თაგვებზე კვლევამ აჩვენა, რომ ჰერპესი ტვინს იმაზე ბევრად ადვილად აინფიცირებს, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

კვლევის მიხედვით, როდესაც HSV 1 ტიპის ინფექცია სხეულში ცხვირის გავლით აღწევს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნერვული სისტემის დაზიანება და ტვინის ძლიერი ანთება.

შედეგები შეიძლება ბევრად უარესი იყოს, ვიდრე ეს პირის ღრუსა და გენიტალიების წყლულებია. ვირუსის ზემოქმედებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მკვლევრებმა აღწერეს თაგვებში მომატებული შფოთვა, მოტორული დაქვეითება და კოგნიტიური პრობლემები.

"თუ ინფექცია ცხვირის საშუალებით მოხვდება ორგანიზმში, ეს საკმაოდ საშიშია", — ამბობს ოფთალმოლოგი დიპაკ შუკლა ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტიდან (UIC).

გაურკვეველია, იგივე დამაზიანებელი შედეგები დგება თუ არა ადამიანებში, რომლებიც უფრო მეტად არიან მიჩვეული ჰერპესულ ინფექციებს. ზოგადად, ჰერპესის ვირუსი ცნობილია, რომ აინფიცირებს ადამიანის თვალს, ცხვირსა და ტვინს, რაც პოტენციურად იწვევს მძიმე და მუდმივ ნევროლოგიურ დაზიანებებს.

UIC-ის მკვლევრები თვლიან, რომ ცხვირიდან ვირუსი შეუმჩნევლად აღწევს ორგანიზმში და ამით ის ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ხვდება. ის ამ გზით გვერდს უვლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რომელიც ვირუსებისგან გვიცავს.

"თუ ინფიცირებული ადამიანიდან ვირუსი ცრემლის სახით გამოდის, ამით შეიძლება ის ცხვირში მოხვდეს", — ამბობს შუკლა.

იმ პაციენტებში, რომლებსაც ინფექცია თვალებში აღენიშნებოდათ, მეცნიერებმა ჰეპარანაზას (HPSE) ფერმენტის ამაღლებული დონე დააფიქსირეს. HPSE გამოწვეულია HSV-1-ის არსებობით და ეს ცილა, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ანთებით პროცესს.

იმ თაგვებში, რომლებსაც HPSE-ის ჭარბი რაოდენობა აღენიშნებოდათ, დაავადების სწრაფი პროგრესირება დაფიქსირდა. ეს საბოლოოდ გადაიზარდა სუსტ მეხსიერებაში, შფოთვის მატებასა და მოტორული შესაძლებლობების შემცირებაში.

"მიგვაჩნია, რომ HSV-1-ით გამოწვეული ნეიროანთებითი პროცესების შესამცირებლად სამიზნეში HPSE უნდა ამოვიღოთ", — აღნიშნულია კვლევაში.

კვლევა mBio-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.