ბელარუსში ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტი, სერგეი ტიხანოვსკი და 13 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს
ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი პატიმრობიდან გაათავისუფლე — ამის შესახებ ინფორმაციას თავდაპირველად ბელარუსული გამოცემა "ნაშა ნივა" ავრცელებს. სერგეი ტიხანოვსკიმ ბელარუსის ტერიტორია უკვე დატოვა.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის მინსკში ვიზიტს უკავშირდება. კელოგი ბელარუსის დედაქალაქს 2025 წლის 21 ივნისს ეწვია და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა. მისი ვიზიტი, სავარაუდოდ, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას უკავშირდება.
პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა კელოგის თანაშემწემ, ჯონ კოულმაც:
"პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის შედეგად დღეს ბელარუსიიდან 14 პატიმარი გაათავისუფლეს. მადლობა ლიეტუვის მთავრობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის — ისინი ნამდვილ მეგობრებად და მოკავშირედ რჩებიან," — განაცხადა მან.
სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლემ, Telegram არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქმართან ვილნიუსში შეხვედრაა ასახული.
ვინ არის სერგეი ტიხანოვსკი?
2019 წელს სერგეი ტიხანოვსკიმ შექმნა YouTube-არხი "ქვეყანა სიცოცხლისთვის", რომელიც მალევე ბელარუსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკური არხი გახდა. ის ქვეყნის რეგიონებში აქტიურად მოგზაურობდა, ესაუბრებოდა ადგილობრივებს, იწერდა მათ პრობლემებს და ბელარუსის მთავრობის კრიტიკას სოციალურ მედიაში ავრცელებდა.
2020 წელს , ტიხანოვსკი ბელარუსის პოლიტიკურ პროცესებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება. ტიხანოვსკიმ პრეზიდენტობისთვის კენჭისყრის სურვილი გამოთქვა, თუმცა მან კამპანიის დაწყებამდე დოკუმენტების წარდგენაც ვერ მოასწრო, რადგან ის დააპატიმრეს. მის ნაცვლად საპრეზიდენტო კანდიდატად მისი მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია დარეგისტრირდა.
ტიხანოვსკაიას მხარდამჭერების და მისი გათავისუფლების მსურველი მოქალაქეების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის იყო. ორი თვის შემდეგ ლუკაშენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ ტიხანოვსკი მისი მითითებით დააკავეს.
"დიახ, მე გავეცი ბრძანება ტიხანოვსკის წინააღმდეგ. რაღაც არასწორი გავაკეთე? ჩემს ქვეყანაზე ვნერვიულობდი, რომლის წინაშეც დღემდე ვარ პასუხისმგებელი," — თქვა ლუკაშენკომ და მას "მაიდანის ორგანიზების" მცდელობაში დასდო ბრალი.
2021 წლის დეკემბერში, ტიხანოვსკის დახურულ სასამართლო სხდომაზე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, ოთხი პოლიტიკური ბრალდებით 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს:
- მასობრივი არეულობების ორგანიზება (მუხლი 293, ნაწილი 1);
- სოციალური მტრობის გაღვივება (მუხლი 130, ნაწილი 3);
- ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელშეშლა (მუხლი 191, ნაწილი 2);
- საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევის ორგანიზება (მუხლი 342, ნაწილი 1);
მოგვიანებით, მას დამატებით ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს, "კოლონიის ადმინისტრაციის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის" — სერგეი ტიხანოვსკი ბრალს არ აღიარებდა.
ტიხანოვკის შესახებ ორი წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინფორმაცია არ ვრცელდებოდა — ის სრულ იზოლაციაში იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ, საზღვარგარეთ მას ელოდნენ შვილები — კარნეი და აგნია — და მეუღლე, სვეტლანა ტიხანოვსკაია. სოციალურ ქსელში სერგეი ტიხანოვსკის დაკავებამდე ფოტოები ვრცელდება, თუ როგორ შეცვალა მან 4 წლიანმა თავისუფლების აღკვეთამ.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები