დიმიტრი მედვედევი

22 Jun. 2025, 15:26

"რა მოახერხეს ამერიკელებმა ირანში განხორციელებული ღამის საჰაერო დარტყმებით სამ ობიექტზე?

1. ბირთვული ტიპის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, როგორც ჩანს, ან საერთოდ არ დაზიანებულა, ან მხოლოდ უმნიშვნელოდ.

2. ბირთვული მასალების გამდიდრების პროცესი, და ახლა უკვე ღიად შეიძლება ითქვას — ბირთვული იარაღის წარმოების მომავალი — გაგრძელდება.

3. რამდენიმე ქვეყანა მზად არის ირანს პირდაპირ მიაწოდოს თავისი ბირთვული შეიარაღება.

4. ისრაელი თავდასხმის ქვეშაა, აფეთქებები ისმის, ადამიანები პანიკაში არიან.

5. აშშ ჩათრეულია ახალ კონფლიქტში, რაც შესაძლოა სახმელეთო ოპერაციაში გადაიზარდოს.

6. ირანის პოლიტიკური რეჟიმი შენარჩუნებულია და დიდი ალბათობით უფრო გაძლიერდა.

7. ხალხი კონსოლიდირდა სულიერი ლიდერების გარშემო — მათ შორის ისიც, ვინც მათ ადრე
არ უჭერდა მხარს.

8. ტრამპმა, რომელიც პრეზიდენტობისას როგორც მშვიდობისმყოფელი მოვიდა, აშშ ახალ ომში
ჩააბა.

9. ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ისრაელისა და აშშ-ის ქმედებებს.

10. ასეთი "წარმატებებით" ტრამპს მშვიდობის ნობელის პრემია არ დაუწერია, მიუხედავად იმისა, რამდენად გაყიდვადია ეს ნომინაცია. მშვენიერი დასაწყისია — გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!"

დაწერა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა Telegram არხზე.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა 22 ივნისს ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე, ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც The Times of Israel-ის ცნობით, 86 ადამიანი დაშავდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, დაბომბვის შედეგად ირანის ბირთვულ ობიექტებზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
  3. ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
  4. რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
  5. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები

მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება კიდევ ერთხელ, ამჯერად 2026 წლის 30 დეკემბრამდე გადაიდო. ამის შესახებ…