ახალი სახე ეროვნულ ნაკრებში: ალექსანდრე მერკვილაძის შთამბეჭდავი დებიუტი და ევროპული გზა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
ნებისმიერი სპორტული ნაკრებისა თუ კლუბისთვის თაობათა ცვლა ერთ-ერთი ყველაზე რთული და, იმავდროულად, საინტერესო პროცესია. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ახლა სწორედ ამ გარდამავალ ეტაპზეა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბი დაკვირვებით ადევნებს თვალს პროცესს და ეძებს იმ ახალ სახეებს, რომლებიც მომავალში ეროვნული გუნდის ბირთვს შექმნიან. ბოლო მატჩებში ასეთ იმედისმომცემ ფიგურად ალექსანდრე მერკვილაძეს მიიჩნევენ, რომლის გამოჩენაც ქართულ საკალათბურთო სივრცეში დიდი ოპტიმიზმის საფუძველია.
მერკვილაძის გზა დიდ კალათბურთში ოკეანის გაღმიდან, კოლეჯების ლიგიდან (NCAA) იწყება, სადაც მან სოლიდური გამოცდილება მიიღო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლოიოლა მერიმაუნტ ლაიონსის რიგებში გატარებული 4 პროდუქტიული წელი, სადაც ქართველმა კალათბურთელმა 1000-ზე მეტი ქულა დააგროვა. ისიც, რომ ამერიკაში ალექსანდრემ არა მხოლოდ ტექნიკური არსენალი გაიმდიდრა, არამედ გამოკვეთილი ლიდერული თვისებებიც გამოავლინა და კაპიტნის სამკლავურიც მოირგო.
ამერიკული წლების შემდეგ, კარიერის ახალი, ევროპული ეტაპი დაიწყო. ბერძნულ Aris Betsson-თან გაფორმებული 2-თვიანი კონტრაქტის შემდეგ, ქართველ ფორვარდს ნდობა ბელგიის საუკეთესო კლუბმა — ოსტენდემ გამოუცხადა. ალექსანდრემ მოლოდინი პირველივე მატჩებიდან გაამართლა და შედეგად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდარ ჯიკიჩის ყურადღებაც მიიქცია.
მართალია, ჯიკიჩს მერკვილაძე მანამდეც ჰყავდა გამოძახებული, თუმცა მაშინ ტრავმის გამო საბოლოო, 12-კაციან განაცხადში მოხვედრა ვერ მოახერხა — მისი ოფიციალური დებიუტი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დანიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა და ის ნამდვილად შთამბეჭდავი გამოდგა.
დანიასთან ორმატჩიან დაპირისპირებაში (შინ და გასვლაზე) ალექსანდრემ მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა. პირველ შეხვედრაში მოედანზე არასრული 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა, ხოლო მომდევნო თამაშში მოედანზე 27 წუთი იყო, კვლავ 12 ქულა ჩააგდო და 8 მოხსნა შეასრულა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სნაიპერული სიზუსტე: ალექსანდრემ ამ ორ შეხვედრაში 7-დან შვიდი სამქულიანი ჩააგდო, რითაც ეროვნული გუნდის ორ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მზადება გადამწყვეტი ბრძოლებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩების წინ საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან მოსამზადებელი შეხვედრა გამართა და დამაჯერებელი ანგარიშით, 87:77 გაიმარჯვა. მერკვილაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და გუნდს 6 ქულითა და 3 მოხსნით დაეხმარა.
წინ რთული გამოცდა გველოდება: 2 ივლისს გასვლით შეხვედრაში უკრაინას დავუპირისპირდებით, ხოლო 5 ივლისს საშინაო არენაზე ესპანეთის უძლიერეს ნაკრებს ვუმასპინძლებთ. ამ ეტაპზე, ჩვენი ნაკრები ჯგუფში, სადაც ესპანეთი, უკრაინა და დანია ასპარეზობს, მე-3 ადგილს იკავებს. რეგლამენტის თანახმად კი, ჯგუფიდან სამი გუნდი გადის და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ინაცვლებს, სადაც პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულებიც მიჰყვებათ. შესაბამისად, მომდევნო ორ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ასეთ დაძაბულსა და ფიზიკურად რთულ თამაშებში შემადგენლობის სიღრმეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ალექსანდრე მერკვილაძის მსგავსი, მაღალი კლასის კარგი მსროლელის კალათბურთელის ნაკრებში გამოჩენა სწორედ ის სიახლეა, რაც გუნდს მეტ მოქნილობასა და როტაციის უფრო ფართო შესაძლებლობას აძლევს. ასე რომ, წინ ივლისის გადამწყვეტი მატჩები გველოდება და ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ალექსანდრე მერკვილაძე თავის მორიგ შანსს ივლისის გადამწყვეტ შეხვედრებში.
ერთად ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს.
საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
კომენტარები