დღემდე აქტუალურია თანამდებობის პირთა მხრიდან NGO-ების მადისკრედიტირებელი განცხადებები — ლომჯარია
ფოტო: Ombudsman
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსთა მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი განცხადებები დღემდე აქტუალურია. ლომჯარიამ 9 დეკემბერს, უფლებადამცველთა საერთაშორისო დღეს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, მაღალი თანამდებობის პირებმა აღნიშნონ, უფლებადამცველი ორგანიზაციების მნიშვნელობა, მაშინაც კი, როდესაც ისინი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულები არიან.
"ჩვენმა მონიტორინგმა უფლებადამცველთა მიმართ განხორციელებული თავდასხმების არაერთი სამწუხარო ტენდენცია გამოავლინა. მათ შორის, დღემდე აქტუალურია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი განცხადებები. წარსულში, არაერთი მსგავსი ფაქტი გაგვიკრიტიკებია და კვლავ საგანგებოდ განვმარტავთ, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ უფლებადამცველებისა და მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოებისგან, საჯაროდ აღიარონ მათი დაცულობის საჭიროება და აღნიშნონ უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობა მაშინაც კი, როდესაც ის კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ", — თქვა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა განსაკუთრებით საგანგაშო უწოდა 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ძალადობრივი ჯგუფების ფიზიკურ თავდასხმებს უფლებადამცველებზე და ორგანიზაცია თბილისი პრაიდისა და მოძრაობა სირცხვილიას ოფისებზე, რომელიც სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს.
9 დეკემბერს უფლებადამცველთა საერთაშორისო დღე, ამ დღესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა სახლმა ღონისძიება გამართა, სადაც ლომჯარიამ ამ თემაზე ისაუბრა.
ომბუდსმენმა დღეს ასევე თქვა, რომ თვალშისაცემია საჯარო უწყებების მიდგომები და განცხადებები მედიის მისამართით, ამიტომ ნინო ლომჯარიას თქმით, ამ საკითხს შეისწავლიან.
ასვე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს — დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება. პოლიტიკური თანამდებობის პირებს კი მოუწოდა — უფლებადამცველების, მათ შორის, ჟურნალისტების საქმიანობის მაქსიმალურად ხელშესაწყობად, იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით და თავი შეიკავონ მათი დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები