როგორც Reuters წერს, კითხვაზე უნდა აღიარონ თუ არა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა — "არა".

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთი კანონიერად უნდა იყოს აღიარებული, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერორისტული ორგანიზაცია.

  • უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-ის კონგრესს მიმართა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის ტერორიზმის სპონსორად აღიარებისკენ მოუწოდოს.
  • აშშ-ის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.
  • რუსეთი იმუქრება, რომ თუ ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებენ აშშ-სთან დიპლომატიურ კავშირს გაწყვეტს

აქამდე რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ლატვიის სეიმმა აღიარა.

  • ოფიციალური კიევი მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, რომ კრემლი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარონ.