იმოგზაურეთ მშვიდად — რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა?
ფოტო: ირაო
წარმოიდგინეთ: თვეების დაგეგმვის, სასტუმროს არჩევისა და ავიაბილეთების შეძენის შემდეგ, თქვენ, როგორც იქნა, წახვედით სამოგზაუროდ. თუმცა, გაწერილი გეგმის შესრულებასა და სანუკვარი არდადეგებით სიამოვნებაში ნატკენი მუხლიგიშლით ხელს.
მოგზაურობა სავსეა მოულოდნელობებით — ზოგი სასიამოვნოა, ზოგი კი შეიძლება ნამდვილი თავსატეხი გახდეს. სწორედ ამიტომ, სამოგზაურო დაზღვევა არ არის უბრალო ფორმალობა, ის უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც გიცავთ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს.
დაკარგული ბარგი, ჯანმრთელობის პრობლემები უცხო ქვეყანაში — ეს მხოლოდ რამდენიმე სცენარია, როცა სწორად შერჩეული დაზღვევა შესაძლოა თქვენთვის გადამწყვეტი აუცილებლობა აღმოჩნდეს. მაგრამ მაინც, ბევრ მოგზაურს უჩნდება კითხვა: "ნამდვილად მჭირდება სამოგზაურო დაზღვევა?"
პასუხი მარტივია — თუ მშვიდი და სასიამოვნო მოგზაურობა გსურთ, დაზღვევა თქვენი საუკეთესო მოკავშირეა. მაგრამ როგორ მუშაობს ის რეალურად და რა რისკებისგან გვიცავს?
განვიხილოთ უფრო დეტალურად:
სამოგზაურო დაზღვევა — ფასი და სერვისები
სამოგზაურო დაზღვევის ღირებულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ფასი განისაზღვრება მოგზაურობის ხანგრძლივობით — რაც მეტი დროის გატარებას აპირებთ საზღვარგარეთ, მით უფრო მაღალია დაზღვევის საფასური. ზოგიერთი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მიმართულებაც — არის ქვეყნები, რომლებიც უფრო ძვირად ღირებული სამედიცინო მომსახურებით გამოირჩევა, რაც შესაძლებელია, აისახოს პოლისის ღირებულებაზე. ასევე, გასათვალისწინებელია დასაზღვევი პირის ასაკიც — პოლისის საბოლოო ღირებულებაზე ესეც ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, მომხმარებლების მიერ ხშირად დასმულ კითხვაზე, რა ღირს სამოგზაურო დაზღვევა, შეიძლება პასუხი მრავალგვარი იყოს.
ქართულ ბაზარზე ლიდერი სადაზღვევო კომპანია ირაო მოგზაურობის მოყვარულებს რამდენიმე განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს.
მაგალითად, ირაო ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევის მოქნილ ვარიანტებს გვთავაზობს, რაც თითოეული მგზავრის საჭიროებებზეა მორგებული. თუ ხანმოკლე მოგზაურობას გეგმავთ, დაზღვევის ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტი გამოგადგებათ — მისი ღირებულება მინიმალურია, მაგრამ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ხარჯებს. რაც მთავარია, თავად აირჩევთ სასურველი დღეების რაოდენობასაც.
მათთვის, ვისაც საზღვარგარეთ წელიწადში რამდენჯერმე უწევს გამგზავრება, არსებობს გრძელვადიანი პოლისი “მულტიპოლისი“. ის საშუალებას გაძლევთ, ერთი ხელშეკრულებით 6 თვის ან მთელი წლის განმავლობაში დაცული იყოთ. ეს სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან არ დაგჭირდებათ ყოველი მგზავრობის წინ ახალი პოლისის შეძენა. მისი შეძენის შემთხვევაში დაზღვეული დღეების ფიქსირებული რაოდენობა გინარჩუნდებათ მთელი წლის, ან 6 თვის განმავლობაში.
თუკი საზღვარგარეთ მოგზაურობა ხშირად გიწევთ მოკლევადიანი ვიზიტებით (თითოეული ვიზიტი არაუმეტეს 15 დღისა), შესაძლოა, თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი დაზღვევა — “მოგზაური“ იყოს. ამ პაკეტით სამოგზაურო დღეების განუსაზღვრელ რაოდენობას ყიდულობთ.
და ბოლოს, თუ ქვეყნის შიგნით მოგზაურობთ, შეგიძლიათ, სპეციალური შიდა ტურის დაზღვევით ისარგებლოთ. ეს ვარიანტი იდეალურია მათთვის, ვინც ადგილობრივ თავგადასავლებს ეძებს და სურს, მოულოდნელი უსიამოვნო შემთხვევების დროს ფინანსურად დაცული იყოს.
არა აქვს მნიშვნელობა — სად და რამდენი ხნით მიემგზავრებით, სამოგზაურო დაზღვევა თქვენი სიმშვიდისა და უსაფრთხოების გარანტიაა. ირაოს სხვადასხვა პაკეტი საშუალებას გაძლევთ, თქვენი გეგმებისთვის შესაბამისი პაკეტი შეარჩიოთ და მოგზაურობა მხოლოდ სასიამოვნო გამოცდილებად აქციოთ.
როგორ შევიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა — ონლაინ თუ ოფისში მისვლით?
თანამედროვე ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სადაზღვევო სერვისით სარგებლობა დამატებითი ბიუროკრატიის გარეშე შეძლოთ. სწორედ ამიტომ, სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ შეძენით ხშირად უფრო კომფორტულია. თუმცა, არსებობს კომპანიები, სადაც შესაძლოა, მაინც მოგიწიოთ მისვლა.
სადაზღვევო კომპანია ირაოში შეგიძლიათ, სამოგზაურო დაზღვევა ონლაინ შეიძინოთ და ამით მნიშვნელოვნად დაზოგოთ დრო. განსაკუთრებული შემთხვევებისა და აუცილებლობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ პოლისის ოფისიდან გაცემის სერვისითაც, თუმცა, თანამედროვე ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით, მომხმარებლების უმრავლესობას სწორედ ონლაინ შეძენა ურჩევნია.
ირაოში, გარდა იმისა, რომ პოლისის ყიდვა მათივე ვებგვერდზე თავად შეგიძლიათ, კიდევ ერთი გზა არსებობს — დაუკავშირდეთ კომპანიას და გაყიდვების მენეჯერმა დისტანციურად დაგიმზადოთ თქვენთვის სასურველი სადაზღვევო პოლისი.
ონლაინ შეძენისთვის საკმარისია, კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე irao.ge-ზე გადასვლა, საინფორმაციო კითხვარის შევსება და რამდენიმე წუთში პოლისსაც მიიღებთ! ასევე, გაითვალისწინეთ — სამგზავრო დაზღვევა აუცილებლად ქვეყნიდან გასვლამდე უნდა შეიძინოთ.
რატომ არ უნდა ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ დაზღვევის გარეშე?
საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურება ხშირად გაცილებით ძვირია, ვიდრე საქართველოში. მარტივი სამედიცინო ჩარევაც კი, შესაძლოა ათასობით დოლარი ან ევრო დაგიჯდეთ. ანუ, თუ მოგზაურობისას ავად გახდით ან შემთხვევით სერიოზული ტრავმა მიიღეთ, სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება არ არის გამორიცხული მოგზაურობის ბიუჯეტს ბევრად აღემატებოდეს. დაზღვევის გარეშე ეს ყველაფერი თქვენს ფინანსურ პასუხისმგებლობად რჩება.
ირაოში სამოგზაურო დაზღვევის შეძენისას დეკუთვნით ასისტენტის მომსახურებაც. თუკი საზღვარგარეთ ყოფნისას სადაზღვევო მომსახურება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, ქართულენოვანი Geoassistance-ის სერვისით ისარგებლოთ. დაკავშირება შესაძლებელია სხვადასხვა აპლიკაციის, მათ შორის Whatsapp-ითა და Viber-ით (რადგან სტანდარტულ ნომერზე დარეკვა უცხოეთიდან შესაძლოა, გართულდეს), ასევე მეილის ან საიტზე არსებული ჩათის მეშვეობით.
სწორედ ამიტომ, ირაოს სამოგზაურო დაზღვევა იდეალური გადაწყვეტაა მოგზაურთათვის. კომპანია გთავაზობთ როგორც ერთჯერად პაკეტს, როცა დღეების რაოდენობის მიხედვით იხდით საფასურს, ისე “მულტიპოლისსა“ და პაკეტ “მოგზაურს“ - ეს პოლისები განსაკუთრებით მათთვისაა მნიშვნელოვანი, ვინც საზღვარგარეთ წელიწადში რამდენჯერმე ან ხანგრძლივი დროით იმყოფება.
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
კომენტარები