G7 ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდამჭერ საერთო განცხადებას ავრცელებენ
დიდი შვიდეულის ქვეყნების — კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის მხარდამჭერ საერთო განცხადებას ავრცელებენ. ისინი რუსეთს სიტუაციის განმუხტვისა და რეალური დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, ამ დრომდე, ამის მტკიცებულებას ვერ ხედავენ.
"კვლავ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მუქარით უკრაინის გარშემო, ანექსირებულ ყირიმსა და ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალების სახიფათოდ განლაგების გამო. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის კონტინენტზე რუსეთის მიერ არაპროპორციული და გაუმართლებელი მასობრივი სამხედრო ძალების ყველაზე დიდი განლაგება გლობალური უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წესრიგისთვის უდიდესი გამოწვევაა.
მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიონ დიპლომატიის გზა, განიმუხტოს დაძაბულობა, გადაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებიდან და სრულად დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, რისკის შემცირებისა და სამხედრო აქტივობების გამჭირვალობის შესახებ. პირველ ნაბიჯად ჩვენ რუსეთისგან ველით, რომ უკრაინის საზღვრებთან სამხედრო აქტივობების შემცირებაზე განცხადებას სისრულეში მოიყვანენ. ჩვენ ამის მტკიცებულება ვერ ვნახეთ, ჩვენ რუსეთს მისი საქმეების მიხედვით განვსჯით", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ისინი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ნებისმიერი მუქარა და ძალის გამოყენება საერთაშორისო წესრიგს, ევროპული მშვიდობასა და უსაფრთხოების წესრიგს ეწინააღმდეგება, რომელიც ჰელსინკის დასკვნით აქტში, პარიზის ქარტიასა და სხვებშია გათვალისწინებული. ისინი რუსეთთან დიპლომატიური დიალოგის მზაობას გამოთქვამენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შემთხვევაში რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
"რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ სამხედრო აგრესიას მძიმე შედეგები, მათ შორის, სექტორულთან ერთად ინდივიდუალური ფინანსური და ეკონომიკური სანქციები მოჰყვება, რასაც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე და უპრეცედენტო ფასი იქნება", — ამბობენ ისინი.
დიპლომატების თქმით, ბოლო დღეებში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. ისინი მძიმე შეიარაღებული ძალების გამოყენებასა და სამოქალაქო ტერიტორიების დაბომბვას გმობენ და მას მინსკის შეთანხმების დარღვევად აფასებენ. მათი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თვითგამოცხადებულ რესპუბლიკების მიერ მიღებული ზომები და მიაჩნიათ, რომ ეს "ინსცენირებული ინციდენტები" სამხედრო ესკალაციის საფუძვლად უნდა ჩაითვალოს.
G7 ქვეყნებმა ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. მათი თქმით, ისინი დეესკალაციის მცდელობებში მთავარ როლს ასრულებენ.
18 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს. ისინი ამტკიცებდნენ, თითქოს ზელენსკის ბრძანებით უკრაინის ჯარი თავდასხმას აპირებდა. უკრაინის სამხედრო ძალების მეთაურმა ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს მიმართა და ეს ცნობები უარყო. ამ ცნობებს სიცრუე უწოდა ზელენსკის ოფისმაც. როგორც მათ აღნიშნეს, რუსეთი ყველანაირად ცდილობს მათ პროცოცირებას.
თვითაღიარებულმა ლიდერებმა კი მოუწოდეს ადგილობრივებს, რუსეთის ტერიტორიაზე გადასულიყვნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ამ დასახლებიდან "დევნილებს" ერთჯერადად 10 000 რუბლს გადაუხდის.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობები, დონეცკსა და ლუგანსკზე შეტევის შესახებ. მათივე თქმით, სიცრუეა ისიც, რომ დონბასში დივერსია იგეგმება.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები