წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება
ფოტო: სილქნეტი
სილქნეტის უწყვეტი მხარდაჭერით, წინანდლის ფესტივალი 3–13 სექტემბერს მერვე სეზონს უმასპინძლებს. წლევანდელი ფესტივალი უპრეცედენტოდ მასშტაბურია — მასში 300-ზე მეტი მუსიკოსი მონაწილეობს. განსაკუთრებით შთამბეჭდავია საერთაშორისო სტუმრებისა და ქართველი შემსრულებლების რაოდენობა.
წინანდლის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრია, რომელიც დაარსების დღიდან ფესტივალის სავიზიტო ბარათად იქცა. წელს ორკესტრში ცხრა ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსები გაერთიანდებიან. წინანდალი კვლავ იქცევა სივრცედ, სადაც ნიჭიერ შემსრულებლებს პროფესიული თანამშრომლობისა და კულტურული დიალოგის უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.
პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (PCYO) რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო საორკესტრო პროექტია, რომელიც აერთიანებს ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან. ორკესტრი 2019 წელს, წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პირველი სეზონისთვის შეიქმნა. სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედაა.
18-დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსებს ყოველწლიურად ცოცხალი მოსმენების საფუძველზე ფესტივალის მენეჯმენტი არჩევს. მონაწილეები ოთხკვირიანი ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში წინანდალში, ფესტივალის დაწყებამდე მუშაობენ და პროფესიულ გამოცდილებას იძენენ ლა სკალას საოპერო თეატრის, მეტროპოლიტენ ოპერის, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის, ვენის სიმფონიური ორკესტრისა და სხვა საერთაშორისო წამყვანი მუსიკალური ინსტიტუციების მუსიკოსებისა და პედაგოგების ხელმძღვანელობით. ფესტივალი საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ორკესტრი მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ასრულებს სიმფონიური მუსიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებებს.
2026 წლის სეზონზე პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტით წარდგება მსმენელი წინაშე.
3 სექტემბერს ფესტივალის პირველ კონცერტზე მსმენელი სცენაზე იხილავს მსოფლიოში აღიარებულ ქართველ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს პან-კავკასიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უხელმძღვანელებს.
შესრულდება პოლონელი კომპოზიტორის კაროლ შიმანოვსკის პირველი სავიოლინო კონცერტი და რიმსკი–კორსაკოვის სიმფონიური სიუტა — შეჰერეზადა.
6 სექტემბრის კონცერტი დაუვიწყარ საღამოს შესთავაზებს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს. შესრულდება ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი და მოდესტ მუსორგსკის / მორის რაველის სურათები გამოფენიდან — სოლისტი პინკას ცუკერმანი, დირიჟორი — მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა.
9 სექტემბერი — საღამოს კონცერტზე აჟღერდება გვიანი რომანტიზმის ერთ-ერთ უდიდესი შედევრი — გუსტავ მალერის მეორე სიმფონია, აღდგომა. ორკესტრთან ერთად სცენაზე ვიხილავთ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდს. სოლისტები ხენ რაისი — სოპრანო, ოკა ფონ დერ დამერაუ — მეცო-სოპრანო; დირიჟორი — რაფაელ პაიარე.
13 სექტემბერი — ფესტივალის დასკვნით კონცერტს უდირიჟორებს მაესტრო ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი. შესრულდება: ფრედერიკ შოპენის მეორე საფორტეპიანო კონცერტი, რიხარდ შტრაუსის სიუიტა ოპერიდან ვარდების კავალერი და მორის რაველის ვალსი. სოლისტი — დავით ხრიკული.
მდიდარი ისტორიით გამორჩეული წინანდლის მამული დღესაც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრია. უნიკალური პარკი, მუზეუმი, თანამედროვე საკონცერტო დარბაზები და გამორჩეული ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად უამრავ სტუმარს იზიდავს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს, 3–13 სექტემბერს, წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი მსმენელს დღისა და საღამოს 23 გამორჩეულ კონცერტს შესთავაზებს. მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები და ფესტივალის რეზიდენტი პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრებს კვლავ ააჟღერებს და დაუვიწყარ შთავბეჭდილებებს მოახდენს წინანდლის სტუმრებზე.
წინანდლის ფესტივალი აგრძელებს თავის მთავარ მისიას — სამშვიდობო იდეის, მაღალი კულტურული ღირებულებებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას. წინანდლის ფესტივალის ტრადიციული წარმდგენი და უწყვეტი მხარდამჭერი კომპანია სილქნეტია.
ფესტივალის პროგრამის სრულად ნახვა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები