როგორ განმარტავს იუსტიციის მინისტრი ანა ფოტიგას საპატიმროში არშეშვებას
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს და აცხადებს, რომ ის ექსპრეზიდენტის სანახავად არ შეუშვეს, რადგან ციხეში მიხეილ სააკაშვილთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები. მისი განმარტებით, ამის მიზეზი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებაა.
რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილი სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. მისივე თქმით, მასთან განხორციელდა 201 ვიზიტი, "რაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების გამჭვირვალობაზე". ხოლო მე-18 დაწესებულებაში მის გადაყვანას მინისტრი " ჯანმრთელობისთვის რისკების მინიმიზაციისა და შესაძლო გართულებების პრევენციის მიზნით" ხსნის.
ამავდროულად მინისტრი წერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც და ამტკიცებს, რომ სასამართლომ გამოირიცხა სხვა საავადმყოფოში მისი გადაყვანის მოთხოვნის საჭიროება.
"2021 წლის 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, რომლითაც ითხოვდა სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დროებითი ღონისძიების დაკისრებას — მომჩივნის მე-18 პენიტენციური სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანას. იმავე დღეს სასამართლომ გადაწყვიტა: ა) მომჩივანს დაჟინებით მოუწოდოს შიმშილობის შეწყვეტისკენ; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პენიტენციურ დაწესებულებაში მისი ზოგადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისთვის შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდება. ამდენად, შესაბამისი მასალებისა და მტკიცებულებების განხილვის შემდეგ, სასამართლომ ჩათვალა, რომ მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაწესებულების სტანდარტები დამაკმაყოფილებელია, რითაც გამოირიცხა სხვა საავადმყოფოში მისი გადაყვანის მოთხოვნის საჭიროება.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც კვლავ უარს ამბობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები", — ვკითხულობთ წერილში.
წერილის დასასრულს იუსტიცის მინისტრი მოითხოვს, რომ ანა ფოტიგამ განუმარტოს, რას გულისხმობს, როცა პოლიტიკურ პატიმრებს ახსენებს.
"თქვენს წერილში ახსენებთ წარსულში თქვენს ვიზიტებს "პოლიტიკური პატიმრების" მოსანახულებლად. მადლობელნი ვიქნებით, თუ განმარტავთ, რას გულისხმობთ ამ ტერმინში, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ სხვა რომელიმე ავტორიტეტულ ინსტიტუტს ასეთად არ მიუჩნევია არცერთი პატიმარი საქართველოში", — ვკითხულობთ წერილში.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუველი პარლამენტარები საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდნენ. ფოტიგა მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში ვერ შეძლო შესვლა საპატიმროში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სანახავად.
მმართველ გუნდს არაერთხელ გაუკრიტიკებია ანა ფოტიგა იმ კრიტიკული ტონის გამო, რასაც ევროპარლამენტარი მათდამი იჩენს. პრემიერმინისტრმა კი საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არც ფოტიგა, არც კუბილიუსი მისთვის და ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები