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების შეწყვეტა.
- არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ევროსასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არცნობის მიუხედავად, მაჩალიკაშვილის ოჯახს და ადვოკატებს ჰქონდათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, მათ შეეზღუდათ საქმეში მონაწილე სპეცრაზმელების ჩვენების შინაარსის დროული გაცნობის უფლება და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების შედეგები ოჯახს დაგვიანებით გააცნეს.
ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, "ცალკეული პროცედურული დარღვევებიდან" გამომდინარე სახელმწიფოს დაეკისრა მატერიალური კომპენსაციის გადახდა მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის.
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ ნაწილშიც უთითებს, რომ სინამდვილეში ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევის გათვალისწინებით, სახელმწიფოს მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის პარალელურად მოუწევს ხელახლა დაიწყოს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე.
- "უზრუნველყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რომელმაც სწორედ სპეცოპერაციისა და ძალის გამოყენების მართლზომიერების საკითხი უნდა შეაფასოს", — წერს ორგანიზაცია.
-
ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული
გადახედვა
-
შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში შეგვიძლია მარსამდე ჰიბერნაციით მივაღწიოთ? — მეცნიერები პასუხის ძიებაში
გადახედვა
-
მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია" მასკი ამბობს, რომ ლე პენი "საფრანგეთის უკანასკნელი იმედია"
გადახედვა
-
ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს" ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაიკითხა ტიკ-ტოკერი ჟურნალისტი, რომელიც "სტატიებს წერს და არსად აქვეყნებს"
გადახედვა
-
ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად ქეთევან წიკლაურის პროფესიული გზა — როგორ იქცევა ტექნოლოგია მომხმარებლის უკეთეს გამოცდილებად
-
ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს ნიუ-ჯერსიში, სახლში ჩავარდნილი მეტეორიტი შეიძლება სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლოს ინახავდეს
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ მოსკოვში უკიდურესად დადებითად აფასებენ საქართველოს სუვერენულ კურსსა და პრემიერ კობახიძის ქმედებებს
გადახედვა
-
ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა
-
ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე? ქვიზი: რომელი მოხდა უფრო ადრე?
-
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ვაკის პარკის ტრაგედიის საქმის ფიგურანტი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
გადახედვა
-
5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ 5 რამ, რაც The Odyssey-ის ნახვამდე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა მიხაილო ფედოროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უკრაინაში პროტესტი მოჰყვა
გადახედვა
-
ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ათწლიანი "დამალობანას" შემდეგ, მეცნიერებმა ყველაზე მკრთალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ ზენდეია ეკრანებიდან ცოტახნით გაუჩინარებას გეგმავს — აი, რატომ
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა. ირაკლი კუპრაძე: პუტჩისტი ნანა კაკაბაძე, რომელიც ზვიად გამსახურდიამ "სუკ"-ის და რუსეთის აგენტად ამხილა, ბიძინა ივანიშვილმა [მოწმედ] გამოიყვანა.
გადახედვა
-
კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს კონგოს ტყეში "დამალული", ნარინჯისფერტუჩებიანი მაიმუნის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე კაცს, რომელმაც გორში მანქანის დაჯახებით დედა-შვილი მოკლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბებაზე
გადახედვა
-
10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ 10 რამ, რისი გაკეთებაც ქალებს მე-20 საუკუნემდე არ შეეძლოთ
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს
გადახედვა
-
GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა GCCA-მა მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო იმერეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი 8 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
+1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია +1%-მდე დამატებითი სარგებელი — პროკრედიტ ბანკის სპეციალური აქცია
კომენტარები