როგორ მიულოცა მსოფლიომ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე
მსოფლიოს არაერთმა ლიდერმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
- დღეს ქვეყანა კვლავ შეუპოვრად იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ბორის ჯონსონმა Twitter-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინას ეს დღე მიულოცა.
- "დღეს უკრაინის დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ ემუქრება საფრთხე. მისი ხალხი იბრძვის სიმამაცით და გამბედაობით, რათა დაიცვან თავიანთი სახლები, ოჯახები და შეინარჩუნონ უფლება, გადაწყვიტონ საკუთარი ბედი საკუთარ ქვეყანაში".
- "ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ უკრაინა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს, რადგან დედამიწაზე ვერც ერთი ძალა ვერ დაამარცხებს 44 მილიონი უკრაინელის პატრიოტიზმს".
ურსულა ფონ დერ ლაინმა უკრაინის დროშის ფერებში განათებული ევროკომისიის შენობის ფოტო გამოაქვეყნა.
- "ამ ღამით ევროკომისიის შენობაზე ამაყად ჩანს ყვითელი და ლურჯი, რათა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ".
- "ამაყად ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში".
მაია სანდუმ დაწერა, რომ მოლდოვა უკრაინის გვერდით დგას და მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.
- "უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენ აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ხალხის — საკუთარი სახლის დამცველებისა და თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის მებრძოლების სიმამაცითა და დაუმორჩილებლობით".
- "თქვენ ხართ შთაგონება მომავალი თაობებისთვის".
სანა მარინი ფეისბუქზე წერს, რომ გულითადად ულოცავს უკრაინას და უკრაინელ გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
- "ომის დაწყებიდან 6 თვე გავიდა. ამან ბევრი ტანჯვა, მწუხარება და ტკივილი მოიტანა, თუმცა, აგრეთვე, ერთიანობა, სიძლიერე, ნებისყოფა და მონდომება".
- "უკრაინელი ხალხი მამაცი და შეუპოვარია. ჩვენ მათ გვერდით ვართ და ვიქნებით. ჩვენ არ დავივიწყებთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს".
ოლაფ შოლცმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე, ასევე, ვიდეომიმართვით მიულოცა.
- "უკრაინა დამოუკიდებელია 1991 წლის 24 აგვისტოდან — უკრაინელებისთვის დღეს ეს დღესასწაულია საშინელ პირობებში".
- "ზუსტად 6 თვე გიწევთ, გაბედულად დაიცვათ თქვენი დამოუკიდებლობა რუსული თავდასხმისგან. ჩვენი გული თქვენთანაა".
რობერტა მეცოლა წერს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობა წელს უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ოდესმე.
- "ძლიერი და მამაცი უკრაინელები იბრძვიან თავიანთი სიცოცხლის, ოჯახების, ქვეყნის, ღირებულებების, არჩევანისა და თავისუფლებისთვის. მათი დამოუკიდებლობისთვის".
- "ევროკავშირი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება. ჩვენი მხარდაჭერა აქ არ შეჩერდება".
გიტანას ნაუსედამ კიევში ვიზიტისას ვოლოდიმირ ზელენსკისთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
-
"ვუსურვებ სიძლიერეს ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინელ ერს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის წარმოუდგენელი გამბედაობით, დაუმორჩილებლობით და ღირსებით".
-
"ლიეტუვა ყოველთვის თქვენთანაა".
იენს სტოლტენბერგმა დამოუკიდებლობის დღე უკრაინას სხვა ლიდერების მსგავსად ვიდეომიმართვით მიულოცა.
- "უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელ ქალებსა და კაცებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი თავისუფლებისა და ქვეყნისთვის".
- "ნატო მხარს უჭერს უკრაინას მისი დამოუკიდებლობის დღიდან და შეგიძლიათ გქონდეთ ნატოს იმედი რამდენ ხანსაც დაგჭირდებათ".
- "უკრაინა გაიმარჯვებს!"
შარლ მიშელმა უკრაინელ ხალხს მიმართა, რომ დღეს არ არის დღე, როდესაც შეგვიძლია მათ ვუსურვოთ ბედნიერი დამოუკიდებლობის დღესასწაული, რადგან ისინი იტანჯებიან და იბრძვიან.
- "თქვენ იბრძვით სამშობლოს დასაცავად, თქვენი ქვეყნისა და შვილების მომავლის დასაცავად. მაგრამ, თქვენ, ასევე, იბრძვით ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების დაცვისთვის".
- "სწორედ ამიტომ თქვენი ოჯახის წევრები ჩვენი ოჯახის წევრები არიან, თქვენი მომავალი, ჩვენი საერთო მომავალია".
ემანუელ მაკრონმა ასევე ვიდეომიმართვა გაავრცელა.
- "უკრაინა, საფრანგეთის სახელით, დამოუკიდებლობის დღეს გიგზავნით მეგობრობის გზავნილს", — წერს ის.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები