ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 Jun. 2025, 14:07

"ირანს არასოდეს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობამ ახალ პიკს მიაღწია, სტაბილურობა უნდა გახდეს მთავარი პრიორიტეტი.

საერთაშორისო სამართლის პატივისცემა აუცილებელია.

ამ წუთში ირანმა უნდა აირჩიოს სარწმუნო დიპლომატიური გზისკენ სვლა.

მოლაპარაკებების მაგიდა ერთადერთი გზაა ამ კრიზისის მოსაგვარებლად."

დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უპრეცედენტო გამწვავების ფონზე, ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას, ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური სამხედრო იერიში მიიტანა.

ასევე, შეერთებულმა შტატებმა 22 ივნისს ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც The Times of Israel-ის ცნობით, 86 ადამიანი დაშავდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დაბომბვის შედეგად ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  3. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭო დღეს შეთანხმდა, რომ სომხეთის ეკონომიკის მხარდასაჭერად სომხური პროდუქციისთვის ვაჭრობის დროებითი…