ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები სახელმწიფოსგან გაუჩინარებული ცხოველების საქმეების გამოძიებასა და სტერილიზაციის პროგრამის სრულ გამჭვირვალობას ითხოვენ
2026 წლის 21 ივლისს, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებმა (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, "ცუკა" ფონდი, "საქმართალო ცხოველებისთვის") ერთობლივ ბრიფინგზე მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის სახელმწიფო პროგრამაში არსებულ პრობლემებზე, მოქალაქეთა მზრუნველობაში მყოფი ცხოველების გაუჩინარების შემთხვევებსა და სახელმწიფო შესყიდვების გაუმჭვირვალობაზე ისაუბრეს.
ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, 2025 წლიდან მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და თბილისში სისტემატურად ავრცელებენ ინფორმაციას მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების შესახებ. მათ შორის არიან უკვე სტერილიზებული, ვაქცინირებული, საჭდით მონიშნული, ჯანმრთელი და ადამიანებთან ადაპტირებული ცხოველები.
Animal Project-ის თანადამფუძნებლის, ნათია ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოში მიუსაფარი ძაღლებისა და კატების რაოდენობის ზრდის მთავარი მიზეზი პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლება და მათი ქუჩაში მიტოვებაა.
მისი თქმით, პრობლემის ჰუმანურად და ეფექტიანად მოსაგვარებლად აუცილებელია ხუთი კომპონენტის ერთდროულად ამოქმედება:
● მიუსაფარი ცხოველების დათვლა და CNVR მეთოდით (დაჭერა, ვაქცინაცია, სტერილიზაცია და პირვანდელ გარემოში დაბრუნებ) პროგრამის განხორციელება;
● პატრონიანი ცხოველების უკონტროლო გამრავლების შეზღუდვა (რომელიც დღემდე არ
კონტროლდება)
● ცხოველების ქუჩაში მიტოვების მკაცრი კონტროლი (რომელიც დღემდე არ არის დასჯადი ქმედება)
● პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია (გასტერილებული მიუსაფრების ბაზაში რეგისტრაცია დღემდე არ ხორციელდება)
● მოსახლეობისთვის სტერილიზაცია-კასტრაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება (მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე არ ახორციელების საკუთარი ცხოველის მოვლა-პატრონობის საბაზისო წესებს).
ნათია ჩიქოვანის შეფასებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ აღირიცხება ცხოველის სტერილიზაციისა და ვაქცინაციის თარიღი, მიმკედლებლის ინფორმაცია, აყვანისა და დაბრუნების ზუსტი ადგილები. შესაბამისად, მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა გადაამოწმონ, სად გადაიყვანეს ცხოველი და დაბრუნდა თუ არა იგი კანონითა და პროგრამის პირობებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე.
მოქალაქეები მიკედლებულ ცხოველებს თვეების განმავლობაში ეძებენ
Animal Project-ის წარმომადგენლის, მარიამ ცერცვაძის განცხადებით, 2026 წლის აპრილში, აქტივისტების პროტესტის შემდეგ, შესაბამის რეგულაციებში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ ცხოველი აყვანის ადგილზე უნდა დაბრუნდეს, ხოლო უკვე სტერილიზებული ცხოველის ვაქცინაცია ადგილზე უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, მათი განცხადებით, გაუჩინარების შემთხვევები კვლავ გრძელდება როგორც რეგიონებში, ისე თბილისში.
საჩხერის უღელტეხილზე 35-ზე მეტი ძაღლის კვალი დაიკარგა
Zero Strays Georgia-ს წარმომადგენელმა მარიამ შეყილაძემ საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უღელტეხილთან მცხოვრები ძაღლების გაუჩინარების შესახებ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, მოქალაქე სოფო აბაიშვილი და მისი მეგობრები ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 60 ძაღლს უვლიდნენ და საკუთარი ძალებით ასტერილებ.
21 ივნისს ყველა ცხოველი ადგილზე იყო, 24 ივნისს კი მათი ნაწილი აღარ დახვდათ. 29 ივნისისთვის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოველებისგან დაცლილი იყო. ჯამში დაკარგულად ითვლება 25-ზე მეტი ზრდასრული ძაღლი და 10-ზე მეტი ლეკვი.
სურსათის ეროვნული სააგენტო უარყოფს ამ ცხოველების გადაყვანას. თუმცა ორგანიზაციების განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მიღებული მსგავსი ცნობები აჩენს საფუძვლიან კითხვებს პროგრამის აღრიცხვისა და კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციები მოითხოვენ, ცხოველების მიტოვებით ცნობილი ტერიტორიები სათვალთვალო კამერებით აღიჭურვოს, გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც ცხოველებს ქუჩაში ტოვებენ, და სახელმწიფოს რეაგირება მიმართული იყოს პრობლემის მიზეზების აღმოფხვრისკენ და არა უკვე ქუჩაში აღმოჩენილი ცხოველების გაურკვეველი მიმართულებით გადაყვანისკენ.
ასიათასობით ლარის შესყიდვები და ბუნდოვანი ტენდერები
Peteasy-ის წარმომადგენელმა კესო ბარამიძემ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვასა და ცხოველებთან დაკავშირებულ შესყიდვებზე ისაუბრა.
ბრიფინგზე წარმოდგენილი ინფორმაციით:
● 2026 წლის 27–29 აპრილს დაგეგმილი "ვეტერინარიის საერთაშორისო დღის" ღონისძიების ფარგლებში ორი საპროტოკოლო ავტომობილის შესაძენად გათვალისწინებული იყო დაახლოებით 275 000 ლარი;
● შეკვეთილში, სასტუმრო "პარაგრაფში" სამდღიანი ღონისძიებისთვის გამოყოფილი იყო 116
000 ლარი;
● სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 364 ძაღლის დასაჭერი მარყუჟი 95 500 ლარად შეიძინა, თითოეულის ფასი დაახლოებით 262 ლარი გამოვიდა, როცა მათი შეძენა გაცილებით ნაკლებად შეიძლება.
● ქვემო ქართლისა და კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტერილიზაცია-კასტრაციის მომსახურებისთვის გამოცხადებული, ჯამში 653 680 ლარის ტენდერები შპს „აბამამ“ მოიგო — რომელიც ტენდერამდე 1 თვით ადრე შეიქმნა და უცნობია მათი კომპეტენციის საკითხი
● აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში მომსახურების ტენდერების ჯამური ღირებულება, რომლებიც ლერი ჩხარტიშვილის კომპანიამ მოიგო, 677 260 ლარს შეადგენს. აღნიშნული კომპანია ბევრჯერ არის შემჩნეული კრიტიკულ დარღვევებში. ორგანიზაციების მოთხოვნები
1. ყველა საეჭვო გაუჩინარების შემთხვევაზე დაიწყოს დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიება, ხოლო შესაძლო სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცნენ;
2. სრულად გაიცეს კანონით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაცია, მათ შორის ცხოველების აყვანის, მკურნალობის, სტერილიზაციის, ვაქცინაციის, გარდაცვალებისა და დაბრუნების შესახებ მონაცემები;
3. მოქალაქეებსა და უფლებამოსილ დამკვირვებლებს მიეცეთ თავშესაფრებში ვიზიტისა
და პირობების შემოწმების შესაძლებლობა;
4. შეიქმნას და რეალურად ამოქმედდეს ცხოველთა ერთიანი, გამჭვირვალე ელექტრონული ბაზა, სადაც თითოეული ცხოველის საჭდის ან მიკროჩიპის ნომრით შესაძლებელი იქნება მისი ისტორიის გადამოწმება;
5. გადაყვანილი ცხოველი დაბრუნდეს იმ ტერიტორიაზე, საიდანაც აიყვანეს
6. შესყიდვებისა და ტენდერების შესახებ გამოქვეყნდეს სრული ინფორმაცია, მათ შორის კომპანიების გამოცდილება, ვეტერინარული პერსონალის კვალიფიკაცია და შესრულებული სამუშაოს შედეგები.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოქალაქეებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქციის ჩატარების ნებართვას არ აძლევს. მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია და აქტივისტთა მცირე ჯგუფი სისტემურ პრობლემას ვერ გაუმკლავდება. დღეს კომპანიონი ცხოველების ბედი დამოკიდებულია მოქალაქეების ჩართულობაზე, იქნება ეს აქციებზე დასწრება, ინფორმაციის გავრცელება თუ მათ მახლობლად მცხოვრები ცხოველების დაცვა", — განაცხადეს ბრიფინგის მონაწილეებმა.
იხილეთ გაუჩინარებული ცხოველების კონკრეტულ მაგალითები აქ.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები