კრისტოფერ ნოლანის 10 ფილმი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
ფოტო: Collider
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრისტოფერ ნოლანი ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია. მრავალფეროვანი თემებით, გადაღების უნიკალური სტილითა და საოცარი ისტორიებით, ნოლანის ფილმები მუდამ გამორჩეული და სამახსოვროა.
ალფრედ ჰიჩკოკის მსგავსად, ნოლანი ინტელექტუალურად ამბიციურ და ვიზუალურად დახვეწილ ფილმებს ქმნის, რომლებიც, კინემატოგრაფიული საზღვრების გაფართოებასთან ერთად, მასობრივი სანახაობაც ხდება.
რა თქმა უნდა, ყველა პროექტი იდეალური არ გამოდის, თუმცა, ძალიან ცოტა რეჟისორი მოიძებნება, ვისაც ნოლანისნაირი მრავალფეროვანი და მუდმივად განხილვადი ფილმები შეუქმნია.
წარმოგიდგენთ ნოლანის 10 ფილმს, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
1. Inception (2010)
ფოტო: Warner Bros.
Inception-ში ნოლანის მთავარი გმირი მისივე პირველი ბოროტმოქმედის სახელს ატარებს. ეს ფილმი ნოლანისთვის იმდენად პერსონალური და ორიგინალური ნამუშევარია, რომ მისი გამეორება შეუძლებელია. ფილმი ქურდებზე გადაღებული ისტორიაა, რომლებიც სიზმრებში იპარავენ (ან ნერგავენ) იდეებს.
2. The Prestige (2006)
The Prestige მაყურებლის თხრობის პროცესში ჩართვის თვალსაზრისით ნოლანის ყველაზე წარმატებული ფილმია. ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი შესანიშნავად ასრულებენ მთავარ როლებს, ხოლო ფილმის ყოველი ხელახალი ყურებისას ახალ-ახალ მინიშნებებს აღმოაჩენთ.
3. Interstellar (2014)
ფოტო: Warner Bros.
ნოლანს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ემოციებს სიუჟეტურ ინსტრუმენტად იყენებს, თუმცა Interstellar მთლიანად ემოციებზეა აგებული. თითოეული პარადოქსი, ფორმულა და კოსმოსური საიდუმლოს ულამაზესი კადრი რწმენისა და მეცნიერების გზაჯვარედინზე ხვდება ერთმანეთს.
4. The Odyssey (2026)
ნოლანის მიერ ამ დასავლური ფანტასტიკური ეპოსის ადაპტაციაში ყველაზე დასამახსოვრებელი არის ის, რომ შინაარსობრივად ის ოპენჰაიმერის ერთგვარი პრიკველია. ორივე ფილმი ქაოსის ზღვარზე მყოფ ცივილიზაციას იკვლევს. The Odyssey ბოლო ათწლეულის ყველაზე მდიდარი ჰოლივუდური ფენტეზია.
5. Memento (2000)
Momento არის ფილმი, რომლის ნახვისასაც აუცილებლად მოგინდებათ, რომ კიდევ ერთხელ იხილოთ. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნოლანის ფილმი უბრალოდ ამბავს კი არ ჰყვება, არამედ მაყურებელს მეხსიერების ფრაგმენტებით ცხოვრების გამოცდილებაში ძირავს.
6. Dunkirk (2017)
თავის ყველაზე დახვეწილ ფილმში ნოლანმა უარი თქვა პერსონაჟების წარსულზე, სენტიმენტალობასა და დიალოგებზეც კი. ომის ფილმის ტემპმა მაყურებელი უშუალოდ გადაიყვანა იმ საზარელ რეალობაში, რომელშიც ერთადერთი მიზანი გადარჩენაა.
7. The Dark Knight (2008)
ნოლანის ბეტმენის გაგრძელებამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება სუპერგმირული ფილმი იქცეს კრიმინალურ ეპოსად. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც კი, ფილმს ამ ჟანრში ბადალი არ ჰყავს.
8. Tenet (2020)
Tenet ნოლანის ყველაზე რთულად აღსაქმელი ნამუშევარია — ისტორია, რომელიც განმეორებით ყურებას მოითხოვს. ნოლანი ყოველთვის წერდა აკვიატებულ კაცებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მისსავე აკვიატებას ვუპირისპირდებით, რადგან ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ერთსა და იმავე კადრში დროის ხაზების ერთდროულად წინ და უკან მიმართვა შესაძლებელია.
9. Oppenheimer (2023)
ფოტო: Universal Pictures
ნოლანმა საკომისიო მოსმენები, უსაფრთხოების შემოწმებები და ფიზიკა დაძაბულ თრილერად აქცია. კილიან მერფი ფილმში გარდაიქმნება კაცად, რომელმაც, დაფარული სამყაროს ხილვებით დატანჯულმა, შექმნა ახალი რეალობა — ის, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.
10. Insomnia (2002)
Insomnia-ში ნოლანმა ნორვეგიული თრილერის გადაკეთება ითავა და უფრო ჩვეულებრივი, კლასიკური დეტექტივი გადაიღო. ალ პაჩინო აქ თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ როლს თამაშობს, რობინ უილიამსი კი საკუთარ თბილ, საყვარელ იმიჯს ოსტატურად იყენებს უარყოფითი და საშიში პერსონაჟის შესაქმნელად.
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ? საფრანგეთში პროტესტმა 356 სკოლა მოიცვა, დაკავებულია 600-ზე მეტი ადამიანი — რას აპროტესტებენ?
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
კომენტარები