კახა კალაძე: როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება
"არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ამორტიზებული, არის მოძველებული...ისეთი მდგომარეობაა, რომ მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს", — ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქალაქის უმეტეს ნაწილში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ამორტიზებულია, თუმცა მერია პრობლემების მოგვარებას ეტაპობრივად განაგრძობს.
"ახლა გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც, მაგალითად, სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს, თუმცა უმეტესობა ქუჩებისა და გამზირებისა — არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ამორტიზებული, არის მოძველებული... აი, ისეთი მდგომარეობაა, რომ მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ეტაპობრივად მივყვებით და ყველაფერს განვაახლებთ, ყველაფერს მოვაწესრიგებთ.
ცხადია, ერთი ხელის მოსმით ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება, იმიტომ რომ ძალიან დიდ თანხებზეა აქ საუბარი, ძალიან დიდი თანხებია საჭირო. შესაბამისად, მუნიციპალიტეტში არსებობს ასევე სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები და პრიორიტეტები. შესაბამისად, ეტაპობრივად ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და განახლებული", — თქვა კალაძემ.
მერმა განაცხადა, რომ უხვმა ნალექმა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში პრობლემები შექმნა და მადლობა გადაუხადა იმ სამსახურებსა და თანამშრომლებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ქუჩების გაწმენდით სამუშაოებზე.
"გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა შეგვიქმნა გარკვეული პრობლემები დედაქალაქის გარკვეულ უბნებში, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ უბნებში.
მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო გაწმენდით სამუშაოებში — მთელი ღამე მუშაობდა. მადლობა "თბილსერვის ჯგუფს", მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, გამგეობებს. გარდა ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ქუჩებზე, გამზირებზე, უბნებში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები და ახლაც გრძელდება ეს ყველაფერი, რათა მოწესრიგებული და დასუფთავებული იყოს ქუჩები", — განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მოკლე დროში მოსული დიდი რაოდენობის წვიმა მხოლოდ თბილისის გამოწვევა არ არის. მისი თქმით, მსგავსი მოვლენები ევროპის განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ ქალაქებშიც ხდება, სადაც გამართული ინფრასტრუქტურაც კი ვერ უძლებს უეცარ, უხვ ნალექს.
"როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები, ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც, ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის", — თქვა კახა კალაძემ.
მერის თქმით, პრობლემების არსებობა არ ნიშნავს, რომ მათ მოგვარებაზე არ უნდა იმუშაონ. 2017 წლიდან მერიამ შეცვალა მიდგომა და საგზაო სამუშაოებისას პირველი, რასაც აკეთებენ, სწორედ მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და სანიაღვრე ქსელების განახლებაა, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც გზებს მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ. კალაძემ აღნიშნა, რომ ათწლეულების განმავლობაში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა, რის გამოც დაგროვილი პრობლემების მოგვარება ახლა მათ გვიწევთ, თუმცა პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.
"ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში, ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. პირიქით, სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან მოყოლებული, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება — სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ასე შემდეგ.
ჩვენ გვახსოვს, წინა წლების განმავლობაში გზებს მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ, ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის დროს პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება.
სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი არ კეთდებოდა, დღეს კი პრობლემების მოგვარება ჩვენ გვიწევს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. თუმცა არაფერი არ არის საგანგაშო, ეტაპობრივად ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და ყველაფერი იქნება მოგვარებული", — აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ყოველი ძლიერი წვიმა ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი ხდება, თუმცა მერიის მიზანი არა კამათი, არამედ პრობლემების რეალურად მოგვარება და ქალაქის მდგრადობის ამაღლებაა.
"სამწუხაროდ, ზოგი ადამიანისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზია. ჩვენი ამოცანა ნამდვილად არ არის კამათი, ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს დამოკიდებულებას და ყველა იმ ქუჩაზე თუ გამზირზე, სადაც შევდივართ რეაბილიტაციით, პირველი ვაკეთებთ მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას. ძალიან ბევრი გვისაუბრია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მომავალშიც", — განაცხადა კალაძემ.
კალაძის განმარტებით, მერიის ცხელი ხაზი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და მუნიციპალიტეტი ყველა იმ მოქალაქეს დაეხმარება, ვისაც სტიქიამ სარდაფების თუ ეზოების დატბორვით ზიანი მიაყენა. მისი თქმით, ქალაქის მართვა სწორედ გამოწვევებისთვის ყოველწლიურ მზაობას ნიშნავს.
"კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გუშინ მოსულ ნალექთან დაკავშირებით: ცხელი ხაზი დღემდე მუშაობს და ნებისმიერ შემოსულ ზარს ჩვენ ვპასუხობთ და ვახდენთ შესაბამის რეაგირებას. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ყველა იმ ადამიანს დავეხმარებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა წვიმამ, იმიტომ რომ დაიტბორა სარდაფები, ეზოებში შეექმნათ პრობლემები, იყო გარკვეული მომართვიანობა სხვადასხვა რაიონებში და ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში ყველას დავეხმარებით და ყველას გვერდით დავუდგებით.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ, რომ პრობლემები არ იყოს დედაქალაქში", — თქვა კალაძემ.
მერმა ასევე დაასახელა ნალექის მაჩვენებელი და ჩამოთვალა ის კონკრეტული ლოკაციები,რომლებიც დაიტბორა, თუმცა დასძინა, რომ პრობლემები სწრაფად აღმოიფხვრა.
"მინდა ასევე ინფორმაცია მოგაწოდოთ, ღამის საათებში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით — თუ რა დაფიქსირდა.
მაგალითად, უნივერსიტეტის მიმდებარედ, 5 საათის განმავლობაში, სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი აღინიშნა. მოსული ნალექის რაოდენობამ, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, შეადგინა 110 მილიმეტრი, რაც ძალიან ბევრია და იმიტომ იყო კონკრეტულ უბნებში და კონკრეტულ ქუჩებზე აღნიშნული პრობლემები.
რამდენიმე ლოკაცია იყო, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა: ეს იყო თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა; ეს იყო გურამიშვილის გამზირზე არსებული პრობლემა, სადაც მოხდა წყლის შეტბორვა; გარდა ამისა ეს იყო მარჯვენა სანაპირო; იყო "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორია; და ერისთავის მიმართულებით იყო გარკვეული პრობლემა. თუმცა ძალიან სწრაფად ყველაფერი იქნა მოწესრიგებული და შესაბამის სამსახურებს კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", — თქვა კალაძემ.
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
კომენტარები