“ოცნების” ხელისუფლების განკარგულებით, გურიას სტიქიის შედეგის აღმოსაფხვრელად 2,5 მლნ ლარი გამოიყო
ფოტო: თაკო მიქაძე
ქართული ოცნების ხელისუფლებამ გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოიყო.
ოცნების ხელისუფლების ინფორმაციით, გამოყოფილი თანხა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტზე განაწილდება. განკარგულებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
დოკუმენტის თანახმად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს — 1 228 062 ლარი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს — 794 968 ლარი, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 546 018 ლარი გამოეყოფა.
შეგახსენებთ, თებერვლის ბოლოს დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გურიაში, აჭარასა და იმერეთში.
დიდთოვლობას მოჰყვა მსხვერპლიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში შუახნის მამაკაცი დაიღუპა. მოქალაქეთა ცნობით, ის მეზობელს სახლის დათოვლილი სახურავის გაწმენდაში ეხმარებოდა და ნგრევას ემსხვერპლა; "აჭარა თაიმსის" ცნობით, გაყინული კაცი იპოვეს ქობულეთში; სოფელ ნატანებში გარდაიცვალა ქალი, რომელიც 85 წლის დავრდომილ დედას უვლიდა. ქალის ცხედრის გამოტანა ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება.
- გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები გზის გაწმენდას ითხოვენ, რათა ჩასასვენებელი სასახლის მოტანა შეძლონ
- გურია TV: გურიაში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა — დაღუპულია შუახნის კაცი
- დიდთოვლობის გამო ნატანებში ქალბატონი გარდაიცვალა — გურიის მოამბე
- ქობულეთის სოფელ ხუცუბანში კაცი გაყინული იპოვეს
სტიქიიდან მალევე, 25 თებერვალს მოხალისეებმა დიდთოვლობისგან დაზარალებული გურიის სოფლების დასახმარებლად Facebook-ჯგუფი "მოხალისეები გურიისთვის" შექმნეს. ჯგუფში სადაც ჯგუფის წევრები გურიის სოფლებში დიდთოვლობისგან შექმნილ პრობლემებზე წერდნენ, მოხალისეები რეგიონის დასახმარებლად დაირაზმნენ, თანხებს აგროვებდნენ და თვითორგანიზებულად ცდილობენ შეექმნათ ჯგუფები, რომლებიც ჩაკეტილ სოფლებში დარჩენილ მოქალაქეებს დაეხმარებოდნენ.
25 თებერვალს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გურიის რეგიონში ჩავიდა. კობახიძე დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს გაეცნო, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებდნენ.
26 თებერვალს, გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ვებგვერდი – Moxalise.ge შეიქმნა.
- გურიაში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად სპეციალური ვებგვერდი – Moxalise.ge შეიქმნა
საიტზე მოხალისეებისთვის რუკა განათავსეს, სადაც მონიშნული იყო ის წერტილები, სადაც დახმარება იყო საჭირო, ხოლო რუკის მარცხენა მხარეს განთავსებული იყო ლეგენდა, რათა უკეთ გარკვეულიყვნენ მონიშნული ლოკაციის დეტალებზე.
28 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები