მაშველმა ძაღლმა მიწისძვრის ნანგრევებიდან 13 ადამიანი გადაარჩინა
ფოტო: Jorge Beens
ვენესუელაში მაშველმა ძაღლმა, სახელად ცუნამიმ, მიწისძვრის ნანგრევებიდან სულ მცირე 13 ადამიანი იხსნა. 9 წლის ბორდერ-კოლისთვის ეს ბოლო მისია იყო — ამ ოპერაციის შემდეგ ის დამსახურებულ პენსიაზე გადის.
ვენესუელაში 39 წამის ინტერვალით მომხდარი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის მქონე მიწისძვრების შედეგად 250-ზე მეტი შენობა დაინგრა, ტრაგედიას კი 1700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ფოტო: Getty Images
ცუნამიმ მახვილი ყნოსვის წყალობით ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანები იპოვა და მაშველებს მათი ზუსტი ადგილმდებარეობა მიანიშნა, რის შემდეგაც გუნდმა ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანა შეძლო.
ცუნამის მიერ გადარჩენილებს შორის არის 60 წლის მამაკაციც, რომელიც ნანგრევებში დაახლოებით ექვსი დღის განმავლობაში იყო გაჭედილი. ძაღლს მანამდეც არაერთი სტიქიური უბედურების დროს უმუშავია: თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრები, ვენესუელის წყალდიდობა და მეწყერი.
ფოტო: Telegraph
ლეკვობისას ცუნამი კარაკასში მიტოვებული, ნაცემი და გამოფიტული იპოვეს. ძაღლი ანიტა ვიდალმა გადაარჩინა, მოგვიანებით კი სამაშველო სამსახურის სპეციალისტმა, ხორხე ბეენსმა მისი განსაკუთრებული ენერგია, ინტელექტი და სისწრაფე შენიშნა. K-SAR ECID-ის სპეციალიზებულ სასწავლო ცენტრში მიღების შემდეგ, ბორდერ-კოლიმ მრავალწლიანი ინტენსიური წვრთნა გაიარა.
ფოტო: Getty Images
ვენესუელის მიწისძვრის გმირული მისიის შემდეგ ძაღლი ვეტერინარმა გასინჯა და აღნიშნა, რომ ცუნამი ფიზიკურად გადაიღალა. სამედიცინო მეთვალყურეობისა და გადასხმების შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა დადასტურდა, რომ ეს მიწისძვრა მისი ბოლო მისია იყო და ძაღლი მუშაობას აღარ გააგრძელებს.
ვენესუელაში ადგილობრივ გუნდებთან ერთად გაერთიანებული სამეფოს 6 სამაშველო ძაღლიც მუშაობს.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
კომენტარები