ზელენსკიმ მსოფლიოს 24 მარტს უკრაინის მხარდამჭერ მარშებზე გამოსვლისკენ მოუწოდა
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, 24 მარტს გამოვიდნენ ქუჩებში მარშზე და მხარი დაუჭირონ უკრაინას. ვიდეომიმართვაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა სამ ენაზე ჩაწერა, მსოფლიოს ყველა მოქალაქეს, უკრაინელებსა და რუსებს მიმართავს.
ზელენსკი ამბობს, რომ ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთმა დაიწყო ომი თავისუფლების წინააღმდეგაც. მისი თქმით, რაც ხდება, მხოლოდ დასაწყისია და რუსეთს სურს შეუზღუდოს თავისუფლება ყველა ადამიანს ევროპაში.
ზელენკიმ ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტი ქვეყანა ცდილობს აჩვენოს, თითქოს ადამიანი მნიშვნელოვანი არ არის, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი, რაც ადამიანებად გვაქცევს. მისი თქმით, ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ყველამ უნდა შეაჩეროს რუსეთი.
"მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ომი. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც მოქმედებს უკრაინის, თავისუფლების მხარდასაჭერად. მაგრამ ომი გრძელდება. მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება. უკვე ერთი თვე გავიდა! ამდენი ხანი! ეს გულს მიტეხავს მე და ყველა უკრაინელს და ყველა თავისუფალ ადამიანს დედამიწაზე. ამიტომ გთხოვ, შეეწინააღმდეგოთ ომს!" — განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ყველას, 24 მარტს გამოვიდნენ გარეთ და გამოხატონ მკაფიო მხარდაჭერა.
"გამოდით თქვენი ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან. გამოდით მშვიდობის სახელით. გამოდით უკრაინის სიმბოლოებით, უკრაინის მხარდასაჭერად, თავისუფლების მხარდასაჭერად, სიცოცხლის მხარდასაჭერად.
გამოდით თქვენს ბაღებში, ქუჩებში. გახადეთ თქვენი თავი ხილვადი და მოსმენადი. თქვით, რომ ხალხი მნიშვნელოვანია, თავისუფლება მნიშვნელოვანია, მშვიდობა მნიშვნელოვანია, უკრაინა მნიშნველოვანია. 24 მარტის მარშზე თქვენს ქალაქებში. ყველა ერთისთვის, ერთად, ვისაც სურს შეაჩეროს ომი".
რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, ზელენსკიმ მათ მოუწოდა, შეეწინაღმდეგონ ომს, რომელზეც ატყუებენ და რომლის გამოც აღარიბებენ. მანვე თქვა, რომ თუ რუსებს შეუძლიათ დატოვონ ქვეყანა, რათა არ გადაიხადონ გადასახადები და ამ ფორმით არ დააფინანსონ ომი, ეს უნდა გააკეთონ.
"ახლა მინდა ცალკე მივმართო რუსეთის მოქალაქეებს. დარწმუნებული ვარ, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც სახელმწიფოს პოლიტიკა ეზიზღება. ვისაც უკვე გული ერევა იმაზე, რასაც ხედავს ტელევიზორში, იმაზე, როგორ გატყუებენ თქვენივე პროპაგანდისტები ინტერნეტში. პროპაგანდისტები, რომელსაც ფულს თქვენივე გადასახადებიდან უხდიან და იტყუებიან ომზე, რომელიც თქვენი ფულით ფინანსდება და რომელიც აღარიბებს რუსეთის ყველა მოქალაქეს, ყოველ დღე უფრო მეტად და მეტად".
ერთი თვის წინ, 24 თებერვლის დილით რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რომელსაც დღემდე "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. რუსეთი არ აღიარებს, რომ აწარმოებს ომს იმის მიუხედავად, რომ უკვე დაკარგა ათასობით ჯარისკაცი, მოკლა ასეულობით ბავშვი და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაანგრია ათეულობით ქალაქი და ათასობით საცხოვრებელი სახლი. ეს ციფრები რეალობას სრულად არ ასახავს, მაგრამ აჩვენებს პუტინის სახეს, რომელიც არამხოლოდ თავად არ უწოდებს ომს ომს, არამედ სხვასაც უკრძალავს — კანონებით, რეპრესიებით, დაკავებებით.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
გადახედვა
-
უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსეთის საიდუმლო ლაბორატორიიდან ინფორმაცია მოიპოვეს
გადახედვა
-
Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა Google Maps-ზე შემთხვევით ნაპოვნი 25-კილომეტრიანი ორმო მეტეორიტის კრატერი აღმოჩნდა
გადახედვა
-
როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა როგორ არეგულირებდა დედამიწა საკუთარ კლიმატს მილიონობით წლის განმავლობაში — კვლევა
გადახედვა
-
IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს IT სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ამსახველი კადრები მოიპოვა, ციხეში შიმშილობს
გადახედვა
-
ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა ტიპის წყალი ხარ
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა Euromoney-მ საქართველოს ბანკი SME-ების საუკეთესო ბანკად დაასახელა
-
სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს სასიცოცხლო ზონაში მდებარე მყარი ეგზოპლანეტის გარშემო ატმოსფერო პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია" პენიტენციური სამსახური: "მურთაზ ზოდელავას ინსულტი არ გადაუტანია"
გადახედვა
-
რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე? რატომ მოქმედებს სიცხე უფრო მეტად ქალებზე, ვიდრე კაცებზე?
გადახედვა
-
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის — Disneyland-ში მოგზაურობის შანსი
-
არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე არანაირი წერილი არ ყოფილა შემოსული — კალაძე ე.წ. რიყის დოქების შემქმნელი ბიუროს განცხადებაზე
გადახედვა
-
სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის სტუმრად თიბისიში — ტექნოლოგიები, განათლება და შესაძლებლობები UNFPA-ს საზაფხულო აკადემიის მონაწილე ახალგაზრდებისთვის
-
კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო კვამლის ჩასუნთქვის შემდეგ, მეხანძრეებმა მტრედი ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ მამუკა მდინარაძე: ნაცმოძრაობა და მისი კლასტერი დანაშაულებრივი, აგენტურული ორგანიზაციებია, რომლებიც უნდა აიკრძალონ
გადახედვა
-
Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა Aktual.ge: მარნეულში შვილმა მამა მოკლა
გადახედვა
-
ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა ჩინეთში კომერციული ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის მსოფლიოში პირველი იმპლანტაცია ჩატარდა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?" მამუკა მდინარაძე: ვინ ეკითხებოდათ კელი დეგნანს ან ვინმე სხვას, რაღაცა კანონის შეფასებას "დემოკრატიის შავ დღედ?"
გადახედვა
-
საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან საქართველოში სტარბაქსის პირველი ფილიალი გაიხსნა — ინტერვიუ ბრენდის წარმომადგენლებთან
კომენტარები