რამდენად რეალურია "ბინძური ბომბის" საფრთხე
23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ გაერთაინებული სამეფოს, აშშ-ს, თურქეთისა და საფრანგეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და იმის მტკიცება დაიწყო, თითქოს უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს.
"ბინძური ბომბი" რადიოაქტიური იარაღის უმარტივესი ვერსიაა, რომელიც არ არის ბირთვული იარაღი.
- ასეთი ბომბის გაშვებისას მთავარი ზიანის მომტანი არა აფეთქება, არამედ რადიოაქტიური მასალის გაფრქვევაა.
- აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თანახმად, ბინძური ბომბების უმეტესობა "არ გამოყოფს საკმარის რადიაციას ადამიანების მოსაკლავად ან მძიმე ავადმყოფობის გამოწვევისთვის," თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს პანიკა და ეკონომიკური ზიანი.
დეტალები: შოიგუს ვერსიით, უკრაინა აპირებს დაბალი წარმადობის ბირთვული იარაღის გაშვებას და რუსეთის დადანაშაულებას მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებაში.
- კრემლის სახელმწიფო მედიამ რუსი მაღალჩინოსნის მორიგი პროვოკაციული განცხადება, ტრადიციულად, დიდი მონდომებით გააშუქა.
- ბრალდების პასუხად, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი ესაუბრა თურქ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებს და განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა ამ თემაზე ნებისმიერი სადამკვირვებლო მისიისთვის.
- შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის და საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა კი კატეგორიულად უარყვეს შოიგუს "შეშფოთების" რეალურობა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის კვლევის ინსტიტუტმა მიმოიხილა შოიგუს ზარი დასავლელ კოლეგებთან და გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა როგორც ხანგრძლივი რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი, რადგან:
- რუსეთი განიცდის მუდმივ სამხედრო წარუმატებლობას და მოსალოდნელია დასავლეთ ხერსონზე კონტროლი სრულად დაკარგოს წლის ბოლომდე.
- რუსეთი ცდილობს შეანელოს დასავლეთის სამხედრო დახმარება უკრაინაში და გააღრმაოს ბზარების NATO-ს სამხედრო ალიანსში.
- რუსეთი ცდილობს ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე დათმობების მიღების მიზნით.
- არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინას, რომელმაც 1990-იან წლებში დათმო ბირთვული იარაღი, აქვს რაიმე რადიოაქტიური ნივთიერება თავის სამხედრო არსენალში.
კონტექსტი: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აშშ "ამზადებდა პროვოკაციებს რუსეთის შეიარაღებული ძალების დასადანაშაულებლად ქიმიური, ბიოლოგიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში."
- რუსული სახელმწიფო დეზინფორმაციული მედია საშუალებები ომის დაწყების შემდეგ პერიოდულად ავრცელებენ ინფორმაციას იმაზეც, რომ დასავლეთის სახელმწიფოები მხარს უჭერენ უკრაინას ბირთვული იარაღის განვითარებაში და გეგმავენ ყალბი დროშის შეტევებს.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები