ჩანაწერი ადასტურებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და გავლენას მთავრობის მეთაურზე — NGO-ები
ფოტო: ქართული ოცნება
არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და გავლენას საქართველოს მთავრობის მეთაურზე.
NGO-ების თქმით, აუდიოჩანაწერის შინაარსი განსაკუთრებით შემაშფოთებელია უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დაწესებული სანქციების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების ორაზროვანი და პოპულისტური რიტორიკის გათვალისწინებით.
"მაშინ, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოები კრემლს და რუს ოლიგარქებს ერთმანეთისგან არ მიჯნავენ და მათი სანქცირება რუსეთის აგრესიის შეჩერების მექანიზმად განიხილება, მიგვაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია სანქცირებულ რუს ბიზნესმენეთან, ბიზნესებთან და მათ წარმომადგენლებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კომუნიკაცია.
ამის გათვალისწინებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ევტუშენკოვს შორის გამართული საუბარი რიგითი ბიზნეს მოლაპარაკებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს", — ვკითულობთ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მნიშვნელოვნას მიიჩნევენ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს 24 თებერვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაურის ან სხვა თანამდებობის პირების მიერ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ან სანქცირებულ ოლიგარქებთან, მათ ბიზნესებთან ან წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და მათი შინაარსის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე, ისინი ითხოვენ, გაკეთდეს სარწმუნო განმარტებები პრემიერმინისტრისა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულ ოლიგარქ ევტუშენკოვის წარმომადგენელთან შეხვედრის შინაარსის შესახებ;
NGO-ების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, სანდო უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. როგორც ისინი ამბობენ, ამ საკითხზე დამაჯერებელი განმარტებების წარმოდგენა არის ხელისუფლების ინტერესშივე, რათა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ საქართველო არანაირი ფორმით არ მონაწილეობს რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში.
ამასთანავე, ორგანიზაციები ითხოვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყოს მოკვლევა ჩანაწერში გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება. ხოლო, მოკვლევის შედეგების შესახებ აცნობოს საზოგადოებას.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- ღია საზოგადოების ფონდი;
- ბანკები და საზოგადოება;
- მედიის განვითარების ფონდი;
- Europe for Georgia;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- ადამიანის უფლებათა ცენტრი;
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი;
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია;
- ლიბერალური აკადემია თბილისი.
25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.
ტელეკომპანია ფორმულასთან სატელეფონო ინტერვიუში, რუსი ოლიგარქი, ვლადიმირ ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდა. თუმცა ამტკიცებს, თითქოს მათ "დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს".
კარტოგრაფების საქმის ფიგურანტმა, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა დაადასტურა, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის კომპანიის მმართველ პარტნიორს, ალი უზდენოვს ხორბლის შემოტანის საკითხზე შეხვდა.
ხიდაშელის განცხადებაში, რომელიც ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა, უარყოფილია უზდენოვის ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან შეხვედრის შესაძლო ეპიზოდები. გარდა ამისა, ბიზნესმენი ამტკიცებს, თითქოს უზდენოვს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.
"რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი?" — ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებსა და რუს ბიზნესმენთან შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს. მისი თქმით, რუს ბიზნესმენს დავით ხიდაშელი შეხვდა, თუმცა როგორც ის ამტკიცებს, ამ შეხვედრას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
ვინ არიან ევტუშენკოვი და უზდანოვი
ვლადრიმერ ევტუშენკოვი და ალი უზდანოვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის AFK სისტემას ხელმძღვანელები არიან. ევტუშენკოვი კომპანიის დამაარსებელი რუსი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ. მას შემდეგ რაც ევტუშენკოვს სანქციები დაუწესეს, მან კომპანიის წილები ნათესავებს გადაუნაწილა და სისტემას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. უზდენოვი სისტემას მმართველი პარტნიორია, მანამდე კი ამავე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
რაც შეეხება თავად სისტემას, ის რუსულ ბაზარზე უმნიშვნელო კომპანიად ნამდვილად არ მიიჩნევა. მეტიც, 2017 წელს მასთან დაკავშირებულ პროცესებში ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც კი იყო ჩართული. კერძოდ, სისტემისა და როსნეტფის დავის მოგვარება სწორედ მის სახელს უკავშირდება, რადგან პუტინმა ორივე კომპანიის დირექტორები კრემლში მიიწვია, რის შემდეგაც შეთანხმება შედგა. რუსული მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ პუტინის განცხადების შემდეგ სისტემის აქციების ფასი გაიზარდა.
ამასთან, 2014 წელს, როცა ევტუშენკოვის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თავად პუტინმა განაცხადა, რომ მას ბრალი მოეხსნა. 2018 წლის სექტემბერში კი პუტინმა ევტუშენკოვს მადლობა გამოუცხადა "მიღწეული სამსახურებრივი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის".
ცნობილია ისიც, რომ ამავე კომპანიის პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ჩირახოვი რუსული სპეცსამსახურების, FSB-ს კურსდამთავრებულია. ეს ინფორმაცია საჯაროა და კომპანიის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული.
ამავე კომპანიის ყოფილი ხელძღვანელია კარტოგრაფების საქმის ცნობილი ფიგურანტი, დავით ხიდაშელი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის აფილირებული. კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სწორედ ხიდაშელმა გადასცა მას ის რუკები, რომლებმაც კარტოგრაფების საქმის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ხიდაშელის ჩართულობა შესაძლოა კრემლის ინტერესებში ყოფილიყო. გარდა ამისა, 1998-2006 წლებში ძალადობრივი ჯუგუფის ხელმძღვანელს, ლევან ვასაძე AFK სისტემას კომპანიის სტრატეგიისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა და პარალელურად, ამ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
ამავე თემაზე:
- ლელო მოითხოვს, ღარიბაშვილმა გაასაჯაროვოს შეხვდა თუ არა კრემლთან დაახლოებულ პირს
- საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი არის ძალიან უინტერესო — მაჭარაშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე
- ზარქუა ჩანაწერზე: თუ მართალია, საუბარი რაზეა — ერთი მეგობარი მეორე მეგობარს გარკვეულ კონსულტაციაზე ურეკავს
- შეუიარაღებელი თვალით და ყურითაც ჩანს, რომ მონტაჟია — პაპუაშვილი ჩანაწერებზე
- რომც იყოს ავთენტური, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე — კობახიძე ჩანაწერებზე
-
რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე? რატომ ვერ ვიძინებთ ზაფხულშიც კი საბნის გარეშე?
-
ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი) ქვიზი: გვიპასუხე მხოლოდ არასწორად (ზოგადი ცოდნის ტესტი)
-
პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო პირველი ქართული საინვესტიციო ბანკი, გალტ & თაგარტი, 30 წლისაა — ნახეთ ვიდეო
-
კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული კვლევის თანახმად, ტესტოსტერონის დაბალი დონე კიბოს განვითარების მომატებულ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს ნახეთ: ჰუმანოიდი რობოტი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს
გადახედვა
-
4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია 4 ბინა და 6 მიწის ნაკვეთი — ნათია თურნავას ქონებრივი დეკლარაცია
გადახედვა
-
ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ ქვიზი: გვითხარი, რამდენ წყალს მოიხმარ, და გეტყვით, ვინ ხარ
-
როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იწყება კარიერა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო ადამ კადიროვი ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს | ვიდეო
გადახედვა
-
ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა ISFED: სტრასბურგის სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტსა" და "გრანტების შესახებ" კანონზე საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა
გადახედვა
-
ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის ექსკლუზიური კინოჩვენება და გზა Disneyland-ისკენ — მოგზაურობის ახალი შანსი თიბისი კონცეპტის Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის
-
თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო თეგეტამ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
-
საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება
გადახედვა
-
ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა ალდაგმა ავეჯის მაღაზია კომფორტერს ხანძრისგან მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა
-
პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა პარტიამ "საქართველოსთვის" პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
გადახედვა
-
AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე AI კომპონენტების გლობალურ კრიზისს იწვევს — როგორ აისახება ეს თითოეულ ჩვენგანზე
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი [გახარიას პარტიის წევრები] ირაკლი ზარქუა: ყველაფერს ვაკეთებდით, რომ პარლამენტში ჩხუბი არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი [გახარიას პარტიის წევრები]
გადახედვა
-
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ბრალდებული ციხეს 4 თვეში დატოვებს
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება აღმოაჩინეს ეგზოპლანეტები, რომელთა სიმკვრივეც ე.წ. ბამბის ნაყინისას ჩამოუვარდება
გადახედვა
-
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში — გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
-
"რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე "რთულია, როცა სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია — კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე
გადახედვა
კომენტარები