ეს დასაწყისია, ჯერ მხოლოდ ვხურდები — ლედი გაგა
ფოტო: Kevin Winter / Getty
ლედი გაგა თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიის ეიჯისტურ ტენდენციებს უსვამს ხაზს და ამბობს, რომ "ჯერ მხოლოდ ხურდება". პოპვარსკვლავმა სულ ახლახან iHeartRadio-ის ჯილდო მიიღო განსაკუთრებული კარიერული მიღწევისთვის. სამადლობელ სიტყვაში გაგამ ირონიულად აღნიშნა, რომ თავის ასაკში ასეთი ჯილდო რთულად მისაღებია.
"საკმაოდ მიჭირს იმ ფაქტის აღქმა, რომ 38 წლის ასაკში მთელი ჩემი კარიერის შემაჯამებელ ჯილდოს ვიღებ", — თქვა მუსიკოსმა ცერემონიაზე, — "ერთი მხრივ, ასე მგონია, რომ მთელი ცხოვრებაა, ამ საქმეს ვაკეთებ, მეორე მხრივ კი, ზუსტად ვიცი, ეს მხოლოდ დასაწყისია. ასე რომ, შეიძლება მსოფლიო 40 წელს მიახლოებულ ქალს პოპვარსკვლავობისთვის ხნიერად მიიჩნევდეს — რაც არანორმალურია — თუმცა, გარწმუნებთ, ჯერ მხოლოდ ვხურდები".
iHeartRadio-ის განცხადებით კი, გაგა ერთ-ერთია იმ სულ რამდენიმე თანამედროვე არტისტიდან, რომლებსაც რისკიანმა ნაბიჯებმა ასეთი წარმატება მოუტანა და ჯილდოც სწორედ ამისთვის გადაეცა. "იგი თანამედროვე ხელოვნებაში ნამდვილი ინოვატორია", — ამატებს რადიოპლატფორმა. თუმცა, თავად გაგა ინოვატორობას სხვაგვარად განმარტავდა...
"ინოვაცია წესების დარღვევას არ ნიშნავს", — აცხადებს მომღერალი, — "ესაა საკუთარი წესების შექმნა და მერე მსოფლიოს დარწმუნება, რომ ეს წესები ყოველთვის მათი იყო".
სულ ორიოდე კვირის წინ, გაგამ თავისი ახალი, რიგით მეშვიდე სოლო სტუდიური ალბომი გამოუშვა. ალბომი, სახელწოდებით Mayhem, 14 სიმღერას აერთიანებს, მათ შორის, ბრუნო მარსთან ჩაწერილ დუეტს Die with a Smile, რომელმაც მუსიკოსებს გრემის ჯილდო მოუტანა. Mayhem კი გამოსვლისთანავე Billboard-ის ჩარტის სათავეში აღმოჩნდა.
რაც შეეხება iHeartRadio-ის დაჯილდოებას, ცერემონიაზე გამოსვლისას გაგამ ასევე მადლობა გადაუხადა თავის საქმროს, მაიკლ პოლანსკის (რომელთან ერთადაც ახალ ალბომზე იმუშავა), ლგბტქ ადამიანებსა და ოჯახს. მუსიკოსი თავის მისაბაძ მაგალითებად ბებიებს ასახელებს და ამბობს, რომ მისთვის ისინი ყველაზე დიდი ინოვატორები იყვნენ.
"ყოველთვის, როცა ოთახში ერთადერთი ქალი აღმოვჩნდებოდი ხოლმე, შინაგანი ხმა ომახიანად მიკარნახებდა, კომპრომისზე არ წავსულიყავი", — ამბობს მომღერალი, — "ამ ხმის მოსმენა ყოველთვის მიჩვენებდა, სად იყო ჩემი ადგილი. და დღეს მე ვიხსენებ ჩემს ბებიებს, შესანიშნავ იტალიელ ამერიკელ ქალებს, რომლებმაც ბედისწერა მხოლოდ საკუთარი ძლიერებით, ოცნებებითა და მიზანსწრაფულობით შეცვალეს. მათ არც ახალი ტექნოლოგია შეუქმნიათ და არც ხელოვნების შედევრი, მაგრამ შექმნეს პერსპექტივა და მხოლოდ თავიანთი საზრიანობით აიშენეს მომავალი. ეს ქალები, ჩემი წინაპრები, ჩემთვის ყველაზე დიდი ინოვატორები არიან".
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
კომენტარები