ქარვას პარტნიორობით მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა
ფოტო: EFES Georgia
კომბინატის სივრცეში სოციალური საწარმო სადგურის ინიციატივითა და კერძო ბიზნესის ჩართულობით, საქართველოში რიგით მეორე მდგრადი ტრანსფორმაციის გამოფენა — გაცვლა 2026 გაიმართა, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი ლუდი ქარვა იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხარდამჭერი კომპანიების გამოუსადეგარი მასალებისგან სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც მათი მიმდინარე კამპანიების გზავნილებს ახალი ფორმით წარმოაჩენს და იდეებისა და ბრენდის მესიჯების ახალი ინტერპრეტაცია იყო.
გამოფენის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ ნივთები არ უნდა დარჩეს დროებითობის ჩარჩოში. შესაძლებელია, ახალი ფორმით, ახალი დანიშნულებითა და ახალი მნიშვნელობით გააგრძელონ არსებობა. პროექტის მთავარი მიზანია, ჩართულ კომპანიებთან ერთად საზოგადოებას აჩვენოს, რომ ნივთის ღირებულება მისი პირველადი დანიშნულების ამოწურვით არ სრულდება და მას ახალი ფუნქციის, ახალი მნიშვნელობისა და ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია — ახალი ფორმით, ფუნქციითა და არსით განაგრძოს არსებობა.
ფოტო: EFES Georgia
“სოციალური საწარმო სადგური ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მექანიზმების დანერგვას ბიზნესსა და საზოგადოებაში. პროექტი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მარკეტინგის, გარემოს დაცვისა და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებებით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გაცვლა 2026 ხელოვნებისა და ეკომეგობრული მიდგომების შერწყმის მაგალითია, რომელიც მიზნად ისახავს მეორადი და გამოუსადეგარი ნივთების ხელახალ გამოყენებასა და მათ კულტურულ კონტექსტში გადატანას. ღონისძიების ფარგლებში, ძველი და დაზიანებული ნივთები გარდაიქმნა ღირებულ ექსპონატებად. გვიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება ბიზნესის ინტერესი და პროექტის ცნობადობა, ვიმედოვნებთ 2027 წელს პროექტი კიდევ უფრო მასშტაბური გახდება“, — საუბრობს სოციალური საწარმო სადგურის დამფუძნებელი ნინი ღვინაშვილი.
ფოტო: EFFES Georgia
გამოფენა კლასიკური მუსიკის თანხლებით გაიხსნა. მშვიდსა და შემოქმედებით გარემოში დამთვალიერებლებს შეეძლოთ, გაცნობოდნენ თითოეული ექსპონატის ისტორიას, მონაწილეობა მიეღოთ ინტერაქციულ აქტივობებში და მოესმინათ ჩართული კომპანიების წარმომადგენლების ხედვები მდგრადი ტრანსფორმაციისა და ინიციატივაში მათი მონაწილეობის შესახებ.
ფოტო: EFES Georgia
“მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, სოციალურ საწარმო სადგურს, ყველა ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ ორიგინალური ინსტალაციების შექმნაში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადობის თემის ხელოვნების ენაზე გადმოცემა. ლუდი ქარვასთვის პრიორიტეტული და საინტერესოა ასეთი პროექტების მხარდაჭერა. ბრენდი 10 წელზე მეტია ახორციელებს კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის სხვადასხვა პროექტს, მათ შორის ახალგაზრდა არტისტების მხარდაჭერის პროგრამებს. გვეამაყება, რომ ბევრ დამწყებ არტისტს დავეხმარეთ გზის გაკვალვაში. გამოფენაზე მოწვეულმა სტუმებმა ნახეს ქარვას ძალიან საინტერესო ინსტალაცია, რომლის კონცეფციაა ცხოვრება იზომება ემოციებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულში, როცა ბევრი სასიამოვნო ემოციის შეგროვება შეგვიძლია. ზუსტად ამ თემაზეა ჩვენი ახალი ლიმიტირებული საზაფხულო სერია, რომელიც ამ დღეს გვქონდა წარმოდგენილი და გამოფენის სტუმრებმა პირველებმა ნახეს, რომლის კონცეფციაა „განქარვების დღეები და ღამეები“, — აღნიშნავს ეფეს საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი ქეთევან ჟვანია.
ფოტო: EFES Georgia
საღამოს განმავლობაში სტუმრებს ასევე შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ ინსტალაციების გათამაშებაში და თავად გამხდარიყვნენ ერთ-ერთი ნამუშევრის მფლობელები. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულდა კომბინატის ტერასაზე, ნეთვორქინგის სივრცეში, სადაც სტუმრებს დახვდათ ლუდი ქარვას ახალი საზაფხულო ლიმიტირებული სერია და გაეცნენ კამპანიის კონცეფციას — განქარვების დღეები და ღამეები.
გაცვლა 2026-ის პარტნიორები იყვნენ: ლუდი ქარვა, სოკარი, სანდორა და თიბისი დაზღვევა.
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
კომენტარები