ქალი მეწარმის მიერ 90-იან წლებში დაფუძნებული თაფლის საწარმო საექსპორტო გეგმებით
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში თაფლის წარმოებაში გაცილებით მეტი მამაკაცია ჩართული, ვიდრე ქალი. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი ქალი ამსხვრევს გენდერულ სტერეოტიპებს და ღირსეულ ადგილს იკავებს, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე კონკრეტულად თაფლის წარმოებაში. ლალი ტურაბელიძემ თაფლის წარმოება ოცდათხუთმეტი წლის წინ დაიწყო და ის შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია. საქმის კარგად ცოდნა და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებალალის საშუალებას აძლევს საექპორტო გეგმებზეც იფიქროს.
თაფლის წარმოება, როგორც შემოსავლის მთავარი წყარო
56 წლის ლალი ტურაბელიძე უკვე 35 წელია თაფლს აწარმოებს. ლალი ოჯახთან ერთად იმერეთის მხარეში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს, რომელიც განთქმულია თავისი სამკურნალო თვისებებითა და მრავალფეროვანი ბუნებით, მათ შორის, 150-მდე ჯიშის მრავალწლიანი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეებით. სწორედ აღნიშნული მრავალფეროვნება განაპირობებს ლალის წარმოებული თაფლის უნიკალურ გემოვნურ თვისებებსა და გამორჩეულ არომატს.
ლალიმ თაფლის წარმოება პირველად 1990 წელს დაიწყო, როდესაც მცირე დანაზოგით რამდენიმე ოჯახი ფუტკარი შეიძინა. მალევე მიხვდა, რომ მეფუტკრეობა არც თუ ისე მარტივი საქმეა და გადაწყვიტა მეფუტკრეობის შემსწავლელი კურსი გაევლო. მიღებული ცოდნა დაეხმარა თაფლის სწორად წარმოებასა და რეალიზაციაში.
ლალი გვიამბობს, რომ ფუტკართან მუშაობა საკმაოდ შრომატევადია, განსაკუთრებით ინტენსიური კი გაზაფხულზეა, როდესაც ღალიანობა ანუ ფუტკრის გამრავლება იწყება. თაფლის ამოღება წელიწადში ორჯერ ხდება, შემდეგ ისხმება ქილებში და ბრენდირებულად იფუთება. ეს პერიოდი განსაკუთრებით დამღლელია იმის გათვალისწინებით, რომ ლალის მეწარმეობისა და საოჯახო საქმიანობის ერთმანეთთან შეთავსება უწევს.
ამ ეტაპზე ლალი აწარმოვებს თაფლსა და საეკლესიო სანთლებს, რაც მისთვის მთავარი შემოსავლის წყაროა. როგორც გვიყვება, წელიწადში ერთ ტონამდე თაფლს იღებს. პროდუქტის რეალიზებას ეწევა ადგილზე და ამარაგებს თბილისის ორ მაღაზიას.
გენდერული დისბალანსი საქართველოს სოფლის მეურნეობაში
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა მიერ 2023 წელს ჩატარებული კვლევა ხაზს უსვამს მნიშვნელოვან გენდერულ უთანასწორობას საქართველოს სოფლის მეურნეობაში. ქალები აწყდებიან ისეთ ბარიერებს, როგორებიცაა ფინანსურ რესურსებზე შეზღუდული მისაწვდომობა და საზოგადოებრივი ნორმები, რომლებიც ხელს უშლის მათ ჩართულობას ბიზნესში და სამეწარმეო პასუხისმგებლობების დაბალანსებას საოჯახო საქმეებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ქალები ფლობენ ბიზნესის დაახლოებით ერთ მესამედს, ეს საწარმოები ხშირად მცირეა და ბევრი ქალი მეწარმე დამოუკიდებლად მუშაობს ისეთ სექტორებში, როგორებცაა ვაჭრობა. მთავარი გამოწვევა სოციალური კაპიტალისა და მხარდაჭერის ქსელების ნაკლებობაა, რაც ზღუდავს ქალთა შესაძლებლობებს გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი სოფლის მეურნეობასა და სხვა სექტორებში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფერმერი ქალები ფლობენ ბევრად ნაკლებ მიწას, ვიდრე კაცები —5,4 ჰა-სა და 15,1 ჰა-ს შესაბამისად. განსხვავება, რომელიც გამოწვეულია ტრადიციული მემკვიდრეობითი პრაქტიკით, ზღუდავს ქალთა ხელმისაწვდომობას ბიზნეს სესხებზე, რადგან მიწა, როგორც წესი, გამოიყენება გირაოს სახით.
გარდა ამისა, ქალებზე მძიმე ტვირთია ყოველდღიურობაც, რადგან უწევთ დააბალანსონ ფერმაში მოვალეობები და საოჯახო საქმეები, რაც ზღუდავს მათ დროს სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. ამასთან, ისინი ეყრდნობიან კაცების დახმარებას ფიზიკურად რთული ამოცანების შესასრულებლად, როგორებიცაა მეცხოველეობა, რაც ზღუდავს მათ ჩართულობას სოფლის მეურნეობის უფრო მომგებიან სექტორებში.
რაც შეეხება თაფლის წარმოებას, შვეიცარიის მთავრობის მიერ 2019 წელს დაფინანსებული კვლევის თანახმად, თაფლის წარმოების სექტორში ქალები წარმოადგენენ მეფუტკრეთა დაახლოებით 8%. ამასთან, ქალებს კაცებთან შედარებით ხშირად აქვთ შეზღუდული წვდომა რესურსებსა და გადაწყვეტილების მიღების უფლებაზე. თაფლის წარმოებაში ქალების მნიშვნელოვნად დაბალ მონაწილეობაზე (12.7%) მიუთითებს 2023 წელს ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული კვლევა ოთხ რეგიონში.
საქართველოში დიდი სხვაობაა ქალებისა და კაცების ანაზღაურებებს შორისაც. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს ქალები საათში დაახლოებით 13,2%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე მამაკაცები, ხოლო ყოველთვიურ ხელფასებს შორის სხვაობა კაცებთან შედარებით 20,9% იყო.
ქალი, რომელმაც დაამსხვრია გენდერული სტერეოტიპები და მაგალითი გახდა სხვა ქალებისთვის
ზემოთ მოყვანილი სტატისტიკის მიუხედავად, უკანასკნელი პერიოდის სურათი იმედის მომცემია. სხვადასხვა დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ბოლო წლების განმავლობაში ჩატარდა უამრავი საინფორმაციო კამპანია ქალთა როლის გაძლიერების მიზნით სოფლის მეურნეობაში. შესაბამისად, გაიზარდა იმ ქალების რაოდენობაც, რომლებმაც გაბედეს, დაამსხვრიეს სტერეოტიპები და დამოუკიდებლად დაიწყეს ბიზნესის წარმოება.
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
ლალი არა მხოლოდ ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეძლო თავისი ცოდნითა და მიზანდასახულობით სტერეოტიპების დამსხვრევა, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, დაიმკვიდრა რა ღირსეული ადგილი სოფლის მეურნეობაში, არამედ უამრავი ქალისთვის გახდა შთაგონების წყარო, რომ მიზნის მიღწევასა და წარმატებას არა გენდერი, არამედ ინდივიდუალური მისწრაფება, მონდომება და მიზანდასახულობა განსაზღვრავს:
"გენდერული სტერეოტიპების არსებობის მიუხედავად, მე გამიმართლა, რადგან ჩემს შემთხვევაში ყოველთვის დიდ პატივსცემასა და მხარდაჭერას ვგრძნობდი კაცი მეფუტკრეების მხრიდან. ცხადია, საწარმოსა და საოჯახო საქმის ერთმანეთთან შეთავსება მარტივი არ არის, მაგრამ იმდენად საინტერესოა ფუტკრებთან მუშაობა, რომ გარკვეულწილად პირადი საქმეების მარტივად მოგვარების სტიმულსაც გაძლევს."
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის კვლევები აჩვენებს, რომ ქალების ჩართულობა სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვნად ზრდის საწარმოს პროდუქტიულობას, ინოვაციების რაოდენობასა და წარმოების მდგრადობას.
შვედეთში ფერმერი ქალები ლიდერობენ ტექნოლოგიებისა და მდგრადი პრაქტიკის დანერგვაში, აუმჯობესებენ მოსავლიანობას და ამცირებენ გარემოზე მავნე ზემოქმედებას. ნიდერლანდებში ქალების მეთაურობით მეურნეობები გამოირჩევა ორგანული პროდუქტებითა და ინოვაციებით. ანალოგიურად, ესპანეთსა და იტალიაში, ქალი ფერმერები პრიორიტეტს ანიჭებენ ორგანულ და ბიოდინამიკურ ფერმერულ მეთოდებს, ეკოლოგიურად სუფთა მიდგომებით აუმჯობესებენ პროდუქციის ხარისხს, როგორებიცაა თაფლი და ზეითუნის ზეთი
ეს მაგალითები ეჭვქვეშ აყენებს გენდერულ სტერეოტიპებს, იმის გათვალისწინეით, თუ როგორ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალები მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვასა და მის შემდგომ განვითარებაში.
გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული გამოწვევების გადაჭრა მოითხოვს პოლიტიკის დოკუმენტების შემქმნელების, ფინანსური ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ გენდერულ თანასწორობას მიწის საკუთრებაში, გააძლიერონ ქალთა ხელმისაწვდომობა დაფინანსების წყაროებზე და წინ აღუდგნენ საზიანო ტრადიციებს, რომლებიც ზღუდავს ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობას სოფლის მეურნეობაში.
ლალი ტურაბელიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD IV)" ერთ-ერთი ბენეფიციარია. პროექტის ფარგლებში, ლალიმ გაიარა ტრენინგები სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების შესახებ, ასევე გადაეცა თაფლის გამოსახდელი. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მას დაეხმარა პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციასა და ბრენდირებისთვის საჭირო მასალების დამზადებაშიც. ამასთან, ლალი რეგულარულად იღებს მონაწილეობას FAO-ს მიერ ორგანიზებულ აგრომარკეტებში.
ფოტო: გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)
ლალი გვიყვება, რომ სამომავლოდ განიხილავს თაფლის ექსპორტზე გატანას, თუმცა, აცნობიერებს იმასაც, რომ აღნიშნულს დიდი მზაობა და შრომა სჭირდება:
"ჩემი თაფლის ხარისხი მის ნატურალურობას განსაზღვრავს. ფუტკარს არ ვაძლევ შაქარს, ანტიბიოტიკებსა და არანაირ ქიმიურ საშუალებებს. ადამიანების უმრავლესობა თაფლს ყიდულობს წამლად, ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია ფალსიფიცირებული თაფლის წარმოება".
სოფლის მეურნეობაში ქალების გაძლიერება, არა მხოლოდ სამართლიანობის საკითხია, არამედ, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც სტრატეგიული ინვესტიცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მომავალში. არსებული ბარიერების გადალახვით, მეწარმე ქალთა მხარდაჭერითა და საგანმანათლებლო რესურსებსა და ტრენინგებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობით, შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სრული პოტენციალის ათვისება. აღნიშნული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივი პროდუქტიულობის გასუმჯობესებალად, არამედ საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელადაც.
სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა და ქართული თაფლის პოტენციალი საერთაშორისო ბაზრებზე
ევროკავშირის მხარდაჭერით 2023 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში თაფლის წარმოება ყოველწლიურად 1,9-დან 2,5 ათას ტონამდე მერყეობს. ლალი ტურაბელიძე ერთ-ერთია, ვინც უნიკალური გემოვნური თვისებებისა და არომარტის მქონე თაფლს აწარმოვებს სწორი სამეწარმეო პრაქტიკისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებთან შესაბამისობაში.
სამწუხაროდ, ყველა მეწარმეს არ აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ბარიერი, რომელიც ქართულ თაფლს საერთაშორისო ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში უშლის ხელს. ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტისთვის მწარმოებლებმა უნდა დაიცვან პროდუქტის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეტიკეტირების მკაცრი რეგულაციები, რაც, თავის მხრივ, უამრავი საწარმოო სტანდარტის დაცვას გულისხმობს. გარდა ამისა, ექსპორტიორებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ევროკავშირის TRACES სისტემაში, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს პროდუქტის მიკვლევადობა და შესაბამისობა სურსათის უსაფრთხოების ნორმებთან.
საქსტატატზე დაყრდნობით, საქართველოდან თაფლის ექსპორტი 2019 წლიდან გააქტიურდა, რეკორდულ ნიშნულს 2022 წელს მიაღწია, რის შემდეგაც კლების ტენდენცია დაფიქსირდა. გასულ წელს თაფლის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა ევროკავშირშიც: 2024 წელს მხოლოდ 1.12 ტონა ნატურალური თაფლი გავიდა. შედარებისთვის, 2023 წელს ევროკავშირში 72.64 ტონა თაფლი გავიდა, ექსპორტზე, რაც 98.5% კლებაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საქართველოდან თაფლი მხოლოდ ლატვიაში გავიდა.
სურსათის უვნებლობა ყველას პასუხისმგებლობა და უფლებაა!
სურსათის უვნებლობის დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში უმჯობესია აცნობოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე 1501
ეს სტატია შექმნა ჩეხეთის განვითარების სააგენტომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის — "სურსათის უვნებლობის, სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სექტორის მხარდაჭერა საქართველოში (ENPARD IV)" ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხეთის განვითარების სააგენტო და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ჩეხეთის განვითარების სააგენტო და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
-
მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება მეუფე ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება
გადახედვა
-
ვინ როგორ შეაფასა ბზიკები და რა ქულები დაწერა საქართველომ — ევროვიზიის შედეგები დეტალურად ვინ როგორ შეაფასა ბზიკები და რა ქულები დაწერა საქართველომ — ევროვიზიის შედეგები დეტალურად
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: სანამ მეუფეები გვაზეიმებენ ოჯახის სიწმინდის დღეებს და თავის რიგებში ვერ შეამჩნევენ არც თუ ცოტა ე.წ. ლგბტ ფიგურებს, არაფერი გვეშველება შალვა ნათელაშვილი: სანამ მეუფეები გვაზეიმებენ ოჯახის სიწმინდის დღეებს და თავის რიგებში ვერ შეამჩნევენ არც თუ ცოტა ე.წ. ლგბტ ფიგურებს, არაფერი გვეშველება
გადახედვა
-
ცოტნე ივანიშვილი: ბოლოს როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თითქოს, ეს იყო პოლიტიკაში მოსვლისთვის სვლა, ეს არასერიოზულია ცოტნე ივანიშვილი: ბოლოს როდესაც ვისაუბრე ძალადობასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თითქოს, ეს იყო პოლიტიკაში მოსვლისთვის სვლა, ეს არასერიოზულია
გადახედვა
-
კახა კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული კახა კალაძე: ჩვენთვის განსაკუთრებული ღირებულებაა ოჯახი და ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანია გამოსული
გადახედვა
-
ევროვიზია 2026 ბულგარეთმა მოიგო — მოისმინეთ გამარჯვებული სიმღერა ევროვიზია 2026 ბულგარეთმა მოიგო — მოისმინეთ გამარჯვებული სიმღერა
-
NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება NEXT.On.ge-ში 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა იწყება
გადახედვა
-
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა PSP-ს მარკეტინგის დირექტორი The One Show-ზე წლის მარკეტერად დასახელდა
-
შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს შესაძლოა, მალე ენდომეტრიოზის დიაგნოსტირების არაინვაზიური ტექნიკა დაინერგოს
გადახედვა
-
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ პოლიკისტური საკვერცხის სინდრომს სახელი ოფიციალურად შეუცვალეს — რატომ
გადახედვა
-
ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ევროკომისიამ პუტინის დანაშაულების შემსწავლელი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გადახედვა
-
საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას საგარეო: ანდრეი სიბიჰასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოწვევებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს — ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან" ირაკლი ზარქუა: "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს — ის იძულებული გახდა, რომ ჯერ შეხვედრა ეთხოვა და შემდეგ მისულიყო ირაკლი კობახიძესთან"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს ისტორიაში პირველად, კოსმოსში ნეიტრინოების დეტექტორი გაუშვეს
გადახედვა
-
რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები რას უსმენდა მსოფლიო ბოლო 20 წელი? — ყველაზე პოპულარული მომღერლები, ალბომები და სიმღერები
გადახედვა
-
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ — ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე
-
სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს სომეხი მილიარდერი მსოფლიოში ყველაზე მაღალი იესოს ქანდაკების აშენების შემდეგ, ნოეს კიდობანს ააგებს
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას ანდრეი სიბიჰა: ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
გადახედვა
-
ვინ მოიგებს 2026 წლის ევროვიზიას? — ნახეთ ბუქმეიკერების პროგნოზი ვინ მოიგებს 2026 წლის ევროვიზიას? — ნახეთ ბუქმეიკერების პროგნოზი
-
ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით ტესტი: გამოიცანი დაავადება ან ჯანმრთელობის მდგომარეობა სურათით
-
ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს "ციფრული სასიცოცხლო წერტილები" დაუცველია ირანი წყალქვეშა კაბელებს ემუქრება — მსოფლიოს "ციფრული სასიცოცხლო წერტილები" დაუცველია
გადახედვა
კომენტარები