საუკუნოვანი სისხლიანი ტრადიციის დასასრული — მეხიკოში ძალადობრივი კორიდა აიკრძალა
ფოტო: Jesús Iglesias
61 ხმა 1-ის წინააღმდეგ — კენჭისყრის ასეთი შედეგით, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ძალადობრივი კორიდა აიკრძალა. ამ გადაწყვეტილებით, იკრძალება სანახაობა, სადაც ცხოველებს მატადორები კლავენ ან ასახიჩრებენ ბასრი საგნების, მაგალითად, ხანჯლის გამოყენებით. ამასთან, დაწესდა დროითი შეზღუდვაც — ხარი რინგზე მხოლოდ 15 წუთით შეიძლება იმყოფებოდეს.
მეხიკოს მერის, კლარა ბრუგადას თქმით, ინიციატივა მიზნად ისახავს კორიდის ტრადიციის "ნაკლებად ძალადობრივად" გარდასახვას. მისი თქმით, დედაქალაქში ვერ დაუშვებენ, "სისასტიკე სანახაობად იქცეს, ცხოველები კი გართობის მიზნით აწამონ და ხოცონ". კანონმდებელი ვიქტორ უგო რომო დე ვივარი კი ამატებს, რომ მათი მიზანი "კორიდის გაუქმება კი არა, განვითარებაა".
მეხიკოს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმაც და თქვა, რომ ეს "კარგი გამოსავალია" კორიდის ინდუსტრიაში სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ამასთან, ცხოველების ძალადობისგან დასაცავად.
თუმცა, გადაწყვეტილებას ქვეყანაში მაინც არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ცხოველთა უფლებადამცველი აქტივისტები აკრძალვას სიხარულით შეხვდნენ, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი კორიდას კულტურის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევს და მისით მიღებულ ფინანსურ სარგებელზეც ამახვილებს ყურადღებას. მაგალითად, 2023 წელს კორიდის ინდუსტრიაში 80 ათასამდე სამუშაო ადგილი გაჩნდა, შემოსავალმა კი $50 მილიონს მიაღწია.
აი, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანტონ აგილარი გადაწყვეტილებას წინ გადადგმულ ნაბიჯად კი მიიჩნევს, მაგრამ ამატებს, რომ "არაძალადობრივი კორიდა არ ნიშნავს სანახაობას ცხოველის წამების გარეშე, რადგან ხარები რინგზე მაინც დიდი და სრულიად არასაჭირო სტრესის ქვეშ არიან".
კორიდა, რომელიც ლათინური ამერიკის ქვეყნებში საუკუნოვანი ტრადიციაა, ბოლო წლებში კრიტიკის ობიექტი გახდა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის გამო. ცხოველთა უფლებადამცველების შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 180 ათასამდე ხარი იხოცება ამ სანახაობისთვის.
აღსანიშნავია, რომ კორიდა მექსიკის რამდენიმე შტატში აკრძალულია. სასტიკი სანახაობა 2027 წლიდან აიკრძალება კოლუმბიაშიც. ამავე რეგიონში, ეკვადორის დედაქალაქმა სპორტულ ღონისძიებებში ცხოველების დახოცვა აკრძალა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები