რუსეთმა "საშობაო ზავის" ინიციატივაზე საკადრისი პასუხები მიიღო
აგრესორი ქვეყნის ვითომ სამშვიდობო ინიციატივას მსოფლიომ მალევე უწოდა ცინიზმი, ფარისევლობა და პროპაგანდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, შობის დღეს ჯარების გაყვანა დაეწყო და აგრესიაზე უარის თქმის უნარი ეჩვენებინა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა თქვა, რომ ამაზე საუბარი გამორიცხულია.
- 5 იანვარს, ვლადიმერ პუტინის თანამოაზრე, რუსეთის პატრიარქი კირილი "საშობაო ზავის" ინიციატივით გამოვიდა და "კონფლიქტში ჩართულ მხარეებს" მოუწოდა, 6 იანვრის 12 საათიდან 7 იანვრის 24 საათამდე ცეცხლი შეწყვიტათ.
- კირილის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა ცინიკური ხაფანგი და პროპაგანდის ელემენტი უწოდა.
- 6 იანვარს კი პუტინმა ზუსტად კირილის "მოწოდების" შესაბამისი დროებით, 36 საათით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა.
რა თქვეს უკრაინაში: პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ამ ფორმით ცდილობს, მათი კონტრშეტევა შეაჩეროს და მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი შესვენებას, რათა განახლებული ენერგიით განაგრძოს ომი.
- ვოლოდიმირ ზელენსკი: "ახლა მათ უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და ჩვენს პოზიციებთან დააახლოონ აღჭურვილობა, საბრძოლო მასალა და მობილიზებულები".
- ოლექსი დანილოვი: "საკმაოდ მარტივი გამოსავალი არსებობს: აიღეთ ჩემოდნები, წაიღეთ თქვენი ნაგავი და წადით რუსეთში. ჩვენ არ ვაპირებთ მათთან რაიმე ზავზე მოლაპარაკებას".
რა თქვა საერთაშორისო თანამეგობრობამ: აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ ეს "ზავი" პუტინს თავისთვის სურს და 10-თვიანი ომისა და დიდი დანაკარგების შემდეგ ცდილობს, ამოისუნთქოს. სახდეპის სპიკერმა კი განაცხადა, რომ ამ სიტუაციას ერთი სიტყვა — ცინიზმი შეეფერება.
- ნედ პრაისი: "ეს მეტწილად ცინიკურია, რადგან (პუტინის განცხადება) გაჩნდა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა განახორციელა საახალწლო თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე".
- შარლ მიშელი: "ცალმხრივი წესით ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადება ისეთივე სიყალბე და ფარისევლობაა, როგორც აბსურდული, უკანონო ანექსიების დაწყება და მათთან დაკავშირებული რეფერენდუმები".
- ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: "მკვლელები დაიღალენ და ერთი დღით შესვენება სურთ. მათ სურთ საშობაო ზავი, რომ განახლებული ძალებით შეძლონ უკრაინელების დახოვა".
- დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "რუსეთის თავდასხმების 36-საათიანი პაუზა არანაირად არ შეუწყობს ხელს მშვიდობის პერსპექტივას. რუსეთმა სამუდამოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, დათმოს უკანონო კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე და შეაჩეროს ბარბაროსული თავდასხმები".
- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის სურვილი შობაზე შეწყვიტოს ცეცხლი, არ მიუთითებს მის სურვილზე, დაასრულოს ომი.
-
როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები როგორ შეიცვალნენ მსახიობები სადებიუტო როლიდან დღემდე — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს TI: საქართველოში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობა 100-ს აღწევს
გადახედვა
-
შიო III ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს შიო III ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს
გადახედვა
-
"არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა "არჩევნები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ჩატარდება" — ნიკარაგუას პრეზიდენტმა არჩევნები გააუქმა
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება
-
გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
"ტყუილად გიხარიათ, ორი ქვა უნდა გეჭიროთ და თავში ირტყამდეთ" — შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას" "ტყუილად გიხარიათ, ორი ქვა უნდა გეჭიროთ და თავში ირტყამდეთ" — შალვა ნათელაშვილი "ქართულ ოცნებას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა ირაკლი კობახიძე სინგაპურში გაემგზავრა
გადახედვა
-
ნახეთ — Avengers: Doomsday-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა ნახეთ — Avengers: Doomsday-ის პირველი ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება — რუსთაველის გამზირი და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი 4 თვით დაიკეტება 23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება — რუსთაველის გამზირი და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილი 4 თვით დაიკეტება
გადახედვა
-
რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება
გადახედვა
-
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
-
ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა ადამიანი, დრო და ღმერთები — ოდისეა მოლოდინებს მიღმა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტირანოზავრის თავდასხმის კვალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება საქართველოს ელჩი გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზია, პოზიციაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ, მუშაობას ოფიციალურად შეუდგება
გადახედვა
-
თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
გადახედვა
-
ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა ევროკომისიამ AliExpress €550 მლნ-ით დააჯარიმა — პლატფორმაზე არალეგალური და სახიფათო ნივთები ვრცელდებოდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
-
ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები ლეჩხუმში 3000 წლის წინანდელი უნიკალური მეტალურგიული საწარმოო კომპლექსი აღმოაჩინეს | ფოტოები
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ პაატა ბურჭულაძე: ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ
გადახედვა
-
ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა ტოიოტა ცენტრი ბათუმმა ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
კომენტარები