ნახეთ: Nini Iris ევროვიზიაზე მიმართვას და სიმღერის ნაწყვეტს ავრცელებს (ვიდეო)
ფოტო: Nini Iris / YouTube
აშშ-ში მოღვაწე ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე, ცნობილი სასცენო სახელით Nini Iris, ევროვიზიაზე მონაწილეობასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ნინიმ გულშემატკივრებს იანვარში შეატყობინა, რომ წლევანდელ ევროფესტივალზე საქართველოს სახელით მონაწილეობა სურდა და ამისთვის თავისი დაწერილი სიმღერა საზოგადოებრივ მაუწყებელსაც გაუგზავნა. იგი კონკურსის გულშემატკივრების მთავარ ფავორიტადაც მოიაზრებოდა. თუმცა, კიდევ ათობით სხვა კანდიდატურას შორის, საზმაუმ არჩევანი მარიამ შენგელიაზე შეაჩერა, რომელიც საკონკურსო სიმღერით Freedom ევროვიზიის ფანების რეიტინგში ამ დრომდე ბოლო ადგილს იკავებს.
მარიამ შენგელიას სიმღერის პრემიერიდან ერთი კვირის თავზე, Nini Iris ევროვიზიაზე საუბრობს და თავის ქართველ და უცხოელ ფანებს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.
"გამომდინარე იქიდან, რომ მე და ჩემი გუნდი უამრავ შეტყობინებას ვიღებდით ევროვიზიაზე ჩემს მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ვისაუბრო ამ საკითხზე", — ამბობს ნინი ვიდეომიმართვაში, — "2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, საზოგადოებრივ მაუწყებელს გავუგზავნე ჩემი კომპოზიცია Release Me, რომელიც შესანიშნავ პროდიუსერთან, ჯეისონ მეიტერთან ერთად შევქმენი.
"ეს სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მასში მთელი ჩემი ძალისხმევა ჩავდე. თუმცა, ადგილობრივ კომისიას ვაცნობე, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიყავი, მათთან მეთანამშრომლა სხვა სიმღერაზე ან სხვა მიმართულებით წავსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, მაინც მსურს, გაგიზიაროთ ჩემი სიმღერა, სახელწოდებით Release Me, რომელიც 25 აპრილს გამოვა. სიმღერა მოგვითხრობს ჩემს გაშიშვლებულ ემოციებზე და გულგატეხილობის დაძლევაზე".
სიმღერის პრემიერამდე კი თვეზე მეტი რჩება, მაგრამ უკვე შესაძლებელია, ტელეფონით ან მეილით სარეგისტრაციო ფორმა შეავსოთ, სიმღერა სტრიმინგ პლატფორმებზე წინასწარ შეინახოთ და ექსკლუზიური 30-წამიანი ნაწყვეტიც ახლავე მოისმინოთ. კომპოზიციის უფრო მცირე მონაკვეთი ნინიმ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
Nini Iris მსოფლიო მასშტაბით 2023 წელს გაიცნეს, როცა მან ამერიკულ ვოისში მიიღო მონაწილეობა. "ბრმა ქასთინგზე" სიმღერის შესრულების შემდეგ, ნინის ოთხივე მწვრთნელი ოვაციებით შემოუტრიალდა. ირლანდიელმა პოპვარსკვლავმა ნაილ ჰორანმა, რომელიც ნინიმ მოგვიანებით თავის მენტორად აირჩია, ქართველ მუსიკოსს "პოტენციური გამარჯვებული" უწოდა. Nini Iris პროექტს ნახევარფინალიდან გამოეთიშა, მაგრამ მან ამერიკელი ტელემაყურებლის დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.
ნინი ბრეგვაძე საქართველოდან ნიუ-იორკში საცხოვრებლად და მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად 2016 წელს გადავიდა. მუსიკოსის თქმით, უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად გრძელი და რთული გზა გაიარა.
მანამდე, 2015 წელს, 18 წლის მომღერალი ქართული X ფაქტორის მეორე სეზონში გამოჩნდა და კონკურსის ფინალისტიც გახდა. გამორჩეული ვოკალური შესაძლებლობების მქონე მუსიკოსმა, რომელიც, ამავდროულად, ცეკვავდა და რეპავდა, მეგაშოუს ჟიური და მაყურებელი ერთნაირად აღაფრთოვანა.
ნინის გამოშვებული აქვს სამი სინგლი: Rhythm Of My Heartbeat (2019), Fade Away (2022) და Psycho (2024).
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები