რატომ კეტავენ ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი საზღვრებს რუსეთის მოქალაქეებისთვის
ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი 19 სექტემბრიდან აწესებენ შესვლის მკაცრ შეზღუდვებს შენგენის ტურისტული ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვისაც, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში გაიცა ისინი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა გაუქმდა. სახმელეთო საზღვარი კი მათთვის ერთ-ერთი ალტერნატივაა.
- ოფიციალური კიევი მოუწოდებს დასავლეთს რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში შესვლა აუკრძალონ. ბალტიის ქვეყნებმა აქამდე უკვე დააწესეს გარკვეული შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისთვის.
დეტალები: ოთხივე ქვეყანა საერთო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი და მზარდი შემოდინებით ევროკავშირსა და შენგენის ზონაში მათი საზღვრების გავლით.
- მათი თქმით, რუსეთის მოქალაქეების შესვლა ხდება სერიოზული საფრთხე საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის და საერთო შენგენის ზონისთვის.
- "რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებიც შედიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში, არიან ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოების შელახვის მიზნით, რამდენადაც რუსეთის მოქალაქეების სამი მეოთხედი მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში".
- "მიუღებელია, რომ აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ ევროკავშირში, მაშინ, როცა, უკრაინაში ადამიანებს აწამებენ და კლავენ".
- ქვეყნები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირში მოგზაურობა არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება.
გარდა ამისა, ისინი მივესალმებით გადაწყვეტილებას რუსეთთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების შესახებ.
- თუმცა აცხადებენ, რომ ამის გარდა საჭიროა, შემდგომი ზომები, როგორც გაცემული ვიზების რაოდენობის მკვეთრად შეზღუდვისთვის (პირველ რიგში ტურისტული ვიზების), ასევე რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესამცირებლად ევროკავშირსა და შენგენის ზონაში.
- "ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი შეთანხმდნენ საერთო რეგიონულ მიდგომაზე და ამით გამოხატავენ თავიანთ პოლიტიკურ ნებას და მტკიცე განზრახვას, შემოიღონ ეროვნული დროებითი ზომები ევროკავშირის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის".
გამონაკლისები: ქვეყნები აცხადებენ, რომ აკრძალვა არ შეეხება ჰუმანიტარული საჭიროების მქონე პირებს, ბინადრობის ნებართვის მფლობელებს, სატვირთო და სატრანსპორტო სერვისების მძღოლებს. ასევე მათ, ვინც ოჯახის წევრთან შესახვედრად კვეთს საზღვარს.
- შეზღუდვები არ შეეხება დიპლომატიური მისიებსა და კალინინგრადის ხელშემწყობი პირების ტრანზიტისთვის.
- "ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პუტინის რეჟიმის ოპონენტების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას და მაშ შესაძლებლობა უნდა მივცეთ რუსეთი დატოვონ".
კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის სანქციების გათვალისწინებით, რომელიც კრძალავს საჰაერო მიმოსვლას, ესტონეთის აღმოსავლეთი საზღვარი სატრანზიტო კვანძად იქცა.
- ესტონეთის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ თუ თებერვალში 10 477-მა რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა საზღვარი, ეს რიცხვი ივლისში 26 500-მდე გაიზარდა, ხოლო ზაფხულის თვეებში დღეში საშუალოდ 1 000-ზე მეტი ადამიანი კვეთდა საზღვარს.
- "გარდა საკუთარი შიდა უსაფრთხოებისა, ესტონეთი, როგორც გარე საზღვრის სახელმწიფო, პასუხისმგებელია შენგენის მთელ ზონაზე და რუსეთის მოქალაქეების მასობრივი მგზავრობა იწვევს უსაფრთხოების გაზრდილ საფრთხეს არსებულ ვითარებაში".
- "ევროკავშირში მოგზაურობა არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება", — ამბობს კალასი.
- იგივეს წერს ლიეტუვა თავის ოფიციალურ გვერდზე.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
კომენტარები