"ამ თემატიკას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს" — დავით მათიკაშვილი ტრამპის მიერ ჯიმ რიშის მხარდაჭერაზე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
"ამ თემატიკას საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს", — ასე გამოეხმაურა ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვას — აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრაპის მიერ Megobari Act-ის წარმდგენი სენატორის, ჯიმ რიშისთვის მხარდაჭერის გამოხატვაზე.
"გავეცანი ამ პოსტს და თუ არ ვცდები აშშ-ს პრეზიდენტი კონკრეტულ კონგრესმენისთვის არ იშურებს კეთილ სიტყვას იმ შტატთან დაკავშირებით, რომელსაც წარმოადგენს ეს კონგრესმენი და სადაც დონალდ ტრამპმა არჩევნებზე მაღალი რეიტინგი აჩვენა. ეს არის შეერთებულ შტატების შიდა საქმეები და შიდა მოცემულობა, რომელიც ყველაზე კარგად იციან შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და კონგრესმა, რასაც ბუნებრივია საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჩვენ შეერთებულ შტატებთან გვაქვს არსებითად ურთიერთობების გადატვირთვის იმედი და ჩვენ პირველ რიგში ვუსურვებთ მათ დიფ სთეითის დამარცხებას", — თქვა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს Megobari Act-ის თანაავტორ, საქართველოს მხარდამჭერ სენატორ ჯიმ რიშს. ამის შესახებ ტრამპი TruthSocial-ზე წერს.
"სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, რომელიც წარმოადგენს აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს, შტატის რომელიც მიყვარს და დიდი გამარჯვება მოვიპოვე 2016, 2020 და 2024 წლებში!
როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი დაუღალავად იბრძვის ჩვენი დღის წესრიგის წინსვლისთვის. ის ბევრს მუშაობს ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად, მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს ფერმერებს, ცდილობს გახადოს ამერიკის ენერგეტიკა ჩემპიონი და დომინანტი, დაიცვას ჩვენი საზღვრები, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი კონსტიტუციის მეორე შესწორება და აღადგინოს მშვიდობა სიძლიერის წყალობით.
სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და არასდროს დაგაღალატებთ", — წერს დონალდ ტრამპი.
ცნობისათვის, 27 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი Megobari Act-ს განიხილავს.
22 მარტს, 20:00 საათზე, კი თბილისში Megobari Act-ის მხარდამჭერი მარში გაიმართება. მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ წავლენ.
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები