რუსეთში დააპატიმრებენ ყველას, ვინც რუს ჯარისკაცებზე "ყალბ" ინფორმაციას გაავრცელებს
სახელმწიფო დუმამ ერთხმად და დაუყოვნებლივ, სამი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსი სამხედროების ქმედებების შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაზე სასჯელს აწესებს. ის უკვე ძალაში შევიდა, რადგან პუტინმა მალევე დაამტკიცა.
კანონი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ამ ეტაპზე ის მიუწვდომელია. მედიებიდან კი ასეთ ინფორმაციას ვიგებთ:
BBC-ის რუსული ბიუროს განმარტებით, რუსეთის დუმის სათათბირომ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ "ცრუ" ინფორმაციის გავრცელებაში პასუხისმგებელ პირებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. თუ ეს "ყალბი" ინფორმაცია გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ან თან ახლდა "მტკიცებულებების გაყალბება", მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება. ხოლო თუ "არასანდო" ინფორმაციის გავრცელებამ სერიოზული შედეგები გამოიწვია, "დამნაშავეებს" 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. როგორც ინტერფაქსი წერს, გარდა ამისა, სასამართლოს შეეძლება დააკისროს ჯარიმა 700 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე, გამოსასწორებელი სამუშაოები ერთ წლამდე, იძულებითი შრომა სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა იმავე ვადით.
BBC-ის ინფორმაციით, ცვლილებები ასევე ითვალისწინებს რუსეთის შეიარაღებული ძალების "დისკრედიტაციის" აკრძალვას. ამ ტიპის პირველი დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე — უკვე ჯარიმას 100-დან 300 ათას რუბლამდე ან თავისუფლების აღკვეთას. Meduza-ს ინფორმაციით, ამ მუხლით ისჯება მოწოდებები იმის წინააღმდეგ, რომ რუსული ჯარები "რუსეთის ფედერაციის და მისი მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნვესალყოფად" გამოიყენონ.
სავარაუდოდ, ეს იმ დამიანების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც უკრაინაში ომის შეწყვეტას ითხოვს, რადგან ინტერფაქსი წერს, რომ ეს მუხლი ადგენს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას საჯარო ქმედებებსა და განცხადებებზეც. კერძოდ, თუ ვინმე შეეწინააღმდეგება რუსეთის ჯარების გამოყენებას "დასახული მიზნებისთვის", მათთვის მინიმალური სასჯელი იქნება ჯარიმა 100-დან 300 ათას რუბლამდე, მაქსიმალური — თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე. მათივე თქმით, მაქსიმალური სასჯელის დაწესება შეთავაზებულია, თუ რუსი სამხედროების წინააღმდეგ საჯარო ქმედებებმა გამოიწვია მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება, ქონების დაზიანება, არეულობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეფერხება, მათ შორის კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის.
როგორც BBC წერს, სახელმწიფო დუმამ მიიღო კიდევ ერთი კანონი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, თუ ვინმე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვს.
მანამდე როსკომნადზორმა განაცხადა, რომ რუსული მედია სამხედრო ოპერაციებს მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა აშუქებდეს. მათ მედიისგან მოითხოვეს სტატიების წაშლა, რომლებშიც უკრაინაში მომხდარს "ომს" ან "თავდასხმას" უწოდებდნენ. შემდეგ კი დაბლოკეს რამდენიმე დამოუკიდებელი მედია საშუალება და სოციალური ქსელები.
- რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დოჟდის და ეხო მოსკვის ვებგვერდების დაბლოკვა მოითხოვა
- რუსული კრიტიკული ტელევიზია დოჟდი დროებით მუშაობას წყვეტს
- კრიტიკული მედიებისა და Facebook-ის შემდეგ, რუსეთში Twitter დაბლოკეს
- რუსული კრიტიკული მედიის, მედუზას ვებგვერდი რუსეთში მომხმარებელთა ნაწილისთვის მიუწვდომელია
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები