მამრმა პინგვინებმა პირველი ბარტყი გამოჩეკეს — წყვილი მშობლების ამპლუაში
ფოტო: Rosamond Gifford Zoo
ნიუ-იორკში, კერძოდ როზამონდ გიფორდის ზოოპარკში, ერთი და იმავე სქესის პინგვინთა წყვილმა პირველ იანვარს ბარტყი გამოჩეკა. მშობლები მას საკვებითა და სითბოთი უზრუნველყოფენ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰუმბოლდტის ჯიშის (Spheniscus humboldti) ორი მამრი პინგვინი, ელმერი და ლიმა, შეწყვილდა და გამრავლების სეზონისათვის ბუდე ააშენა. გასაგები მიზეზების გამო, მათ საკუთარი კვერცხი არ ჰქონდათ, თუმცა თავიანთ ტერიტორიას იცავდნენ და სხვა ნამდვილი მშობლებივით იქცეოდნენ. სწორედ ამიტომ, მომვლელებმა მათ ყალბი კვერცხი მიუტანეს იმის გასაგებად, თუ რამდენად სწორად მოუვლიდნენ მას.
"ზოგიერთი წყვილი ასეთ დროს ბუდეზე ჯდება, მაგრამ კვერცხს გვერდით ტოვებს და სწორად არ ჩეკს, ან პინგვინები ერთმანეთში ჩხუბობენ, თუ როდის რომელი უნდა დააჯდეს", — განაცხადა ტედ ფოქსმა, ზოოპარკის დირექტორმა — "სწორედ ასე ვაფასებთ, თუ ვინ გამოდგება მიმღებ მშობლად — ელმერი და ლიმა კვერცხის მოვლის ყოველ ასპექტში სამაგალითოები აღმოჩნდნენ".
გამოვლენილი წარმატების შედეგად ზოოპარკმა ყალბი კვერცხი ნამდვილით ჩაანაცვლა, ის კი ყოველგვარი გართულებების გარეშე გამოიჩეკა. უნდა აღინიშნოს, რომ მის ბიოლოგიურ მშობლებს ადრე სხვა კვერცხი გაუტყდათ და მიმღები მშობლების საჭიროებამაც სწორედ ამიტომ იჩინა თავი.
ამასთანავე, ზოოპარკებში მიმღებ მშობლებად ერთი და იმავე სქესის პინგვინთა წყვილი პირველად არ შეურჩევიათ — მსგავსი რამ ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკსა და ვალენსიის ოკეანოგრაფიულ აკვარიუმშიც მოხდა. ერთხელ ორმა აფრიკულმა პინგვინმა (Spheniscus demersusin) ნიდერლანდების ერთ-ერთ ზოოპარკში სხვა წყვილს კვერცხიც კი მოჰპარა გასაზრდელად.
აღსანიშნავია, რომ ერთი და იმავე სქესის პინგვინები ხშირად წყვილდებიან. ტაფტსის უნივერსიტეტის Museum Studies Blog-ზე დაყრდნობით, ბარტყის აღზრდისას მამრებსა და მდედრებს ერთი და იგივე მოვალეობები აკისრიათ, ამიტომაც ამასთან გამკლავება ერთი და იმავე სქესიანთა წყვილსაც თავისუფლად შეუძლია.
ფოქსის თქმით, ერთი და იმავე სქესის პინგვინთა წყვილები იმის მაგალითია, რომ "ოჯახის" იდეა მხოლოდ კონკრეტულ სახეობებს არ ეკუთვნის და პატარებს ხშირად არატრადიციული ოჯახებიც შესანიშნავად ზრდიან.
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
კომენტარები