რუსეთის რამდენი მოქალაქე შევიდა 19-25 სექტემბერს ევროკავშირის ტერიტორიაზე
ფოტო: Jussi Nukari./Lehtikuva via AP
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის განცხადებით, 19-25 სექტემბრის მონაცემებით EU-ში რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც 30%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა — მას შემდეგ რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, საზღვრებთან და აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგებია.
- აქამდე რუსეთი უარყოფდა და ცდილობდა დაემალა, რომ უკრაინაში ფრონტის ხაზზე პრობლემები ჰქონდა და პერსონალის დიდი დანაკლისი განიცადა;
- ამ გადაწყვეტილებით კი გამოჩნდა, რომ რუსეთი არსებული რესურსებით უკრაინულ ძალებს ვერ უმკლავდება.
დეტალები: როგორც Frontex წერს, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ევროკავშირში ფინეთისა და ესტონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტებით შედის.
- 19 სექტემბერს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა დაიწყეს შესვლის შეზღუდვების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოგზაურობენ მხოლოდ ტურისტული ან დასასვენებელი მიზნით. მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ფინეთში.
- 21 სექტემბერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა არ მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას გაექცევიან.
რიცხვებში: Frontex-ის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, უკვე 1 303 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შევიდა ევროკავშირში მისი სახმელეთო საზღვრების გავლით.
- ამავდროულად, 1 273 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე დაბრუნდა რუსეთში ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრების გავლით.
- ამასთან, სააგენტო აცხადებს, რომ გასული კვირის რუსეთის მოქალაქეთა უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა.
Frontex-ის შეფასებით, საზღვრის უკანონო გადაკვეთა სავარაუდოდ გაიზრდება, თუ რუსეთის ფედერაცია გადაწყვეტს საზღვრის დახურვას პოტენციური წვევამდელებისთვის.
- "მოკლევადიან პერსპექტივაში, ჩვენ სავარაუდოდ ვნახავთ რუსეთის მოქალაქეების მზარდ რაოდენობას, რომლებიც ჩამოდიან ევროკავშირის სასაზღვრო პუნქტებზე რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მობილიზაციასთან დაკავშირებული გაურკვევლობის გამო";
- "გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ვიხილოთ არალეგალური საზღვრების გადაკვეთის ზრდა ევროკავშირის გარე საზღვრებზე რუსეთთან და უკრაინასთან, ისევე როგორც ევროკავშირში უკანონო ყოფნის ზრდა წევრ ქვეყნებში უკვე მყოფი რუსეთის მოქალაქეების მიერ".
საქართველო: შსს-მ გუშინ, 27 სექტემბერს გამოაქვეყნა მონაცემები. მობილიზაციის ამოქმედებამდე, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა:
- 17 სექტემბერს: 6 986 — 7 406;
- 18 სექტემბერს: 6 606 — 6 743;
- 19 სექტემბერს: 6 411 — 6 782;
- 20 სექტემბერს: 5 603 — 6 199 პირმა.
მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მონაცემები გაზრდილია. მაგალითად, 21 სექტემბერს რუსეთიდან საზღვარი გადმოკვეთა 6 402-მა და გადაკვეთა 6 011-მა პირმა. დანარჩენ დღეებში შემოსულთა და გასულთა სტატისტიკა ასეთია:
- 22 სექტემბერს: 6 150 — 6 050;
- 23 სექტემბერს: 9 307 — 6 214;
- 24სექტემბერს: 9 330 — 6 249;
- 25 სექტემბერს: 11 143 — 5 519;
- 26 სექტემბერს: 10 804 — 4 947.
-
5 ივლისი გაორმაგების დღეა — მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ 5 ივლისი გაორმაგების დღეა — მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
-
ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა
-
"ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის "ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
რატომ არ უნდა გაჩერდე, როცა მივიწყებულ საქმეს აცოცხლებ — ანა შანშიაშვილის ამბავი რატომ არ უნდა გაჩერდე, როცა მივიწყებულ საქმეს აცოცხლებ — ანა შანშიაშვილის ამბავი
-
Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა Michael-მა Oppenheimer-ს გადაუსწრო და ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი გახდა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ? ტესტი: რა იცი ზაფხულის შესახებ?
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? — თეგეტამ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
-
ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა ზურაბ მახარაძე შიო III-ს შეხვდა და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე ესაუბრა
გადახედვა
-
რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში? რატომ ვბერდებით და რა როლი აქვს ამას ადამიანის ევოლუციაში?
გადახედვა
-
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი 3 ივლისს Madison Square Garden-ში იგეგმება
გადახედვა
-
მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს მარნეულში თანასოფლელის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე კაცი დააკავეს
გადახედვა
-
EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს EU სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80%-ზე გადასახადების გაუქმებას გეგმავს
გადახედვა
-
“რეფორმების გარეშე EU-ში გაწევრიანების პროგრესი არ იქნება” — ევროპარლამენტის გზავნილი საქართველოსა და თურქეთს “რეფორმების გარეშე EU-ში გაწევრიანების პროგრესი არ იქნება” — ევროპარლამენტის გზავნილი საქართველოსა და თურქეთს
გადახედვა
-
როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია როდის ვიხილავთ ვირის ფილმს? — შრეკის სპინ-ოფის პრემიერის თარიღი ცნობილია
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული მაკა ბოჭორიშვილი: თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული
გადახედვა
-
მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს მეცნიერებმა გამოქვაბულის ნახატიდან ადამიანის დნმ მოიპოვეს
გადახედვა
-
მოსკოვი ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებასა და ე.წ. "საზღვრების დელიმიტაციას" ითხოვს მოსკოვი ისევ ძალის არგამოყენების შეთანხმებასა და ე.წ. "საზღვრების დელიმიტაციას" ითხოვს
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით ერევანში ჩავიდა ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით ერევანში ჩავიდა
გადახედვა
-
ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება ვენესუელაში მიწისძვრას 3 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 68 000-მდე დაკარგულად ითვლება
გადახედვა
კომენტარები