მაინც რამდენად ჰგავს უკრაინული ენა რუსულს?
ფოტო: D. Thompson
ვლადიმერ პუტინი უკრაინელი და რუსი ხალხების "ისტორიულ ერთიანობაზე" საუბრისას არგუმენტად საერთო ენის ქონის ფაქტორზეც აპელირებს. უკრაინაში ამ განცხადებებს იმ ხანგრძლივი ისტორიული მტკიცებულებებით აბათილებენ, რომლებიც აჩვენებს, რომ ერს საკუთარი დამოუკიდებელი წარსული და ენა აქვს.
პუტინის უკრაინაზე თავდასხმის კონტექსტში, ამ ორ ენას შორის არსებული განსხვავებების გამოკვეთა დასავლეთის საჯარო დისკურსის ნაწილი გახდა — მაგალითისთვის ავიღოთ უკრაინის დედაქალაქის განსხვავებული მართლწერა (Kiev რუსული ტრანსლიტერაციაა, Kyiv კი — უკრაინული).
ადამიანების გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ "ცალკეული" ენები ერთმანეთისგან სრულად და მკაფიოდ განსხვავდებიან, მაგრამ რეალობა ასეთი მარტივი სულაც არ არის.
უკრაინული და რუსული სლავური ენების ოჯახის წევრები არიან. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მონათესავე ენების ამ ჯგუფში ასევე შედის პოლონური, ჩეხური და ბულგარული ენები. ათასი წლის წინ რუსეთის და უკრაინის ტერიტორიებზე სალაპარაკო ენა ისევე მსგავსი იქნებოდა, როგორიც ერთი და იმავე ენის ორი სხვადასხვა დიალექტია. თუმცა დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ისტორიული გავლენის შედეგად, განსხვავებები გამოიკვეთა.
ფოტო: Stefano Guidi / Shutterstock
უკრაინა პოლონეთ-ლიეტუვის თანამეგობრობის აღმოსავლეთი ნაწილი გახდა და თავის ენაში პოლონური ენის მნიშვნელოვანი მარაგი შეითვისა. მოსკოვმა ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქალაქები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გააერთიანა, რომელსაც საბოლოოდ რუსეთი ეწოდა. ასე რომ, რუსული ენა ჩამოყალიბდა, ერთი მხრივ, აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებთან კონტაქტით და იმიგრაციით, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ტექნიკურ-კულტურული ტერმინების ისეთი დასავლეთევროპული ქვეყნებისგან მიღებით, როგორიც საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდებია.
მე-18 საუკუნეში, როცა რუსეთმა უკრაინაზე კონტროლი მოიპოვა, რუსეთსა და უკრაინაში გავრცელებული სამეტყველო ენები ისე მჭიდროდ აღარ იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს იმიტომ, რომ ორივე ენაში მნიშვნელოვანი ლექსიკური, ფონეტიკური და გრამატიკული ძვრები მომხდარიყო.
მონათესავე ენები
დღეს რუსული და უკრაინული მჭიდროდაა დაკავშირებული: ისინი სხვა სლავურ ენებთან შედარებით უფრო მეტ ლექსიკურ ერთეულს, გრამატიკისა და გამოთქმის თავისებურებებს იზიარებენ. ორივე ენა კირილიცას ანბანის სახესხვაობებს იყენებს. უკრაინულში ოთხი ისეთი ასოა, როგორიც რუსულში არ არის (ґ, є, і, ї), ხოლო რუსულ ანბანში ოთხი ისეთი ასოა, როგორიც უკრაინულ ანბანში არ გვხვდება (ё, ъ, ы, э).
გამომდინარე იქიდან, რომ რუსული და უკრაინული ენები შედარებით ცოტა ხნის (ათასწლეულის) წინ დაშორდნენ ერთმანეთს, მათთვის ლექსიკის დიდი ნაწილია საერთო. თუმცა ეს არაა საკმარისი იმისათვის, რომ ისინი ერთი ენის დიალექტებად ჩაითვალოს.
ერთ-ერთი ხშირად ციტირებული მაჩვენებელია ის, რომ უკრაინულსა და რუსულს ლექსიკის დაახლოებით 62% აქვს საზიარო — მსგავსი გათვლებით, ეს დაახლოებით ისეთივე კორელაციაა, როგორიც ინგლისურს აქვს ჰოლანდიურთან. თუკი ინტერნეტის მონაცემებზე დაყრდნობით სიტყვების უფრო ფართო დიაპაზონს შევადარებთ — და არა მხოლოდ 200 უძველეს "ძირითად" სიტყვას — საზიარო სიტყვების წილი შემცირდება. კერძოდ, ერთ-ერთი გამოთვლითი მოდელის მიხედვით, რუსული და უკრაინული თავიანთი ლექსიკის დაახლოებით 55%-ს იზიარებენ.
ასევე იხილეთ:
ამასთან, ყველაზე მაღალი, 62%-იანი მაჩვენებლის გამოყენებით, რუსი, რომელმაც არ იცის უკრაინული (ან პირიქით), წარმოთქმული რვა სიტყვიდან დაახლოებით ხუთს გაიგებს. იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში, სთხოვეთ მეგობარს, სტატიაში ყოველი რვა სიტყვიდან სამი გადაგიხაზოთ და ნახეთ, რამდენად შეძლებთ ტექსტის აღქმას.
დამატებით, "ცრუ მეგობრები" (ეს ლინგვისტური ტერმინი აღნიშნავს სიტყვებს, რომლებიც ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობები აქვთ) რუსულს და უკრაინულს იმაზე მსგავსად წარმოადგენს, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. მაგალითად, უკრაინული სიტყვა pytannya (შეკითხვა) ძალიან ჰგავს რუსულ სიტყვას pytanie (მცდელობა). რუსი, რომელიც სიტყვა pytannya-ს დაინახავს, მას რუსულ სიტყვა კითხვასთან (vopros) არ დააკავშირებს.
მნიშვნელოვანი განსხვავებები
რუსული და უკრაინული ერთი და იგივე წინაპარი ენიდან წარმოიშვა — თანაც, არც ისე დიდი ხნის წინ. რუსისთვის ბევრად უფრო ადვილია უკრაინულის სწავლა (ან პირიქით), ვიდრე — ინგლისურად მოსაუბრისათვის ამ ენათაგან რომელიმეს დაუფლება. მათი საზიარო ლექსიკა და ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე სიტყვებიც კი შეიძლება ნაცნობი ჩანდეს, რუსულად და უკრაინულად მოლაპარაკეებს ერთმანეთის ენის აღქმას უადვილებს.
რადგან რუსული საბჭოთა კავშირის დომინანტურ პოლიტიკურ და კულტურულ ენას წარმოადგენდა, ბოლო აღწერის მონაცემებით, იგი უკრაინელი მოქალაქეების დაახლოებით 30%-სთვის მშობლიური ენაა, სხვა ბევრს კი ის მაღალ დონეზე აქვს ნასწავლი. საპირისპირო რამ ისტორიულად არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს ტენდენცია უკვე იცვლება. უკრაინული და რუსული ენები იმდენად დიდი ხანია, თანაარსებობენ, რომ მათი ჰიბრიდიც კი არსებობს — ესაა სურჟიკი, რომელიც უკრაინის ბევრ ნაწილშია გავრცელებული.
მიუხედავად ამ ორი ენის მსგავსებისა, ყოვლად მცდარია დაშვება, რომ ისინი ერთსა და იმავე ენას წარმოადგენენ. მსგავსი ცრუ მტკიცება კი პოლიტიკური მანიპულაციების იარაღად გამოიყენება.
ფოტო: Kyiv Post
დაახლოებით 25 წლის წინ სახელწოდებამ Kiev რუკებიდან გაქრობა დაიწყო და მის ნაცვლად Kyiv გამოჩნდა. ეს უკანასკნელი, უბრალოდ, სახელის უკრაინული ვერსიაა, რომელიც კირილიცას ნაცვლად ლათინური ანბანითაა დაწერილი. მასში ორი ხმოვანი შეიცვალა: რუსულ ვერსიაში თანხმოვანი k-ის მომდევნო ხმოვანი -y- გახდა i, ხოლო უკრაინულში ბოლო თანხმოვნამდე არსებული ისტორიული -e- და -o- გახდა -i-. ასე რომ, ისტორიული თვალსაზრისით, არცერთი სახელია მეტად "ორიგინალი" — თითოეული მათგანი შეიცავს ცვლილებებს, რომლებიც ენებში დროთა განმავლობაში შევიდა.
ინგლისურში Kiev, Kharkov, Lvov-ის ტიპის ვერსიების გამოყენება რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის ეპოქიდან მოდის, როდესაც უკრაინაში რუსული დომინანტური წერილობითი ენა იყო. მას შემდეგ, რაც უკრაინა დამოუკიდებელი გახდა და საკუთარი ენობრივი იდენტობა განიმტკიცა, წინა პლანზე უკრაინული ფორმები, Kyiv, Kharkiv და Lviv წამოვიდა.
რუსულსა და უკრაინულს შორის განსხვავებები იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რასაც პუტინმა 2021 წელს "რეგიონული ენის თავისებურებანი" უწოდა. რუსეთსა და უკრაინას შორის ენის "ერთიანობის" ძიებით ის აყალიბებდა არგუმენტს, რომელიც რუსეთს უფლებას მისცემდა, ჩარეულიყო იმაში, რაც პუტინმა "რუსულ სივრცედ" მონათლა.
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
-
შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას შავი ხვრელების მძლავრი ნაკადების საიდუმლო ამოიხსნა — რა ხდება ვარსკვლავის შთანთქმისას
გადახედვა
-
უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება უკრაინას ევროკავშირისგან თავდაცვისთვის €3.3 მილიარდი დღეს ჩაერიცხება
გადახედვა
-
ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი? ტუტანხამონის აკლდამის მიღმა ფარული ოთახები შეიძლება იყოს — ნეფერტიტის საფლავი?
გადახედვა
კომენტარები