კიბერთაღლითებს ახალი სქემა აქვთ — აი, რა უნდა იცოდე, თუ Mymarket-ის მომხმარებელი ხარ
ონლაინ შოპინგი ნებისმიერი ადამიანისთვის მოსახერხებელია. ასე სასურველი ნივთის შეძენა სწრაფად, მარტივად და სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია, შენაძენი კი პირდაპირ სახლის კარამდე მოაქვთ, მაგრამ კიბერთაღლითების სატყუარაზე წამოგების რისკები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ონლაინ სივრცეში მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ.
Mymarket ონლაინ ვაჭრობის ყველაზე დიდი ქართული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ახალი თუ მეორადი ნივთების ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას სთავაზობს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კიბერთაღლითები პლატფორმის მომხმარებლების მოტყუებას მიმზიდველი შეთავაზებებით ცდილობენ.
Mymarket დაცული პლატფორმაა, რომელზე ვაჭრობაც უსაფრთხოდ შეგიძლიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიგოთ ფიშინგის ახალი, შეფარული მეთოდების შესახებ და გაითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც ონლაინ სივრცეში დაგაზღვევთ.
რა მეთოდს იყენებენ კიბერთაღლითები Mymarket-ის მომხმარებლების სატყუარაზე წამოსაგებად
Mymarket-ის დახმარებით მომხმარებლებს დამატებითი ფულის გამომუშავება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, ამიტომ კიბერთაღლითებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც ინიღბებიან და სარგებლის მიღებას ცდილობენ.
თაღლითები უკავშირდებიან მომხმარებელს, რომელსაც ვებგვერდზე გასაყიდი ნივთი აქვს განთავსებული, უგზავნიან ლინკს და ატყუებენ, რომ აღნიშნულ ბმულზე გადასვლა თანხის ჩარიცხვისა და მიტანის სერვისით სარგებლობისთვის არის საჭირო. ლინკზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებელი ხედავს ველს — თანხის მიღება — რომელზე გადასვლის შემდეგ ბანკის არჩევასა და ანგარიშის ნომრის მითითებას ითხოვენ, გადახდის სქემას ფიშერებმა კიდევ ერთი ფანჯარა დაამატეს, რომელიც იუზერნეიმსა და პაროლს ითხოვს — ეს ის სახიფათო ნაბიჯია, რომელიც თქვენს ფინანსებს საფრთხეს უქმნის, ამიტომ აღნიშნულის მოთხოვნის შემთხვევაში ოპერაცია აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ.
თუ Mymarket-ის მომხმარებელი ხართ, ნივთის გაყიდვა ან ყიდვა გინდათ და პლატფორმის სახელით შეტყობინებას მიიღებთ, რომლითაც ლინკზე გადასვლას ან სპეციალური ფორმის შევსებას გთხოვენ, სატყუარაზე არ წამოეგოთ და გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც უსაფრთხო ვაჭრობის გარანტია.
როგორ ვივაჭროთ Mymarket-ზე უსაფრთხოდ
ყველაფერი იმის იდენტიფიცირებით იწყება, სანდო ვებგვერდს ვიყენებთ თუ — არა.
ვებგვერდის მისამართის ველისთვის ყურადღების მიქცევა უსაფრთხოდ ვაჭრობის, თუნდაც, უბრალოდ ონლაინ სივრცეში გადაადგილების პირველი საფეხურია: მისამართი https:// პრეფიქსით უნდა იწყებოდეს, რომლის მარცხნივ აუცილებლად ბოქლომის გამოსახულება უნდა იყოს.
როდესაც ვებგვერდის მისამართს გადაამოწმებთ და მის სანდოობაში დარწმუნდებით, ონლაინ თავდაცვის პირველი საფეხური უკვე გავლილი გექნებათ, თუმცა აუცილებელია დამატებითი ზომების მიღებაც.
ისარგებლეთ მხოლოდ ვებგვერდით — არ გადახვიდეთ პლატფორმის ჩატში მიღებულ ლინკზე, არ ენდოთ ტელეფონის ნომერზე გამოგზავნილ შეტყობინებებს თუ ელექტრონული ფოსტით მიღებულ გზავნილს. Mymarket-ზე ვაჭრობა ბევრად მარტივია და ამისთვის ვებგვერდის დატოვება და დამატებითი ოპერაციის განხორციელება არ გიწევთ.
პლატფორმა თქვენს მონაცემებს საგულდაგულოდ იცავს და თუ ნივთს ყიდით, ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გასაყიდი ნივთის საფასურის მისაღებად სხვას უნდა გაუზიაროთ, საბანკო ანგარიშის ნომერია.
თუ სტატიაში ჩამოთვლილ უსაფრთხოების წესებს გაითვალისწინებთ Mymarket-ზე და სხვა ონლაინ მაღაზიებში უსაფრთხოდ და კომფორტულად ვაჭრობას შეძლებთ.
-
ბენ აფლეკს და მეთ დეიმონს The Rip-ში რეპუტაციის შელახვისთვის პოლიციელები უჩივიან ბენ აფლეკს და მეთ დეიმონს The Rip-ში რეპუტაციის შელახვისთვის პოლიციელები უჩივიან
გადახედვა
-
ნაჩო სანჩეს ამორი: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შეამცირა ქვეყნის შანსები, გამხდარიყო სატრანსპორტო და ეკონომიკური ქსელების ნაწილი ნაჩო სანჩეს ამორი: საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა შეამცირა ქვეყნის შანსები, გამხდარიყო სატრანსპორტო და ეკონომიკური ქსელების ნაწილი
გადახედვა
-
ტესტი: გადაარჩენდი თუ არა ქვეყანას კიბერშეტევისგან? ტესტი: გადაარჩენდი თუ არა ქვეყანას კიბერშეტევისგან?
-
ლაშა პაპაშვილი: აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ლაშა პაპაშვილი: აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი
გადახედვა
-
რასა იუკნევიჩიანე: ერევანი, სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო რასა იუკნევიჩიანე: ერევანი, სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის დედაქალაქად იქცა, ადრე ეს თბილისი იყო
გადახედვა
-
დღეს საქართველოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს — ღონისძიების დეტალები დღეს საქართველოს ეკლესია ახალ კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს — ღონისძიების დეტალები
გადახედვა
-
მედიის ადვოკატირების კოალიცია: დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება მედიის წარმომადგენლებისთვის საშიშ გარემოს ქმნის მედიის ადვოკატირების კოალიცია: დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება მედიის წარმომადგენლებისთვის საშიშ გარემოს ქმნის
გადახედვა
-
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტზე მისი პროფესიული საქმიანობის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა ჟურნალისტზე მისი პროფესიული საქმიანობის გამო
გადახედვა
-
გამოკითხვა: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში? გამოკითხვა: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში?
გადახედვა
-
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "ბატონ ფიშერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს — მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს" შალვა პაპუაშვილი: "ბატონ ფიშერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს — მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს"
გადახედვა
-
11 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება 11 მაისს, 09:00-დან 18:00 საათამდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
გადახედვა
-
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია)
-
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს" მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს"
გადახედვა
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
კომენტარები