EU სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მხარდასაჭერად €200 მლნ-ს გამოყოფს
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამ შეხვედრით მან სამხრეთ კავკასიაში ორდღიანი ვიზიტი გახსნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ევროკავშირის მზარდ სტრატეგიულ ინტერესს რეგიონის მიმართ, განსაკუთრებით ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანსპორტო კავშირებისა და რეგიონული სტაბილურობის განმტკიცების კუთხით. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
ბაქო ფონ დერ ლაიენის რეგიონული ტურნეს პირველი გაჩერებაა, საიდანაც იგი სომხეთში გაემგზავრება. ევროკომისიის განცხადებით, ეს ვიზიტი სამხრეთ კავკასიელ პარტნიორებთან უმაღლეს დონეზე მიმდინარე გრძელვადიანი თანამშრომლობის ნაწილია.
ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ მათ სურთ მშვიდობის ხელშეწყობა და ევროკავშირი რეგიონში 200 მილიონ ევრომდე (227 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირებისთვის, რაც პოტენციურად 2 მილიარდ ევრომდე (2.2 მილიარდი აშშ დოლარი) საჯარო და კერძო ინვესტიციების მობილიზებას უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ 20 მილიონ ევროს გამოყოფენ სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერის, მათ შორის ტერიტორიების განაღმვის, ჯანდაცვის, სოფლის განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.
მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესზე, სატრანსპორტო დაკავშირებადობაზე, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ფართო სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ფონ დერ ლაიენმა აზერბაიჯანს 27-წევრიანი ბლოკის საკვანძო პარტნიორი უწოდა და ხაზი გაუსვა მის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე.
"ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირისთვის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ გვავიწყდება, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი ევროპისთვის გაზს იარაღად იყენებდა, აზერბაიჯანმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა. "სამხრეთის გაზის დერეფანმა" ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ეს მნიშვნელოვანი წარმატების ისტორიაა", — განაცხადა მან ოთხშაბათს ბაქოში.
ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი ასევე მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ შეთანხმებამ შესაძლოა გზა გაუხსნას უფრო ფართო რეგიონულ თანამშრომლობას.
"მინდა მოგილოცოთ სომხეთთან ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების ინიცირება. თქვენ გამოიჩინეთ ლიდერობა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში. ჩვენ ერთად ნამდვილად შეგვიძლია ფურცელზე დაწერილი მშვიდობა რეალურ ცხოვრებაში გადავიტანოთ" — მიმართა ფონ დერ ლაიენმა ალიევს.
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
კომენტარები