მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

2 Jul. 2026, 14:32

"თუკი მსოფლიო არის მულტიპოლარული, დიპლომატიაც უნდა იყოს მულტივექტორული, ამასაც ბუნებრივად მოითხოვს ეს გეოპოლიტიკური მოცემულობა, მით უმეტეს პატარა ქვეყნებისთვის, ისეთი ქვეყნისთვის, როგორც არის საქართველო, რომელსაც აქვს გამოკვეთილი გეოგრაფიული მდებარეობა დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო არის გზაჯვარედინზე და ეს გზაჯვარედინი არ არის მხოლოდ გეოგრაფიული გადაკვეთის წერტილი. ჩვენ კარგად უნდა გავაცნობიეროთ ეს რა გზაჯვარედინია. სწორედ აქ იკვეთება ძალიან ბევრი ინტერესი, ბევრი განსხვავებული პოლიტიკური მიმართულება და ეს ჩვენგან მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, შორს მხედველობას და პრაგმატულობასაც, რაც აისახება მულტივექტორულ დიპლომატიაში, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები, საქართველოს სჭირდება პარტნიორობები, კავშირები სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან, სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცესთან, სხვადასხვა სისტემასა და ქვეყანასთან.

...გარკვეული კრიტიკის ქარცეცხლში მხოლოდ საქართველო ეხვევა, როდესაც ის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს. საქართველო ამას არც უნდა შეუშინდეს. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვიცით რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უკეთ განვითარებული, უკეთ შეასრულოს ის როლი, რა როლიც აქვს დღეს „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში. ამას სჭირდება კავშირების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. რაც არამც და არამც არ ნიშნავს პარტნიორების ჩანაცვლებას, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვამოძრავებს და არც მულტივექტორული დიპლომატიის მიზანია ჩავანაცვლოთ პარტნიორები, პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა განვავითაროთ უფრო მეტად პარტნიორობა იმ მიმართულებით, სადაც ამის პოტენციალი არის. გარკვეული დისბალანსი, ჩვენს საგარეო პოლიტიკაში არის, წლების განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკა ძირითადად ერთი მიმართულებით იყო მიმართული და სწორედ აქეთ ვითარდებოდა და ნაკლები ყურადღება ექცეოდა სხვადასხვა რეგიონებს და სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებას და გაღრმავებას. დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ სწორედ ეს გეოგრაფიული რეგიონები ვითარდებიან, მათი მნიშვნელობაც იზრდება გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე და საქართველოს სჭირდება მათთან, რა თქმა უნდა, ძლიერი კავშირები და სწორედ ამას ემსახურება ის, რომ განსაკუთრებული აქცენტი დღეს კეთდება სწორედ იმ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, სადაც გასულ ათწლეულებში რაღაც არ იყო ისეთ დონეზე, რა დონეზეც შეიძლებოდა რომ იყოს ურთიერთობები".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  4. "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ახლა უკვე…