მეუფე გიორგი ჯამდელიანი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების აღდგენაზე არ ეთანხმება
საქართველოს საპატრიარქო შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილისთვის ზიარების უფლების შეჩერების შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის განჩინებას აჩერებს. ამის შესახებ სინოდალური კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც საპატრიარქომ გუშინ გამოაქვეყნა.
"მიმდინარე წლის 19 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა.
სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.
მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს", — ნათქვამია განცხადებაში.
სინოდალური კომისიის დასკვნას გამოეხმაურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი. ის "უთანხმოებას გამოხატავს აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით", რომელიც, მისი თქმით, "გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს".
ეპისკოპოსი განმარტავს, რომ "კანონიკური სასჯელის (როგორიცაა უზიარებლობით დასჯა) მოხსნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას საეპისკოპოსო სასამართლო აწესებს, უნდა აღსრულდეს საეკლესიო კანონისა და კანონიკური წესრიგის მკაცრი დაცვით, ასეთი განაჩენის ნებისმიერი ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც".
"სამღვდელმთავრო პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობითა და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონებისა და საეკლესიო წესრიგის გათვალისწინებით, ვალდებულად ვთვლი თავს გამოვეხმაურო საქართველოს საპატრიარქოში არსებული გაფართოებული სინოდალური კომისიის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებას, რომელიც ეხება ჩვენი ეპარქიის საეპისკიპოსო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის (ეპიტიმიის) გაუქმებას.
პირველ რიგში მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მე, როგორც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი და წმინდა სინოდის წევრი, ყოველთვის მორჩილი ვრჩები ჩვენი წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური წესრიგისა და ჩვენი საპატრიარქოს ერთიანობის მიმართ. თუმცა მსურს პატივისცემით გამოვხატო ჩემი უთანხმოება აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს.
მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონები (კერძოდ, 32-ე სამოციქულო, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-5 და ანტიოქიის კრების მე-6 კანონი) ნათლად ადასტურებენ, რომ სასულიერო და საერო პირების განსჯასა და აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები პირველ რიგში ადგილობრივი ეპისკოპოსის (იხ. ასევე საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება VII თავის §17), ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში ეკლესიის მეთაურის თავმჯდომარეობით მოწვეულ ეპისკოპოსთა კრების კომპეტენციას მიეკუთვნება (იხ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება II თავის §9). გარდა ამისა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობა ცალსახად განსაზღვრავს, რომ ეპარქიის ეპისკოპოსსა და სასულიერო ან საერო პირებს შორის წარმოშობილი დავები შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ წმინდა სინოდის ან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ (იხ. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება IV თავის §28). თუმცა ორივე შემთხვევაში (კათოლიკოს-პატრიარქთან ან წმინდა სინოდთან გასაჩივრების შემთხვევაში) მომჩივანს/ბრალდებულს უნდა ჰქონდეს "საკმარისი საფუძველი თავიანთი ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრის განაჩენის გასაჩივრებისათვის" (საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება IV თავის §28) და ანტიოქიის კრების მე-6 კანონის თანახმად მომჩივანი/ბრალდებული თავად უნდა გამოცხადდეს მეორე ინსტანციის საეკლესიო სასამართლოზე და თავი იმართლოს და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს საპატრიატქოს გაფართოებული სინოდალური კომისიის მიერ ამგვარი პროცედურა არ იქნა დაცული.
კანონიკური სასჯელის (როგორიცაა უზიარებლობით დასჯა) მოხსნა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას საეპისკოპოსო სასამართლო აწესებს, უნდა აღსრულდეს საეკლესიო კანონისა და კანონიკური წესრიგის მკაცრი დაცვით. ასეთი განაჩენის ნებისმიერი ცალმხრივი ან კომპეტენტური საეკლესიო სასამართლოს გარეშე შეცვლა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საეპისკოპოსო ინსტიტუტს, არამედ ეკლესიის მთლიანობასაც.
მე კვლავაც ვლოცულობ და ვიტოვებ იმედს, რომ საკითხი საბოლოო განხილვისთვის გადაეცემა სათანადო და კომპეტენტურ სინოდალურ ორგანოს, ე.ი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს (საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულება, II თავი, §1: "საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში, ანუ — საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება ეკუთვნის საქართველოს. ეკლესიის საეკლესიო კრებას — საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს"), სადაც საკითხი წმინდა კანონებით გათვალისწინებული პროცედურითა და ეპისკოპოსთა ხმათა უმრავლესობით (იხ. ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მე-6 კანონი) გადაწყდება ჩვენი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის შესაბამისად და ყველა მონაწილის სულიერი კეთილდღეობის მიზნით. დაე "ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ" (I კორ. 14: 40).
უფალმა მოგვანიჭოს სიბრძნე, გამჭრიახობა და ერთიანობა", — ნათქვამია გიორგი ჯამდელიანის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიამ გამოაქვეყნა საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წინამძღოლის, გიორგი ჯამდელიანის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.შ. დამნაშავედაა ცნობილი.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმის მიხედვით, ბრალმდებელი და მომჩივანი მონაზონი თ.კ.-ა, ბრალდებული — "საერო პირი, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საზღვრებში მოქმედი ბატონი გ.შ."
საეპისკოპოსო სასამართლოს განჩინებით, "ბრალდებულ ბატონ გ.შ-ს გულწრფელ სინანულამდე აეკრძალა ზიარება", ხოლო სინანულის შემთხვევაში 20 წლით უზიარებლობის განაჩენი გამოუტანეს.
საეპისკოპოსო სასამართლოს ოქმი 6 ივნისითაა დათარიღებული და მას ხელს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) აწერს.
საქმე ეხება 8 ივნისს ეპისკოპოსის ქადაგებას. მისი თქმით, მთავრობის მოქმედ წევრს, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელს, მონაზონი ჰყავდა "დავერბოვკრებული" და მისი მეშვეობით წამლავდა.
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
-
რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე? რას წერს მაია ბუწაშვილი რუსეთში შავი ჭირის გავრცელებასა და ეპიდემიის რისკზე?
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა, გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა ფიცი დადეს
გადახედვა
-
Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო აფეთქებას აკვირდება
გადახედვა
-
"მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე "მოხდა კანონით გათვალისწინებული იძულების გამოყენება" — პაატა სალია დავითაძის დეესკალაციის ოთახში ჩხრეკაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა
-
4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
გადახედვა
-
პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო პენიტენციური: "მსჯავრდებულების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ ყოფილა დაკავშირებული გიორგი დავითაძის მიმართ სოლიდარობასთან" I ვიდეო
გადახედვა
-
ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში ბოროტმოქმედის როლზე დრაკონის სახლის მსახიობს განიხილავენ
გადახედვა
-
ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს ზუგდიდში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
-
იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე იმერეთში ₾14 მლნ ღირებულების 40 კგ-მდე ნარკოტიკი ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე
გადახედვა
კომენტარები